Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ორგორი

Register ID#1762
Students24
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
ნელი ნათენაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/12/2023
Authorization end
27/12/2032
First grade admission

Current capacity information

ასპინძა, სოფელი ორგორა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
19
Available places
17
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მისია, ხედვა ღირებულებები: ორგორის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ნიჭის აღმოჩენას, ასევე სკოლის მომავლის ხედვა დაფუძნებულია მოსწავლის ინტერესებზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ინოვაციებზე. სასკოლო საზოგადოება ვემსახურებით, რომ მოსწავლე, როგორც პიროვნება იყოს ბედნიერი, როგორც მოქალაქე იყოს ღირსეული და იყოს ლიდერი: მაძიებელი და შემქმნელი. სკოლას აქვს ღირებულებები. სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პატრიოტიზმი და ტოლერანტობა.

Documents

მისია ხედვა და რირებულებები.docx30/01/2025 11:20:36 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Structure4 additional items

სკოლის სტრუქტურული ერთეულებია : სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; მოსწავლეთა თვითმმართველობა; დირექცია-დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მისი არყოფნის შემთხვევაში ;საქმისმწარმოებელი, ბუღალტერი ;სკოლის ექთანი; ტექპერსონალი-ორი დარაჯი; ერთი დამლაგებელი.

Documents

სკოლის პერსონალის შეფასება (1).pdf20/02/2026 07:48:42 · 0.11 MB
სკოლაში დასაქმებული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (1).pdf20/02/2026 07:48:42 · 0.28 MB
სტრუქტურა.docx30/04/2026 08:48:27 · 0 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას, ხედვასა და ღირებულებებს, რომელსაც სკოლა იზიარებს და ავითარებს დაწყები და საბაზო საფეხურებზე, რაც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მისი განვითარების საფუძველს ქმნის. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო არხების გამართულად ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში (პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები) მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას და ინსტიტუციურ განვითარებაზე ორიენტირებულობას. ასევე მოიცავს ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს.

Documents

საგნების შეფასების რუბრიკები.docx07/12/2025 15:52:03 · 0.05 MB
სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია საჯარო+.doc07/12/2025 19:22:37 · 0.89 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2024-2025.doc07/12/2025 19:22:37 · 5.74 MB
შემაჯამებელი დავალებები კლას..docx08/12/2025 11:06:49 · 0.02 MB
სტრატეგიული გრეგმა 2023-2030.docx08/12/2025 12:13:50 · 0.08 MB
სასკოლო სასწ. გეგმა 2025 - 2026 წ.საბოლოო ვერსია (Repaired).doc21/05/2026 09:46:23 · 6 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან.

Documents

სამოქმ. გეგმა 2024-2025წ. (1).doc30/01/2025 11:20:01 · 0.13 MB
ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწ.წელი.doc07/12/2025 19:37:14 · 0.11 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.docx20/02/2026 07:56:41 · 0.02 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2026 ( ორგორის საჯარო სკოლა).pdf13/05/2026 09:14:28 · 0 MB
მონიტორინგის ჯგუფი..pdf15/05/2026 08:08:31 · 0 MB
სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგემის პირველი სემესტრის ოქმი.pdf15/05/2026 08:08:31 · 1 MB
Download documents on EMIS

Performance report

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში 2024-2025 სასწ.წელი ორგორის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლამ შეიმუშავა 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც აისახა სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები,შესრულების ინდიკატორები , შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები,შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სკოლამ ყურადღება გაამახვილა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხების უზრუნველყოფაზე: 1. სასწავლო პროცესის ამაღლება; 2. სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განახლება; 3. კვალიფიციური კადრები; 4. არაფორმალური განათლების გაძლიერება; 5. ციფრული ტრანსფორმაცია; 6. მონიტორინგი და შეფასება; სკოლამ 2024 წელს მიიღო სრული ავტორიზაცია მონიტორინგით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლას უნდა გამოესწორებინა რამდენიმე ხარვეზი,რაც უზრუნველყოფდა სკოლის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჭირო გახდა სასწავლო საგნობრივი კურიკულუმების მოდიფიცირება და სკოლამ სწორედ ამ მოდიფიცირებული კურიკულუმებით ისარგებლა 2024-2025 სასწავლო წელს. სკოლაში ფუნქციონირებდა ოთხი საგნობრივი კათედრა: კათედრებმა სასწავლო წლის ბოლოს წარმოადგინეს ანგარიში საგნების სწავლებისა ,შეფასებებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ყველა კლასს ჰყავდა დამრიგებელი, რომლებიც კლასში მუშაობდნენ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამებით. სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდას სკოლა ხედავდა დიფერენცირებულ სწავლებაში,რაც გამოიხატებოდა მოსწავლეების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებაში.ამ პროცესში ჩართული იყო მშობელთა თემი, რაც სასწავლო პროცესს ხდიდა სანდოსა და გამჭვირვალეს. შემუშავდა, როგორც მოსწავლეების ისე მასწავლებელთა საჭიროების,რაც გამოიხატა სწავლა-სწავლების კონსტრიქტივისტული პრინციპების დამკვიდრებაში. სკოლამ გამოიყენა მოსწავლეთა შეფასების გამჭვირვალე,სანდო და ობიექტური შეფასების (ვერიფიკაციის) სისტემა,რაზეც მეტყველებს კურიკულუმით გათვალისწინებული მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები. ერთმნიშვნელოვნად ვაღიარეთ, რომ საჭიროა მომავალი სასწავლო წლისთვის საფეხურის დამამთავრებელ კლასებში(მე-6,მე-10) ჩავატაროთ შიდა სასკოლო გამოცდები(გამოცდების შედეგები არ იმოქმედებს წლიურ შეფასებაზე),რათა მოსწავლეს აუმაღლდეს მოტივაცია და სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. სკოლაში ფუნქციონირებდა დირექტორის მიერ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მასწავლებელთა ხარისხის მართვის ჯგუფი, რომლის უფლება-მოვალეობა იყო გაკვეთილებზე დასწრება, რათა დაედგინა მასწავლებელთა საჭიროება და შესაბამისი უკუკავშირით დახმარებოდა მასწავლებელს გაეუმჯობესებინა საგაკვეთილო პროცესი. აღნიშნულმა მიდგომებმა მასწავლებლები დაარწმუნა საკუთარი პროფესიული გაზრდის აუცილებლობაში და ჩაერთვნენ შესაბამის ტრენინგ-კურსში. ავტორიზაციის მონიჭების შემდეგ სკოლას დაგვჭირდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რათა სასწავლო პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური და მოსწავლეებს შეძლებოდათ სრულფასოვნად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში; სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომბინირებული , ლაბორატორიული კლას-კაბინეტი ; ლაბორატორია აღიჭურვა საჭირო რესურსითა და უსაფრთხო პროცესის წარმოებისთვის საჭირო ხელსაწყოებით; განახლდა სპორტული ინვენტარი; შეივსო წიგნადი ფონდი; მოეწყო რესურს ოთახი შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და ავეჯით. უსაფრთხოების მიზნით სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები; სკოლა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით; სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია უსაფრთხოების წესები და საგანგებო მართვის გეგმა; სკოლას ჰყავს განსაზღვრული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; სკოლის ტერიტორიასა და შენობაში კონტროლდება ვიზიტორთა შემოსვლა, რაც ხორციელდება ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალის წარმოებით; სკოლაში დაცულია სისუფთავე და ჰიგიენური ნორმები(განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი).მათი საქმიანობა აღირიცხება შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით. სკოლაში სასკოლო საქმიანობა ხორციელდება ,როგორც სასკოლო საზოგადოების,ისე თემის საზოგადოების ჩართულობით, რაც გამოიხატება ღონისძიებების გუნდური დაგეგმვით, მათი ხელშეწყობით გამჭვირვალესა და საინტერესოს ხდის თემის ცხოვრებას.მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ინფორმირების გზით ხორციელდება( სკოლის ვებ. გვერდზე გასაჯაროებით). სკოლაში წარმოებულ ყველა საკითხზე ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებიდან(პედ.საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო.)პერსონალური მონაცემების დაცვით. სკოლამ სტადიონის საკითხზე გააკეთა ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისი პროექტით, რომელიც თანდაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს. პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და მოახდინეს რეაგირებას. წერილით ასევე მივმართეთ რაიონულ რესურსცენტრს , რათა გვიშუამდგომლონ ადგილობრივი მერიის სამსახურთან აღნიშნული საკითხის მოგვარე

Documents

ოქმი სტრატეგ. გეგმისა დაა ერთწლიანი სამოქმ. გეგმის განხილვაზე.doc07/05/2026 08:51:30 · 0 MB
მონიტორინგის ჯგუფი.docx07/05/2026 08:51:30 · 0 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.docx07/05/2026 08:51:30 · 0 MB
2025-2026 სასწ.წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (კარგია) (2).doc07/05/2026 08:51:30 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support services6 additional items

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ: 1. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მათ სკოლაში ხდება. თეორიულად, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი. მაგ: შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება; მაგ: დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა - მაგ: გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო; მაგ: გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები; მაგ: სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები; მაგ: კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება; მაგ: სკოლის წესების, მოსწავლეების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩასართავად ბევრი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის, სკოლებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. 1.1. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. 1.2. მასწავლებლებს ეს ეხმარება: • მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; • კლასში დისციპლინის გაუმჯობესებაში; • ეროვნული სასწავლო გეგმით მათი საგნისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების მიწოდებაში; • უკუკავშირის უზრუნველყოფაში უფრო საინტერესო და რელევანტური გაკვეთილების დაგეგმვის მიზნით; • მოსწავლეთა მოტივირებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაში. 1.3. დირექტორებს ეს ეხმარება: • სკოლაში გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; • პრობლემური ქცევის შემცირებაში, როგორიცაა გაცდენები და ბულინგი; • სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, სადაც ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ექნება მიკუთვნებულობის შეგრძნება; • მოსწავლეთა მიღწევებში უკეთესი შედეგებისა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. 1.4. საზოგადოებას ეს ეხმარება: • აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების მომზადებაში, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალონ სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე; დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის აღდგენასა და დემოკრატიის კულტურის განვითარებაში. 2. მოსწავლის ხმა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს არის მისი უფლება. მოსწავლეებზე გავლენას ახდენს განათლებაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოვლენებზე ისეთივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორიც სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აქვთ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები მოსწავლეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი წვლილი ახალგაზრდების დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, ასევე, კომპეტენტური მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებში ეფექტური მონაწილეობა. 2.1. საერთო სასკოლო მიდგომა მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას. დამატებით: სკოლა ჩართულია მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამაში.

Documents

პერსონალუმონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია (1).docx29/05/2025 12:40:22 · 0.01 MB
ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწ.წელი.doc15/05/2026 08:36:24 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms13 additional items

ამონარიდი სკოლის შინაგანაწესიდან. მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

Documents

შინაგანაწესი 2025-2026 სას.წ..doc01/12/2025 13:12:20 · 0.3 MB
პერსონალური-მონაცემების-დაცვა.docx07/12/2025 17:15:05 · 0.04 MB
ჩარიცხვის-წესი.docx07/12/2025 17:15:05 · 0.14 MB
სტატუსის შეჩერებისა და ჩარიცხვის წესი.docx07/12/2025 17:15:05 · 0.04 MB
კანონიერი-უფლებების-დაცვა.docx07/12/2025 17:15:05 · 0.11 MB
ჩარიცხვის-წესი.docx07/12/2025 17:15:05 · 0.14 MB
სტატუსის შეჩერებისა და ჩარიცხვის წესი.docx07/12/2025 17:15:06 · 0.04 MB
მატერიალური რესურსების სარგებლ_ობიოს წესი.docx07/12/2025 17:15:06 · 0.03 MB
ადაპტაციის წესი.docx07/12/2025 17:15:06 · 0.02 MB
მშობლებთან ურთიერთობის დოკუმენტი.docx07/12/2025 17:53:51 · 0.03 MB
ვერიფიკაციის-მეთოდოლოგია.docx08/12/2025 10:30:27 · 0.04 MB
შინაგანაწესი 2024-2025 სას.წ..doc08/12/2025 11:04:02 · 0.35 MB
მოსწავლის. პერსონალის, მშობლის,კანონიერი წარმომადგენელის დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუკმენტი.pdf21/05/2026 09:46:05 · 2 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

დაიწყო ახალი სასწავლო წელი. წელი, რომელიც ახალი სურვილებით, ახალი ემოციებით იწყება. განსაკუთრებით ემოციურია მათთვის, ვინც პირველად შედგა ფეხი ცოდნის სამყაროში. ისინი პირველი კლასელები არიან. ყოველ წელს მათ დასახვედრად ეწყობა ღონისძიება ახალ სასწავლო წლის დაწყებათან დაკავშირებით. სკოლა მომზადებული ხვდება სტუმრებს.ჩვენს პირველკლასელებს სკოლის დირექტორი ნელი ნათენაძე ესალმება და გადასცემს წიგნებს, ბუკებს. ზეიმს ყოველთვის ესწრებიან რაიონის წარმომადგენლები. ისინი ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას და ფასიანი საჩუქრებით ულოცავენ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებას.

Finances3 additional items

სსიპ.ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის 2024-ისა 2025 წლის ბიუჯეტი და 2024 და 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა.შგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში.

Documents

ფინანსური რესურსები.docx10/12/2023 22:33:11 · 0.01 MB
ბიუჯეტის გეგმა 2025.xls01/12/2025 13:20:26 · 0.07 MB
ანგარიში2024 წ..docx20/02/2026 08:43:30 · 0.01 MB
Download documents on EMIS