ასპინძა, სოფ. იდუმალა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი იდუმალი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის ფილოსოფია ეფუძნება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. მაღალი ხარისხი სკოლა მოწოდებულია მიაღწიოს სწავლა -სწავლების საუკეთესო ხარისხსს . სწავლების მაღალ ხარისხთან ერთად სკოლა იზრუნებს აღზრდის მაღალ ხარისხზეც. არჩევანის თავისუფლება გვჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური პოტენციალი და განუსაზღვრელი შესაძლებლობები, მთავარია, სწორი ორიენტირი. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ განათლება, რომელიც მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. მოსწავლის ღირებულებების განვითარება კვლევები ადასტურებს, რომ წარმატების მიღწევაში მოსწავლეებს ეხმარებათ ახლის აღმოჩენის ინტერესი და ემპათია. სკოლა გეგმავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც მათ რეალური ცხოვრების დანახვის შესაძლებლობას მისცემს. 1. სკოლა იქნება ეროვნულ დონეზე აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოსწავლეებს უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის განათლებით. 2. უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ახალი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის ის, თუ რა მიმართულებით უნდა გაანვითაროს თავისი ქვეყანა და რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისათვის სსიპ ასპინძის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მისია უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სწავლა სწავლებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლისა და მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის დანერგვას, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. სკოლის მისიაა საზოგადოებასთან შეთანხმებით აღზარდოს ისეთი მოქალაქე, რომლის ცოდნაც იქნება მყარი და დინამიური, რომელიც შეძლებს თავისი ცოდნის რეალიზაციას, დაიკავებს სათანადო ადგილს საზოგადოებაში და თავისი ძალებს მოახმარს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას. სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება რომლის მისიაა: აღზარდოს პირობისეული ცოდნით აღჭურვილი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება, რომელიც ინტერკულტურული დიალოგის წარმართვით შეძლებს კარგად გაიაზროს საკუთარი თავი და კულტურა, დაინახოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ხედვა სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ასევე მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მრავალფეროვანი კურუკულუმებითა და საგანმანათლებლო რესურსების შეთავაზებით, სკოლის მომავალი კურსდამთავრებულები შეძლებენ საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას, უკეთესად წარმოჩენასა და დამკვიდრებას გლობალურ სამყაროში. ამისათვის სკოლა მზადაა შეუქმნას მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობა მისცენ მათ წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმი. მიზნები • შექმნას განათლების თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული, მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელშიც: მოსწავლეები ყალიბდებიან ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ, თავისუფალ პიროვნებებად. იღებენ საჭირო ცოდნას და ივითარებენ გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს; • დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში; • ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება; • დაეხმაროს მოსწავლეებს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში; • სკოლა ორიენტირებულია დახმარება გაუწიოს მოსწავლეს კარიერის დაგეგმვაში, უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების შერჩევაში ღირებულებები ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე: ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებზე მისაწვდომობის ხელშეწყობა; გუნდურობა და ურთიერთთანამშრომლობა სკოლისთვის პრიორიტეტია, რომ მისი საქმიანობის დაგეგმვა/ წარმართვა/შეფასებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მისიასა და მიზნებზე; გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამის წესებსა და პროცედურებში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში (სოციალური ქსელი); თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები: სკოლა ორიენტირებულია განავითაროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, დაცულად, უსაფრთხოდ მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების.
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის სტრუქტურა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
2024 წლის 24 ივნისს ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია თემაზე:,,ერთი საუკეთესო გამოცდილება", რომელიც დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. კონფერენციაზე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია რომლის სამიზნე ცნება იყო ინსტიტუცია .ეს იყო, ამავე დროს, 2023-2024 სასწავლო წლის ერთგვარი შეჯამება, გამოცდილების გაზიარება,სკოლებისა და მასწავლებლების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ორიენტირების დასახვა..
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა ფინანსდება სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან