Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის №1 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი უდე

Register ID#1745
Students196
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
რუსუდან გზირიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ადიგენი, სოფელი უდე

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
45
Available places
33
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესების და ტრადიციების დამცველი,კრიტიკულად მოაზროვნე ,შემოქმედი, კომუნიკაბელური ,ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე,რაც ხელს უწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ,კულტურული ,მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. მისია დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ,ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა. განუვითაროს კულტურული ფასეულობების,ოჯახის ,საზოგადოების ,სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. იზრუნოს ისეთი გარემოს შექმნაზე,სადაც მიღებული ცოდნა და ღირებულებები დროის შესაბამისი იქნება. შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება. იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე,იყოს კონკურენტუნარიანი ხედვა სკოლა 2030 წლისთვის დაიმკვიდრებს ადგილს არა ,მარტო რეგიონის , არამედ საქართველოს სკოლებს შორის, როგორც ფორმალური ,ისე არაფორმალური განათლების კუთხით. მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარ პასუხიმგებლობას ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ გააცნობიერებენ საკუთარ უფლებებს-მოვალეობებს ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მოსწავლეები მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევების გამოყენებით ,შეძლებენ არჩევანის გაკეთება მომავალი განათლების მიღებასა და შრომით საქმიანობაში,დაიმკვიდრებენ საკუთარ ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღირებულებები სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სკოლისთვის პრიორიტეტულად გამოყოფს შემდეგ პოსტულატებს: უსაფრთხოება სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს ,სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს. პასუხიმგებლობა სკოლის ყველა სუბიექტი -მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი- იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხიმგებელია თავის ქმედებებზე. სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პატრიოტიზმი სკოლა აღიარებს ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას,ეროვნული ღირებულებების ,კულტურის,ტრადიციების პატივისცემას და შენარჩუნებას. ტოლერანტობა სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე . თანამშრომლობა სკოლის ყველა სუბიექტი -მოსწავლე, მასწავლებელი ,მშობელი -იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე. ურთიერთპატივისცემა სკოლა აღიარებს ეთიკის კოდექსს და საქმიანობას წარმართავს სასკოლო საზოგადოების ურთიერთპატივისცემის პრინციპით.

Structure1 additional item

სსიპ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლის სტრუქქტურაში შედის: 1. დირექტორი. 2. დირექტორის მოადგილე სასწავლო აღზრდელობით დარგში. 3.ბუღალტერი. 4. საქმისმწარმოებელი. 5. ბიბლოეთაკარი. 6. მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი. 5.ექიმი. 6. დისციპლინური კომიტეტი. 7. მოსწავლეთა თვითმართველობა. 8.სამეურვეო საბჭო. 9. პედაგოგიური საბჭო. 10. კათედრა. 11. მრჩეველთა საბჭო. 12. მანდატური

Documents

სტრუქტურა.pdf06/11/2024 17:56:26 · 0.44 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

2023-2030 - სტრატეგიული გეგმა.pdf20/11/2024 16:48:41 · 0.52 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025წწ. 1.pdf07/03/2025 15:57:49 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Programs and support services7 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი,ადამიანური რესურსების მართვის პოლოტიკა,პერსონალურ მონაცემტა დაცვის მექანიზმი,საქმისწარმოების ერთიანი წესი, კურუკულუმის შემუშავების მეთოდოლოგია, სკოლის მისია,ხედვა,ღირებულებისა და სტატეგიული დაგეგმის მეთოდოლოგია,მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევისა , მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.

Documents

ხარისხის უზრუნველყოფის პოლოტიკა.pdf14/02/2025 14:55:42 · 1.06 MB
ადამიანური რესურსების მართვა_compressed 1.pdf14/02/2025 15:14:24 · 1.07 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა.pdf14/02/2025 15:32:18 · 2.01 MB
საქმისმწარმოებლის ერთიანი წესი.pdf14/02/2025 15:44:59 · 1.53 MB
მოსწავლის ჩარიცხვის საფეხურის დაძლევის მობილობის_1.pdf14/02/2025 16:18:45 · 2.03 MB
კურუკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია 1.pdf17/02/2025 14:03:30 · 1.63 MB
სკოლის მისიის ხედვის, ღირებულების სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია1.pdf17/02/2025 14:04:11 · 2.01 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის.. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.

Documents

შინაგანაწესი უდის N1.pdf19/11/2024 16:18:01 · 0.46 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლა სრულად რეაბილიტირებულია,ადაპტირებული,სკოლას აქვს სპორტული დარბაზი,ღია სპორტული მოედანი,ბიბლიოთეკა,რესურს ოთახი,საბუნებისმეტყველო,ფიზიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიები,ექიმის კაბინეტი,მანდატურის ოთახი,სამივე სართულზე გვაქვს სველი წერტილები,ლიფტი,პანდუსი

Finances3 additional items

სკოლას აქვს დამტკიცებული საშტათო განრიგი,კორექტირებული გეგმა ,ბიუჯეტის გეგმა.

Documents

2025 წლის ბიუჯეტის გეგმა_compressed 1.pdf12/02/2025 14:28:16 · 0.91 MB
2024 წლის კორექტირებული გეგმა_compressed N1.pdf12/02/2025 14:28:16 · 0.91 MB
2024 წლის შემოსავალ-გასავალი.pdf14/02/2025 14:11:09 · 1.01 MB
Download documents on EMIS