Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი სარო

Register ID#1766
Students8
Teachers12
Buildings1
School profile

General information

Principal
მაია ბოლოთაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ასპინძა, სოფელი სარო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

საროს საჯარო სკოლის მისია და ხედვა 1. სკოლის მისია საროს საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ნიჭის აღმოჩენას. ქმნის მათთვის უსაფრთხო გარემოს ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და გამოყენებისათვის. მზად არის მისცეს მოსწავლეებს საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები. სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, ასევე მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. 2. ხედვა სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის მომავლის ხედვა დაფუძნებულია მოსწავლის ინტერესებზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ინოვაციებზე. სასკოლო საზოგადოება ვემსახურებით, რომ მოსწავლე, როგორც პიროვნება იყოს ბედნიერი, როგორც მოქალაქე იყოს ღირსეული და იყოს ლიდერი: მაძიებელი და შემქმნელი. სკოლა იზრუნებს ამ ხნის განვალობაში იყოს მყარ,ინოვაციურ და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. 3. ღირებულებები სკოლას აქვს ღირებულებები და ეს არის: სიყვარული, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, ერთგულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პატრიოტიზმი და ტოლერანტობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის მისიაა განახორციელოს დაწყებითი და საბაზო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამები, აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, მოაზროვნე, შემოქმედი, ფიზიკურად , სულიერად და გონებრივად ჯანსაღი, რომელიც პატიცს სცემს ქვეყნის ტრადიციებს, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებს, კულტურულ მემკვიდრეობას. სკოლის მიზნებია: • ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა • მარალ აკადემიური მოსწრების , მყარი და დინამიური ცოდნის გამოვლენის უზრუნველყოფა, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის მუდმივი სრულყოფა; • მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება, განსხვავებული აზრის პატივისცემა; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის საერთო კულტურა სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას. პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროფესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება,გუნდურობა და კოლეგიალობა; უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.

Documents

საროს საჯარო სკოლის მისია და ხედვა.docx19/11/2024 12:11:27 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

Documents

სტრუქტურული სქემა.docx19/11/2024 12:14:17 · 0.03 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია (1).docx28/04/2025 12:02:15 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2024 წ..docx19/11/2024 12:15:24 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2024-2025 საჯარო.doc19/11/2024 12:15:24 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2024-2025 საჯარო.doc19/11/2024 12:10:46 · 0.18 MB
კურიკულუმი2026.docx05/02/2026 11:41:08 · 0.03 MB
2025-2026წლის სასკოლო სასწავლო გეგმა.doc05/02/2026 11:41:08 · 0.36 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge

Documents

შინაგანაწესი 2024-2025 სასწ.წ..doc28/04/2025 12:29:42 · 0.22 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია (1).docx08/05/2025 11:47:39 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Infrastructure4 additional items

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა,ნაწილობრივ რეაბილიტირებულია.

Documents

დირექტორის ოთახი.pdf24/04/2025 13:07:11 · 11.7 MB
სკოლის ფოტო.pdf24/04/2025 13:10:01 · 8.04 MB
ბიბლიოთეკა1.pdf24/04/2025 13:10:01 · 11.36 MB
სამედსიცინო ოთახი1.pdf24/04/2025 13:10:02 · 11.23 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

23. ფინანსური რესურსები. სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება; ფინანსური რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე ზრუნავს სკოლა, რათა სწორად და გამართულად მუშაობისთვის ბიუჯეტი სწორად დავგეგმოთ, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას თავიდანვე განვსაზღვრავთ: სავარაუდო შემოსავლებს, მომდევნო წლის პრიორიტეტებს, სავარაუდო ხარჯებს საბიუჯეტო პოლიტიკას. სკოლის დირექცია ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ სამეურვეო საბჭოს, სამეურვეო საბჭო განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში; ბიუჯეტში ცვლილებებს ახორცილებს სკოლის დირექტორი, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე,უთანხმებს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ამტკიცებს ბიუჯეტში ცვლილებებს. სკოლაში ხდება ფინანსური პროცესების მონიტორინგი და დროული რეაგირება მოსალოდნელ ცვლილებებზე (დეფიციტზე), ასევე ხდება მიმდინარე შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი ინტენსიურად . ყოველი თვის ბოლოს სკოლაში ბუღალტერი აკეთებს შემოსავალ -გასავლის ანგარიშს, რომელსაც აღრიცხავს პარალელურად შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშსწორების წიგნში, ხოლო ყოველ 6 თვეში და წლის ბოლოს,ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს ვაბარებთ რესურსცენტრის გავლით სამინისტროს. ფინანსური ანგარიშის ფორმის შევსება ხდება ბუღალტრის მიერ და მასზე პასუხისმგებელი პირია დირექტორი.

Documents

sofel saros sajaro skolis sashtato ganrigi.pdf24/04/2025 12:58:43 · 0.04 MB
ფინანსური რესურსები.docx28/04/2025 12:30:36 · 0.01 MB
Download documents on EMIS