თბილისი, ვაკე-საბურთალო, რამაზ ჩხიკვაძის ქ N 17
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 49
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 10
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ქალაქი თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა N17
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში, ინტელექტუალური, მოაზროვნე, კრეატიული და ლოგიკური აზროვნების მქონე კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი გამოწვევებისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო. უნდა გაძლიერდეს არაფომალური განათლების როლი სკოლაში, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის პროგრესისათვის, ის გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე. უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა ნებისმიერი მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.
სსიპ - ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი პრეამბულა სამოქმედო პროგრამა წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის საქმიანობა ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ პრინციპებსა და მიდგომებს, რომელსაც საკუთარი დაწესებულების საქმიანობის ძირითად ფუნდამენტად მიიჩნევს. სკოლას მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. წინამდებარე გეგმა შექმნილია იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს მის მიერ დასახული მიზნის გამჭვირვალედ და ჯეროვნად განხორციელება. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის წარმატება და განვითარება მნიშვნელოვანწილად მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობას ეფუძნება. მათ მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების მობილიზება არის საკვანძო საკითხები სკოლის მიერ წარმატების მისაღწევად. სკოლა დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის სახეცვალებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ყველა დაინტერესებულმა პირმა. სკოლის მისია სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში, ინტელექტუალური, მოაზროვნე, კრეატიული და ლოგიკური აზროვნების მქონე კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი გამოწვევებისათვის. სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო. უნდა გაძლიერდეს არაფომალური განათლების როლი სკოლაში, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის პროგრესისათვის, ის გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე. უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა ნებისმიერი მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება. სკოლის ღირებულებები ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების
სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პრიოგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა, თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფწსიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფწსიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლოაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში. სკოლაში საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ფრენბურთის, კალათბურთის, ქართული ცეკვის წრეები.
სკოლას დამტკიცებული აქვს ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია სავარაუდო შემოსავლები და ხარჯები. სკოლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას განხორციელდეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმით სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები.