Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · წალენჯიხა · წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქ. № 179

Register ID#1803
Students97
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
ხათუნა სამუშია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქ. № 179

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
68
SEN capacity
8
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

. სკოლას აქვს მისია და ხედვა, თუმცა საჭიროებს გადახედვასა და რევიზიას, რაზედაც სკოლა ამჟამადაც მუშაობს. სკოლის მოქმედი მისია: სკოლის მისიაა, შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული წამახალისებელი აქტივობებით, უახლესი სასწავლო მეთოდების გამოყენებით, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების სინთეზით მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი. ხედვა: სკოლის ხედვაა შექმნას ისეთი გარემო , რომელიც უზრუნველყოფს განათლებული, განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლამ უნდა აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეეძლება გააზრებულად გააკეთოს არჩევანი, იყოს მიზანდასახული, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სამოქალაქო ცნობიერება, პასუხიმგებლობა ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების, ღირებულებების მიმართ. უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება, მათი მაქსიმალური რელიზება გლობალურ სამყაროში. სკოლა ითვალისიწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერსებსა და მისწრაფებებს და, სწორედ ამის საფუძვლეზე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მათი აკადემიური და შემოქმედებითი პოტენციალის გასავითარებლად, ამზადებს მომავალი ცხოვრებისათვის. სკოლაში სასწავლო პროცესი ეფუძნება როგორც ეროვნული განათლების სტანდარტებს. პრიორიტეტს ანიჭებს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რაც გულისხმობს წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით ახალი ცოდნის აგების პროცესს, ამავე დროს გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები. მნიშნელოვანი როლი ენიჭება სტრატეგიას - სწავლა კეთებით, სკაფოლდინგს- სვლას ნაცნობიდან უცნობისაკენ. ამ მიმართულებით გამოყენებული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლეთა წარმატებას, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლა მოსწავლეებს მათი ინტერესების გათვალისწინებით სთავაზობს არჩევით საგნებს საშუალო საფეხურზე. სკოლის მოსწავლეთა სამომავლო წარმატებას განაპირობებს ის შესაძლებლობები , რომლებიც ოლიმპიადებსა და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით ეძლევათ.  სკოლის მიზანია აღზარდოს მორალურად და ზნეობრივად ტოლერანტი მოქალაქეები, რომელთა ინტერესები ვითარდება ცხოვრების ჯანსაღი წესის, გარემოზე ზრუნვისა და პატრიოტიზმის საფუძველზე. სკოლის ფილოსოფია ეფუძნება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ღირებულებას:  არჩევანის თავისუფლება გვჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური პოტენციალი და განუსაზღვრელი შესაძლებლობები, მთავარია, მათი სწორი ორიენტირი.  მაღალი ხარისხი საუკეთესო ხარისხის მიღწევა განათლების მიწოდების პროცესშია, რაც გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვისა, შედეგებითაც უნდა წარმოჩინდეს.ამისთვის სკოლა საკუთარ წარმატებას შეაფასებს როგორც მოსწავლის აკადემიური მიღწევებით, ისე რეალურ ცხოვრებაში მათი წარმატების მასშტაბით.  მოსწავლის ღირებულების განვითარება წარმატების მიღწევაში მოსწავლეებს ეხმარებათ ახლის აღმოჩენის ინტერესი და ემპათია. სკოლა გეგმავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც მათ რეალური ცხოვრების დანახვის შესაძლებლობას მისცემს. სრულიად უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციით, მათი პრობლემების შესწავლით და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრაში დახმარებით, მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.  სწორი ორიენტაცია თანამედროვე სამყაროში გარდა რეალურ, ცხოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ადგილი უკავიათ მათ მსოფლიოში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. იმისათვის, რომ სწორად დაგეგმონ მომავალი, მათ უნდა გააცნობიერონ საქართველოს განვითარების დონე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ნახონ სად ცხოვრობენ ადამიანები უკეთ და სად უარესად, რა პროფესიებია მოთხოვნადი/პოპულარული. უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ახალი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის ის თუ რა მიმართულებით უნდა განავითაროს თავისი ქვეყანა და რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისათვის. მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული უწყვეტი და მდგრადი განვითარება, ინოვაციური მიდგომებით სწავლა- სწავლების პროცესისა და შედეგის გაუმჯობესება, მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. 2. სკოლა კარგად აცნობიერებს, რომ უპირველესად ის საზოგადოების ნაწილია, ამიტომ სკოლამ ახალ სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შეისწავლა სასკოლო საზოგადოების, თემის გამოწვევები, გამოყო პრიორიტეტები და ღიაობის, ჩართულობის პრინციპით შექმნა უსაფრთხო, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული გარემო, მოსწავლისათვის, მასწავლებლისა და მშობლისათვის. სასწავლო პროცესში ყოველთვის გათვალისწინებული და პრიორიტეტულია მოსწავლის ინტერესი და უკუკავშირი, მიღებულია მათი წინადადებები და განსხვავებული მოსაზრებები. სამომავლოდ მეტი ძალისხმევით იგეგმება ამ მიმართულების გაძლიერება, სასკოლო პროცესებში თემის აქტიური ჩართულობის მიზნით დაგეგმილია მშობელთა კლუბის შექმნა, მოხდება მშობელთა პედაგოგიზაცია, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლის დემოკრატიულ, მიმღებლობით და ღიაობის საწყისებს. სკოლა გამოირჩევა გუნდურობით, თანამშრომლობითა და პიროვნული პასუხისმგებლობით. აქ ყველა მიღებული და დაფასებულია. ჩამოყალიბებულია კომუნიკაციის, მხარდაჭერის, წინსვლის, წახალისე