Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ნიჯგორი

Register ID#1761
Students35
Teachers14
Buildings1
School profile

General information

Principal
ლია სანდოძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ასპინძა, ნიჯგორის საჯარო სკოლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია ,,დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი, ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში.( სწავლა გაარგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში ან ჩაებას შრომით საქმიანობაში.) იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.“ ხედვა შვიდი წლის შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულების 75% თავისი საქმიანობით იყოს ჩართული თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში და იყოს მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. ღირებულებები ჩვენი სკოლა იყოს ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სკოლა. ხელი შეუწყოს მოსწავლის აკადემიური , სოციალური უნარების და კომპეტენციების,წიგნიერების,ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებას.

Documents

მისია.docx07/02/2024 10:13:17 · 0.01 MB
Download documents on EMIS
StructureText information

სსიპ- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის სტრუქტურა.თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1.სკოლა უზრნველყოფს იერარქიული სტრუქტურისა და თითოეული თანამშრომლის მიერ შესასრულებელი ფუნქციების მკაფიობას. ამ მიზნით, შემუშავებულია სამუშაო აღწერილობა. დაწესებულებაში არსებული თითოეული პოზიციისათვის. 2. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ეფუძნება პოზიციის სიღრმისეულ ანალიზს, მასში ჩანს თუ რა წვლილი შეაქვს ამ პოზიციას დაწესებულების წინაშე არსებული მიზნების მიღწევაში. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი არეგულირებს თანამშრომელთა მოქმედების არეალს. ფუნქციურ დატვირთვას და ანგარიშ ვალდებულებას და მოიცავს შემდეგ საკვანძო ინფორმაციას: ა. თანამდებობის პოზიციის დასახელება. ბ. შესასრულებელი დავალებები.(ფუნქციები და პასუხისმგებლობები) გ. სამუშაოს პირობები. დ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისათვის, მათთვის ნათელია შესასრულებელი ამოცანები და როლები დაწესებულების სტრატეგიული მიზნების შესრულების პროცესში. დირექტორის მოადგილის სამუშაო აღწერილობა: 1. მართოს სასწავლო პროცესი, განახორციელოს მონიტორინგი და ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს გაუმჯობესების მექანიზმები; 2.უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან; 3.დაგეგმოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია კონკრეტულ სასწავლო წელს; 4.უზრუნველყოს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა; 5.ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება-თვითშეფასებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სქემის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში; 6.კოორდინირება გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის შედგენაში; 7.შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი. პასუხისმგებელია ცხრილის მეთოდურად გამართულ მუშაობაზე; 8.ზედამხედველობა გაუწიოს პედაგოგთა მიერ კურუკულუმების შედგენას და მის განხორციელებას და პერიოდულად ანგარიში წარუდგინოს დირექტორს. 9.განახორციელოს ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი; 10.სისტემატურად განახორციელოს მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის გაცდენების მონიტორინგი; 11.ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ; 12.საკუთარი უფლება-მოვალეობის ფარგლებში, გააკონტროლოს სპეციალური მასწავლებლის/სსსმ პირის ასისტენტის მუშაობა, ისგ ჯგუფის მუშაობა, კოორდინირება გაუწიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესს, მის შემდგომ განხორციელებასა და მონიტორინგს; 13.ხელი შეუწყოს სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობას; 14.სასწავლო წლის ბოლოს შეადგინოს ანგარიში თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე და წარუდგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და დირექტორს; 15.სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობის მიზნით, იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე; 16. წარმართოს საქმიანობა ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იყოს მოსწავლეების კეთილდღეობისთვის; 17. ზედამხედველობა გაუწიოს სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებას; 18.დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფის შესახებ; 19.კოორდინირება და მონიტორინგი გაუწიოს კათედრების ეფექტურ მუშაობას; 20.ხელმძღვანელობა გაუწიოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია სწავლის დონის ამაღლება, სკოლის იმიჯისა და ავტორიტეტის ზრდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიური და დასვენების უზრუნველყოფა და სხვა; 21. წლის ბოლოს პედადგოგიურ საბჭოსა და დირექტორს ჩააბაროს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; სკოლის ბუღალტერი: 1.შეასრულოს ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მოვალეობები: 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება; 3. შეადგინოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და დირექტორთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს; 4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი ასახოს ბიუჯეტში; 5. მომავალი წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე; 6. გააკონტროლოს, აღრიცხოს და განახორციელოს ბუღალტრული გატარებები; 7. დროულად აითვისოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; 8.დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში, გამოავლენოს და აღრიცხოს შედეგები, შეადგინოს შესაბამისი შედარების უწყისი; 9. კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეავსოს და წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციები; 10. საბანკო ოპერაციები აწარომოოს უნაღდო ანგარიშწორების წესით (ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით); 11. შეადგინოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტები; 12. სახელმწიფო შესყიდვების სწორად განხორციელების მიზნით, შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge; 13. აწარმოოს ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა;

Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით.

Documents

სტრატეგიული გეგმა+.docx08/02/2024 12:28:51 · 0.1 MB
2025-2026 სტრატეგიული გეგმა- საჯარო.doc05/02/2026 11:00:34 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა

Documents

2023 - სასკოლო სასწავლო გეგმის ნიმუში 2023-2024 საჯარო.doc01/12/2023 12:49:25 · 0.36 MB
2025-2026 სასკოლო სასწავლო გეგმა..doc05/02/2026 10:34:13 · 5.29 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლა ჩართულია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდი, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლა ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge

Documents

შინაგანაწესი.docx08/02/2024 12:30:26 · 0.07 MB
2025-2026 შინაგანაწესი.doc05/02/2026 11:04:23 · 0.26 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა,ნაწილობრივ რეაბილიტირებულია.

Finances1 additional item

სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის ფინანსური მდგომარეობა გმართულია და არ აქვს არანაირი ხარვეზი.

Documents

ფინანსური ანგარიშგების ფორმა ნიჯგორის საჯარო სკოლა.pdf28/04/2025 10:09:54 · 17.46 MB
Download documents on EMIS