ასპინძა, სოფელი ნაქალაქევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 13
- Available places
- 5
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ნაქალაქევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ,,დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი, ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში.( სწავლა გაარგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში ან ჩაებას შრომით საქმიანობაში.) იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.“ ხედვა შვიდი წლის შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულების 75% თავისი საქმიანობით იყოს ჩართული თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში და იყოს მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. ღირებულებები ჩვენი სკოლა იყოს ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სკოლა. ხელი შეუწყოს მოსწავლის აკადემიური , სოციალური უნარების და კომპეტენციების,წიგნიერების,ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებას.
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში.
სკოლა ფინანსება სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან