Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი ჭეჭლა

Register ID#1750
Students22
Teachers13
Buildings2
School profile

General information

Principal
მელანო გავაშელი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ადიგენის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭეჭლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
30
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3

ადიგენის მუნიციპალიტეტი სოფელი კეხოვანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
10
Available places
10
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ჩვენი სკოლის მისია და ხედვა შეტანილია სასკოლო კურიკულუმში. სკოლის მისია და ხედვა გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, რომლის მიხედვითაც სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები; მოსწავლეს უნდა შეეძლოს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, სკოლაში არსებული განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სკოლის მისიაში პრიორიტეტის სახით გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსწავლის მიერ ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვა. სკოლის ხედვით კი, 10 წლის შემდგომ სკოლის მოლოდინი არის ის, რომ ჩვენს სკოლაში აღიზრდება ისეთი თაობა/კურსდამთავრებულები, რომლებიც მზად იქნებიან სწავლა განაგრძონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაბამისად გახდნენ რეალიზებული და მოთხოვნადი კადრები შრომის ბაზარზე. სკოლაში შექმნილია ისეთი გარემო, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის მოსწავლე, მისი შესაძლებლობების გამოვლენა და მისთვის ისეთი უნარების/ცოდნის და ფასეულობების გაზიარება, რომლითაც ღირსეულად დაიმკვიდრებს თავს თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა სოციალური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ჩვენი სკოლის მთავარი პრიორიტეტი არის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის წახალისება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, მიუხედავად მათი სოციალური თუ კულტურული მიკუთვნებულობისა. სკოლისთვის პიროვნული ზრდის, სასკოლო თემის წევრებისთვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან სტრატეგიად მიჩნეულია არაფორმალური განათლების მყარი მექანიზმი: სკოლაში სისტემატიურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ზეიმები და აქტივობები, გასვლითი გაკვეთილები. სადამრიგებლო საათის პროგრამები ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სხვადასხვა საკითხისადმი ტოლერანტობის ჩამოყალიბებაზე. დამრიგებლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მოსწავლეთა და მშობელთა კორპუსის სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ ჩართულობასა და მიზნობრივ თემებზე ცნობიერების ამაღლებაზე. სადამრიგებლო საათის ჩატარებისას დრო აუცილებლად ეთმობა ასევე მომავლის პროფესიების განხილვას და წინამდებარე პროფესიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების აუცილებლობას.

StructureText information

სკოლას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს, ჩამოყალიბებული აქვს წესებისა და ნორმების კარგად განსაზღვრული სისტემა, შესაბამისად, სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც არის სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტი. სკოლის შინაგანაწესი, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს სკოლაში ქცევის წახალისებისა თუ პასუხისმგებლობის სახეებს. სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო, და შექმნილია ერთიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს დარაჯს, მრჩეველთა საბჭოს, საზოგადოებრივ წესრიგზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს, საგანგებო შტაბს. სასკოლო საზოგადოების დაცულობისათვის სკოლაში შექმნილია უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სკოლაში იდენტიფიცირებულია ფუნქცია-მოვალეობები და სტრუქტურა, აქტიურად მუშაობს ანგარიშვალდებულების სისტემა, წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია საზოგადოების წევრებს შორის, ხოლო როგორც კულტურულ ინსტიტუტში, უზრუნველყოფილია სხვადასხვა კულტურის მქონე მოსწავლეებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, კულტურათაშორის არსებული განსხვავებების გაზიარება და მისი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის გამოხატვის თავისუფლება. ჭეჭლას საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავდა დაინტერესებული მხარეების: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობელთა და დაინტერესებულ თემის წარმომადგენელთა სრული ჩართულობითა და კოლაბორაციით. სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღო სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა. ჩვენი პრიორიტეტია გუნდურობა, თანამშრომლობა და წარმატებაზე ორიენტირებულობა. ვაცნობიერებთ რა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობას სკოლის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა დაინტერესებული მხარე. კერძოდ, სკოლის ფილოსოფიის (მისიის, ხედვის და ღირებულებების) შემუშავებისათვის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღნიშნულმა ჯგუფმა ფილოსოფიის შემუშავებამდე შეისწავლა სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტები, ღირებულებები და გამოწვევები. მათი ანალიზის საფუძველზე მოხდა სკოლის მისიის, ხედვის და ღირებულებების ფორმირება. აღნიშნულ პროცესში გარდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა, ჩართული იყო სკოლის პედაგოგიური საბჭო და სამეურვეო საბჭო. სკოლის ფილოსოფიის (მისიის, ხედვის და ღირებულებების) შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა გუნდური ძალისხმევით, თანამშორმლობითა და გააზრებული და გაზიარებული პასუხისმგებლობით. ჭეჭლას საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები სრულადაა გაზიარებული სასკოლო საზოგადოების მიერ, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი, წარმოადგენს სასკოლო საზოგადოების გუნდური მუშაობის პროდუქტს. კერძოდ, სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება განხორციელდა შემდეგი ეტაპების დაცვით: ა) სამუშაო ჯგუფის მიერ მისიის, ხედვისა და ღირებულებების პროექტის შემუშავება; ბ) პროექტების გაზიარება სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; გ) მიღებული უკუკავშირის განხილვა/გათვალისწინება; დ) მისიის, ხედვისა და ღირებულებების საბოლოო სახით ფორმირება; ე) შემუშავებული განაცხადების დირექტორისთვის წარდგენა და მასთან შეთანხმებით სკოლის სტენდზე გამოქვეყნება. ყოველივე აღნიშნულით ვთვლით, რომ უზრუნველყოფილია სკოლის ფილოსოფიის (მისია, ხედვა და ღირებულებები) სასკოლო საზოგადობის მიერ გაზიარების პროცესი, რაც გულისხმობს, როგოც მის ხელმისაწვდომობას, ასევე, თანაშემოქმედობითობას. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები ხელმისაწვდომია და საჯაროა სასკოლო საზოგადოების ყველა დაინტერესებული პირისთვის, იგი განთავსებულია სკოლის ფოიეში თვალსაჩინო ადგილას - სტენდზე, რათა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს ის ძირითადი პარადიგმა, საითკენაც ისწრაფვის ჭეჭლას საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება.

Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას შემუშავებული აქვს ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს, აღნიშნული დოკუმენტების განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა მოლოდინს, რისთვისაც, სტრატეგიული დაგეგმვისას სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ჩართულობას უშუალოდ დაგეგმვის პროცესში, ასევე შემუშავებული დოკუმენტების მათთვის გაზიარებას. სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი უზრუნველყოფს:  სკოლის პერსონალის, მშობლების, მოსწავლეების და სხვა დაინტერესებული პირებისაგან ინფორმაციის შეგროვებას დაწესებულების შიდა პროცესების და ინტერესების შესახებ. ინფორმაციის შეგროვებისათვის, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები (სასწავლო პროცესის მონაწილეთა გამოკითხვა, ინტერვიუ და სხვა).  მიღებული ინფორმაციის ანალიზს (SWOT ანალიზი ან რომელიმე სხვა აპრობირებული მეთოდოლოგია). ანალიზის ეტაპზე განისაზღვრება სკოლის როგორც ძლიერი და სუსტი მხარეები, ისე საფრთხეები და შესაძლებლობები. სისუსტეების გამოვლენა ემსახურება იმ მიზანს, რომ გამოვლენილი სისუტეები მათი იდენტიფიცირებისა და ჩატარებული სამუშაოების შემდგომ, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, ტრანსფორმირდეს სკოლის ძლიერ მხარეებად. საფრთხეების წინასწარი შეფასება კი საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.  სკოლის შიდა და გარე მარეგულირებელი დოკუმენტაციის დამუშავებას.  სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებების გამოცდილების შესწავლა და გაზიარებას. სკოლის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბაზარზე არსებული ტენდენციების გაანალიზებითა და ზოგადი განათლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს სკოლის განვითარების სტრატეგიული მიზნების და განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიას, რის შემდეგაც უზრუნველყოფს აღნიშნულის სკოლის დირექტორისათვის წარდგენას. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს აღნიშნულის სასკოლო საზოგადოებისათვის გაცნობას, განხილვას და უკუკავშირის შეგროვებას. უკუკავშირის საფუძველზე ხდება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების პროექტების საბოლოო სახით ფორმირება და სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენა. სკოლის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიით, სტრატეგიული გეგმა შემუშავდება ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ, რაც უზრუნველყოფს მის ციკლურობას. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, განხორციელდეს სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტებისა და აქტივობების გადახედვა და ცვლილების შეტანა სტრატეგიული განვითარების გეგმაში. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, სკოლის მეთოდოლოგიით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წინარე გამოცდილების შესწავლას, კერძოდ, SWOT ანალიზის განხორციელებისას ხდება არსებული მდგომარეობის შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. შესაძლო საფრთხეებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა. სტრატეგიული მიზნების ფორმულირებისას პირველ რიგში, მხედველობაში იქნა მიღებული სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, როგორც უმაღლეს დონეზე დეკლარირებული პრინციპები. ამასთან, სკოლას გაცნობიერებული აქვს, რომ სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს მისიისა და ხედვის რეალიზაციის გზას. სკოლის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს ორგანიზაციის მისიიდან და აზუსტებს მას კონკრეტული მიზნებით და ამოცანებით. ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებულია ზოგადი პრიორიტეტები. სტრატეგიული მიზნები არის ორგანიზაციის მიერ მრავალწლიან პერსპექტივაში დანახული განვითარების მიმართულება. მასში განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს სკოლას განაგრძოს განვითარება. დღეის მდგომარეობით, სკოლას შემუშავებული აქვს შვიდ წლიანი განვითარების გეგმის პროექტი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე წარედგინება სამეურვეო საბჭოს, თუმცა მანამდე მოხდება მისი გადახედვა, რათა მასში გათვალისწინებული იყოს მიმდინარე სასწავლო წლის საბოლოო შედეგები და ანალიზი. სკოლამ განახორციელა თვითშეფაბსება 2023 წლის მაისში, საერთო პლატფორმაზე, რომელიც შემოგვთავაზა განათლების სამინისტრომ და მოცემული ჰოლისტური შეფასებების შედეგებითა და სტრატეგიული გეგემების გათვალსიწინებით დაისახა სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლა ერთი მხრივ ხელმძღვანელობს სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებს ყოველწლიური თვითშეფასების შედეგებს, რადგან თვითშეფასება ძალიან კარგად ავლენს იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში დგას სკოლის წინაშე.

Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და ამოცანების მიხედვით სკოლა ყოველწიურად შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს: • სტრატეგიული მიზნებს; • ამოცანებს; • აქტივობებს; • შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს/სტრუქტურულ ერთეულებს; • შესრულების ვადებს; • შესრულების ინდიკატორებს; • რესურსებს. ერთწლიან სამოქმედო გეგმას ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. ამ ეტაპზე, სკოლა მომქედებს 2023-2024 სასწავლო წელს დამტკიცებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმით. ხოლო 2024-2025 სასწავლო წელს, ახალი შვიდწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ მოხდება ერთწლიანი გეგმის ფორმირება.

Behavior rules and appeal mechanismsText information

სკოლაში ქცევის წესები “სკოლაში ქცევის წესები” 1. დილით ვესალმებით ერთმანეთს. 2. გაკვეთილზე, შევდივართ დროულად. 3. გაკვეთილზე ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს და კლასელებს. 4. განსხვავებულ აზრს ყვირილის გარეშე ვაცნობთ მსმენელებს. 5. გაკვეთილის ბოლოს ვიწერთ დავალებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვტოვებთ საკლასო ოთახს. 6. შესვენებისას დერეფანში მშვიდად ვმოძრაობთ, სირბილის გარეშე. 7. კაფეტერიაში, ვიცავთ რიგს და სიმშვიდეს. 8. წასვლისას ვემშვიდობებით ერთმანეთს მოსწავლე ვალდებულია: 1 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები; 2 იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი; :D:D:D:D:D 3 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4 დაემორჩილოს მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და დაცვის სამსახურის წევრთა მითითებებს; 5 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები; 6 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში; 7 ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი 8 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მოსწავლეს უფლება აქვს: 1 მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; Advertisements REPORT THIS AD 2 ჩარიცხულ იქნეს ტესტირების შედეგების მიხედვით სკოლის შესაბამის კლასში; 3 ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით; 4 ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით; 5 მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; 6 გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ; 7 იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; 8 სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება; 9 უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით; 10 მიიღოს დამატებითი, (მ.შ. ფასიანით) საგანმანათლებლო პირობები; 11 მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფორმით; 12 გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; მოსწავლეს ეკრძალება: 1 სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა:  სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება;  გაკვეთილებზე დაგვიანება;  გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა;  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა;  სიგარეტის მოწევა;  სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება;  სკოლაში საღეჭი რეზინის მოხმარება, მზესუმზირის შემოტანა;  სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება. 2 სკოლის შინაგანაწესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სისტემატიურად მათი დარღვევის შემთხვევაში დაისმევა საკითხი მოსწავლის სკოლიდან გადასვლის ან გარიცხვის შესახებ; 3 მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შემთხვევაში გადახდილი თანხა მას არ უბრუნდება. I–საკლასო დისკუსია პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.  მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი;  გავარკვიოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე;  გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებს ვახსენებთ, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე, ასევე შესვენების დროს დერეფანში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, “არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე” – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – “გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე”. II–ჯგუფური მუშაობა მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს რამდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს. ჯგუფებს უნდა დავურიგოთ წინასწარ გამზადებული ფორმები. გთავაზობთ სამუშაო ფორმის ერთ–ერთ ვარიანტს. ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფს ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს ახსენებს. სამუშაო ფორმის ნიმუშზე გამოყოფილია კუთხე, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი და გვარი. ეს ერთგვარად ზრდის მათ პასუხისმგებლობას და სამუშაოს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან. III–დასკვნითი ნაწილი წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს. მასწავლებელი შევსებულ ფორმებს ყურადღებით უნდა გაეცნოს, დააკვირდეს მოსწავლეთა განწყობასა და სურვილებს. შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და შემდეგ გაკვეთილზე კლასში გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული “ქცევის წესები” სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანო