Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი რუსთავი

Register ID#1765
Students56
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
დალი დიასამიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/08/2024
Authorization end
27/08/2033
First grade admission

Current capacity information

ასპინძა, სოფელი რუსთავი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ-შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის მისიაა, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან გამოიმუშაონ უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად და შეძლონ მიღებული ცოდნის რეალიზება და თავის დამკვიდრება საზოგადოებაში.სკოლამ იზრუნოს მასწავლებელთა მუდმივ განვითარებაზე. ხედვა ჩვენი სკოლა 2030 წლისთვის რეგიონში იქნება მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გააკეთონ სწორი არჩევანი მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის, რათა დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რუსთავის საჯარო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით • უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს • ტოლერანტობა: სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე • თანამშრომლობა სასკოლო თემი იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს, კონსტრუქციულად განიხილავს სიახლეებს, განსხვავებულ პოზიციებს და ორიენტირებულია პრობლემების გადაჭრაზე • პასუხისმგებლობა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე • ობიექტურობა სკოლის მიერ შემუშავებული პროგრამები და აქტივობები ეფუძნება კანონმდებლობით დადგენის სტანდარტებს • გამჭვირვალობა სკოლის საქმიანობა და პროცედურები საჯაროდაა ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის • განვითარება და ინოვაციურობა სკოლა სისტემატიურად აფასებს თავის საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს

Structure1 additional item

სსიპ-შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა: 1.ჩვენი სკოლა უზრნველყოფს იერარქიული სტრუქტურისა და თითოეული თანამშრომლის მიერ შესასრულებელი ფუნქციების მკაფიობას. ამ მიზნით, შემუშავებულია სამუშაო აღწერილობა. დაწესებულებაში არსებული თითოეული პოზიციისათვის. 2. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ეფუძნება პოზიციის სიღრმისეულ ანალიზს, მასში ჩანს თუ რა წვლილი შეაქვს ამ პოზიციას დაწესებულების წინაშე არსებული მიზნების მიღწევაში. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი არეგულირებს თანამშრომელთა მოქმედების არეალს. ფუნქციურ დატვირთვას და ანგარიშ ვალდებულებას და მოიცავს შემდეგ საკვანძო ინფორმაციას: ა. თანამდებობის პოზიციის დასახელება. ბ. შესასრულებელი დავალებები.(ფუნქციები და პასუხისმგებლობები) გ. სამუშაოს პირობები. დ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისათვის, მათთვის ნათელია შესასრულებელი ამოცანები და როლები დაწესებულების სტრატეგიული მიზნების შესრულების პროცესში.

Documents

სტრუქტურული სქემა.docx23/12/2025 10:03:00 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

7 წლიანი სტრატეგიული რუსთავი.docx30/06/2024 16:52:19 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx19/12/2025 14:46:15 · 0.05 MB
Download documents on EMIS

Performance report

პედსაბჭოს წლიური ანგარიში ხარისხის ჯგუფის ანგარიში სამეურვეო საბჭოს ანგარიში

Documents

პედაგოგიური საბჭოს შეჯამებელი ოქმი.pdf01/07/2024 15:56:57 · 4.92 MB
სამეურვეოს შემაჯამებელი ანგარიში.pdf01/07/2024 16:07:26 · 2.08 MB
რ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შეჯამება რუსთავი.docx01/07/2024 16:07:27 · 0.04 MB
ხარისხის ჯგუფის რეფლექსია.pdf01/07/2024 16:07:27 · 0.44 MB
ხარისხის ჯგუფის შეფასების ოქმი.pdf01/07/2024 16:07:28 · 0.97 MB
Download documents on EMIS
Programs and support services16 additional items

სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

Documents

LEPL Shota Rustaveli Aspindza Municipality Village Rustavi Public School.pdf22/04/2024 14:00:12 · 0.28 MB
Salome Beridze.pdf22/04/2024 14:00:12 · 0.28 MB
Copy of სსიპ.შოთა რუსთაველის სახელო_.ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა (2).pdf26/06/2024 11:12:39 · 51.72 MB
სალომე ბერიძე - ინგლისური ენა.pdf29/06/2024 20:59:19 · 0.7 MB
ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს.pdf30/06/2024 17:07:36 · 1.04 MB
რუსთავი (2).pdf30/06/2024 17:07:36 · 5.95 MB
შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა.pdf30/06/2024 17:07:39 · 7.24 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025 ს.წ. რუსთავი.doc19/12/2025 14:50:52 · 0.84 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის შესახებ: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge

Documents

დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი.docx19/12/2025 14:55:35 · 0.83 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

სსიპ-შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის 2023-2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის 8 დეკემბერს, სხდომაზე.

Documents

ფინანსური რესურსები.pdf19/12/2025 14:55:41 · 4.9 MB
Download documents on EMIS