ასპინძა, სოფელი ოთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ოთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია _სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის-საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. სკოლის მისიაა-შექმნას ჰარმონიული და ეფექტური გარემო მოსწავლის პიროვნული,სოციალური და კულტურული ზრდისთვის. ხელი შეუწყოს მოსწავლის აკადემიური,სოციალური უნარების და კომპეტენციის განვითარებას.დემოკრატიული ფასეულობების გაცნობიერება-ჩამოყალიბებას,სამოქალაქო სამართლებრივი ცნობიერების ამაგლებას და სულიერ განვითარებას,თანამედროვე მოთხოვნათა ცოდნის ფორმირებას და მოსწავლის მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი,დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა,მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება,აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის ხედვაა, რომ იზრუნოს მყარ, ინოვაციურ და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ცოდნის კერაზე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. ასევე სკოლა იზრუნებს თავისუფალი და მოქელაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე მოაზროვნე თაობების ჩამოყალიბებაზე. სკოლის ყველა მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები 1. სამართლიანობა-სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. სკოლის ყველა სუბიექტი-მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი იზიარების ურთერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე. 2. ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა- დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება ან წახალისება ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, რასობრივი, გენდერული, სოციალური, განსხვავებული პირადი აზრის, ან სხვა რაიმე ნიშნით.
1.სამეურვეო საბჭო 2.მოსწავლის თვითმართველობა 3.პედაგოგიური საბჭო 4.დირექტორი 5.მოადგილე- კათედრები 6.ექთანი
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
სკოლა ფინანსდება სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.