ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელ მოხის საჯარო სკოლა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 45
- Available places
- 39
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი მოხე
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლაში შემუშავდა სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის საჯარო სკოლის ფილოსოფიის შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია. დამტკიცდა დირექციის ადმინისტრაციული აქტით(იხ. ბრძანება N88/2 (30.11.2023წ )და დანართი 1) მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი( ბრძანება N89 (30.11.2023წ) ) ჯგუფი განისაზღვრა სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენლით. მათ შეიმუშავეს კითხვარები, რომლითაც გამოკითხული იქნა საკოლო საზოგადოების უმრავლესობა. კითხვარებიდან გამოიკვეთა მიმართულებები, რომელზე დაყრდნობითაც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სკოლის მისია, ხედვა ღირებულებები. შემუშავებული დოკუმენტი მაქსიმალურად გამომდინარეობს ჩვენი სასკოლო ცხოვრების რეალობიდან. მოვახდინეთ შემუშავებული დოკუმენტის დირექციასთან წარდგენა, დირექციის მხრიდან სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმება და პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცება. (იხ. ოქმები) პრეზენტაციის ფორმატში მოხდა მიღებული დოკუმენტის სასკოლო საზოგადოების ფართე სპექტრში წარდგენა და სკოლის სოციალურ გვერდზე და ვებ გვერდზე გამოქვეყნება -გასაჯაროება. სკოლაში შემუშავდა სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის საჯარო სკოლის ფილოსოფიის შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია. დამტკიცდა დირექციის ადმინისტრაციული აქტით(იხ. ბრძანება N88/2 (30.11.2023წ )და დანართი 1) მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი( ბრძანება N89 (30.11.2023წ) ) ჯგუფი განისაზღვრა სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენლით. მათ შეიმუშავეს კითხვარები, რომლითაც გამოკითხული იქნა საკოლო საზოგადოების უმრავლესობა. კითხვარებიდან გამოიკვეთა მიმართულებები, რომელზე დაყრდნობითაც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სკოლის მისია, ხედვა ღირებულებები. შემუშავებული დოკუმენტი მაქსიმალურად გამომდინარეობს ჩვენი სასკოლო ცხოვრების რეალობიდან. მოვახდინეთ შემუშავებული დოკუმენტის დირექციასთან წარდგენა, დირექციის მხრიდან სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმება და პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცება. მისია სსიპ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეს მისცეს ცოდნა გლობალური გამოწვევების შესაბამის კონკურენტუნარიან მოქალაქედ ჩამოსაყალიბებლად. გამოუმუშაოს განათლების ხარისხის ამაღლებისა და მუდმივი განვითარების უნარი, განახორციელოს რეგიონის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული პროგრამები, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩაუნერგოს დემოკრატიული ღირებულებების, კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, კანონის მიმართ მორჩილების, ბუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ხედვა სსიპ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლა არის ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი მთელს რეგიონში. მოპოვებული აქვს საზოგადოების მაღალი ხარისხის ნდობა და აძლევს მოსწავლეებს მაღალ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. სტუდენტს/მსმენელს - უწყვეტი პროფესიული განათლების შესაძლებლობას რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევბს. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად ზრუნავს კონკურენტუნარიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაზე. არის თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის დამნერგავი, წვლილი შეაქვს ქვეყნის მომავლის წინსვლასა და განვითარებაში. ღირებულებები სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით მოხის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლის ყველა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: - საკუთარი საქმის პროფესიონალიზმი, სიყვარული და ერთგულება; - ობიექტურობა, მიუკერძოებლობა; - სხვათა შრომისა და მიღწევების და აზრის პატივისცემა; - განსხვავებული მრწამსისა და რელიგიის ადამიანთა მიმართ პატივისცემა; - ერთგულება; - ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; - ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; - პროფესიული ზრდა და განვითარება; - გუნდურად მუშაობა.