ახალქალაქი, სოფელი ჩუნჩხა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ახალქალაქი · ახალქალაქი, სოფელი ჩუნჩხა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: აღზარდოს ინტელექტუალური,მაღალი ზნეობის,გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნება. შექმნას შესაბამისი გარემო მოსწავლეთათვის თავისუფალი,შემოქმედი,ინტერკულტურული სამოქალაქო ცნობიერებისა დატოლერანტობის ჩამოყალიბებისთვის.სწავლა -სწავლების სიღრმისეული შემეცნებისა და ცოდნის ტრანსფერისთვის. შეიძინოს კომუნიკაციის ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექქტურად ათვისების,მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი ცოდნისა და საჭირო ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი. ხელი შეუწყოს მოზარდებში დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებას,გარემომცველი სამყაროს, ქვეყნის,ოჯახის სიყვარულის და ერთგულების გრძნობის გაღვივებას და განვითარებას.მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის. ხედვა სკოლის თითეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით ღირებულებები: •.სკოლა უპირველეს ყოვლისა ,ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით. გამჭვირვალობა;ჩვენი საქმიანობა,ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღიად ვართ დაინტერრესებული მხარრეებთან თანამშრომლობისთვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერრ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.