ადიგენი, სოფელი ღორთუბანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 10
- Available places
- 8
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი ღორთუბანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას ხედვა 2030 წლისთვის ვიყოთ ძლიერი საგანმანათლებლო დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის ღირებულებები · განათლების ხელმისაწვდომობა; · განვითარებისკენ სწრაფვა; · სამართლიანობა; · პიროვნებაზე ორიენტირებულობა ;· პროფესიონალიზმი;
სკოლაში ქცევის წესები “სკოლაში ქცევის წესები” 1. დილით ვესალმებით ერთმანეთს. 2. გაკვეთილზე, შევდივართ დროულად. 3. გაკვეთილზე ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს და კლასელებს. 4. განსხვავებულ აზრს ყვირილის გარეშე ვაცნობთ მსმენელებს. 5. გაკვეთილის ბოლოს ვიწერთ დავალებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვტოვებთ საკლასო ოთახს. 6. შესვენებისას დერეფანში მშვიდად ვმოძრაობთ, სირბილის გარეშე. 7. კაფეტერიაში, ვიცავთ რიგს და სიმშვიდეს. 8. წასვლისას ვემშვიდობებით ერთმანეთს მოსწავლე ვალდებულია: 1 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები; 2 იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი; :D:D:D:D:D 3 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4 დაემორჩილოს მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და დაცვის სამსახურის წევრთა მითითებებს; 5 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები; 6 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში; 7 ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი 8 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მოსწავლეს უფლება აქვს: 1 მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; Advertisements REPORT THIS AD 2 ჩარიცხულ იქნეს ტესტირების შედეგების მიხედვით სკოლის შესაბამის კლასში; 3 ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით; 4 ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით; 5 მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; 6 გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ; 7 იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; 8 სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება; 9 უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით; 10 მიიღოს დამატებითი, (მ.შ. ფასიანით) საგანმანათლებლო პირობები; 11 მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფორმით; 12 გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; მოსწავლეს ეკრძალება: 1 სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა: სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება; გაკვეთილებზე დაგვიანება; გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა; სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა; სიგარეტის მოწევა; სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება; სკოლაში საღეჭი რეზინის მოხმარება, მზესუმზირის შემოტანა; სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება. 2 სკოლის შინაგანაწესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სისტემატიურად მათი დარღვევის შემთხვევაში დაისმევა საკითხი მოსწავლის სკოლიდან გადასვლის ან გარიცხვის შესახებ; 3 მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შემთხვევაში გადახდილი თანხა მას არ უბრუნდება. I–საკლასო დისკუსია პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია. მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი; გავარკვიოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე; გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებს ვახსენებთ, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე, ასევე შესვენების დროს დერეფანში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, “არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე” – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – “გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე”. II–ჯგუფური მუშაობა მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს რამდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს. ჯგუფებს უნდა დავურიგოთ წინასწარ გამზადებული ფორმები. გთავაზობთ სამუშაო ფორმის ერთ–ერთ ვარიანტს. ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფს ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს ახსენებს. სამუშაო ფორმის ნიმუშზე გამოყოფილია კუთხე, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი და გვარი. ეს ერთგვარად ზრდის მათ პასუხისმგებლობას და სამუშაოს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან. III–დასკვნითი ნაწილი წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს. მასწავლებელი შევსებულ ფორმებს ყურადღებით უნდა გაეცნოს, დააკვირდეს მოსწავლეთა განწყობასა და სურვილებს. შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და შემდეგ გაკვეთილზე კლასში გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული “ქცევის წესები” სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანონ. Advertisements