Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - დაბა ადიგენის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, ჭავჭავაძის ქ. 10

Register ID#1733
Students199
Teachers26
Buildings1
School profile

General information

Principal
გიორგი ქომეთიანი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

დაბა ადიგენი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
80
Available places
68
SEN capacity
8
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values5 additional items

სსიპ დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მისიაა : ორგანიზებული და აკადემიური სასკოლო კულტურის დამკვიდრებით ,სწავლების ეფექტურლი მეთოდების და მიდგომების დანერგვით, მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება ,უზრუნველყოს ,პიროვნული ,ეროვნული, პატრიოტული ,მორალური და ზნეობრივი ღირებულებების მქონე ,თავისუფალი ,სამართლიანი მოქალაქის ჩამოყალიბება . შექმნას თანაბარი პირობები მოსწავლეთა უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ხედვაა : ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა , რეპუტაცია და ავტორიტეტი, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების ადგილი და საშუალება სსიპ დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა • სამართლიანობა • ურთიერთპატივისცემა • თანამშრომლობა • პასუხისმგებლობა • სიახლეების მიმართ ღიაობა • უწყვეტი განვითარება • მულტიკულტურულ საზოგადოებაში ინტეგრირება აღნიშნული მისია, ხედვა და ღირებულებები შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, კერძოდ: აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ჯანსაღი, ტოლერანტი, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების მატარებელი წარმატებული პიროვნება.

Documents

2025-2026 სას.წ.სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf30/01/2026 15:56:51 · 18.97 MB
დან.1 2025-2026 სას.წ.სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf11/05/2026 17:15:05 · 18 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2026 საჯარო ახალი.pdf11/05/2026 17:15:06 · 0 MB
დაბა ადიგენის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031- (2).pdf11/05/2026 17:15:06 · 0 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

დირექტორი სამეურვეო საბჭო დირექტორის მოადგილე პედაგოგიური საბჭო ბუღალტერი მოსწავლეთა თვითმმართველობა ადმინსტრაცია ტექ პერსონალი დისციპლინარული კომიტეტი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი სკოლის ექიმი დამლაგებლები დარაჯი

Documents

სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების დამტკიცება.pdf11/05/2026 17:17:12 · 9 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ,, დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ” სტრატეგიული გეგმა , ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალურ - დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდისაკენ. სკოლა მოსწავლეების სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას. სასკოლო თემის თანამშრომლობით უზრუნველყოფს, უსაფრთხო , მოწესრიგებული და კონკურენტუნარიანი სასკოლო გარემოს შექმნას ; სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი პირობა მაღალი აკადემიური განათლების მისაღებად, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინაწილონ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. მოსწავლემ უნდა შეძლოს და განუვითარდეს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების , კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები; მომაზადოს მოსაწავლე სკოლის შემდგომი ცხოვრებისათვის დაეხმაროს პროფესიული ორიენტაციის გარკვევაში,მიიღონ ცოდნა და უნარები რაც საჭიროა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის, მათ უნდა შეძლონ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; იყვნენ შემოქმედნი, თავად იზრუნონ ღირებულებებისა და ფასეულობების შექმნისათვის იცოდნენ საკუთარი უფლებები და მოვალეობები , გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე;

Documents

დაბა ადიგენის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031- (2).pdf11/05/2026 17:17:54 · 0 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 საჯარო.doc26/01/2024 16:05:52 · 0.18 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2026 საჯარო ახალი.pdf11/05/2026 17:19:57 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support services12 additional items

ჩვენ სკოლას შემუშავებული აქვს ტრანზაციის გეგმა , პირველ კლასში შემომსვლელ მოსწავლეებს სკოლა უწყობს ღონისძიებას , აცნობს სასკოლო გარემოს , ახვედრებს საჩუქრებს, ამზადებს საკლასო ოთახს და წარუდგენს კლასის დამრიგებელს. უქმნის თბილ , უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს, ახალად გადმოსულ მოსწავლეებს წარუდგენს კლასს, გააცნობს თანაკლასელებსა და პედაგოგებს. სკოლა მოსწავლეებს ეხმარება სკოლაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, აძლევს რჩევებს, მითითებებს , იღებს უკუ კავშირს, უზრუნველყოს არამატერიალური და მატერიალური რესურსით, მხარს უჭერს მოსწავლეთა ინიციატივებს , ხელს უწყობს შინაგანი ძალების გააქტიურებას, უწევს კონსულტაციას, რომელიც ეხმარება მოსწავლეს აკადემიურ მიღწევაში. ჩვენი სკოლა ყველა მოსწავლის მიმართ გამოხატავს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსით, საბიბლიოთეკო ფონდით, კომპიუტერული ლაბორატორიით, სათანადო კომპიუტერებითა და პრინტერებით, საკანცელარიო ნივთებით და გამართული Wi-Fi-თ. სკოლა დროულად აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას კანონით დადგენილი ვაებისა და პროცესების შესახებ. დაბა ადიგენის საჯარო სკოლა დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას; რეგულარულად უწყობს სკოლა მოსწავლეებს საგნობრივ ექსკურსიებს, ლაშქრობებს, ჩართულები არიან სპორტულ აქტივობებში რეგულარულად ღებულობენ მონაწილეობას რაიონის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. ~ჩვენი სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას, სკოლა ასევე ხელს უწყობს სკოლის თვითმმართველობის ინიციატივების განხორციელებას მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს, მართავენ იმიტირებულ პროცესებს. ყველა სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლეები აწყობენ შესაბამის აქტივობებს. სკოლა დამატებითი სერვისის სახით მოსწავლეებს თავაზობს უფასო სატრანსპორტო მომსახურეობას სკოლას ემსახურება სამი მიკო ავტობუსი, რომელიც დადგენილი მარშუტით ასრულებენ რეისებს. კოლის მიერ დამატებითი არასავალდებულო ხასიათის მომსახურების შემთხვევაში სკოლა შეიმუშავებს შესაბამის წესს. შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი უფლების მოპოვების ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურება განხორციელდება უსაფრთხოების ზოგადად არსებული ნორმების დაცვით და მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

Documents

მოსწავლეთა ჩარიცხვის , საფეხურის დაძლევის,მობილობის,სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცება.pdf15/05/2026 11:34:38 · 7 MB
ტრანსპორტის ტაბელები.pdf15/05/2026 11:34:38 · 2 MB
ისგ ჯგუფის შექმნის შესახებ.pdf15/05/2026 11:34:38 · 0 MB
ლაშქრობა ოქროს ციხეზე.pdf15/05/2026 11:34:38 · 1 MB
ექსკურსია VIII კლასი (1).pdf15/05/2026 11:34:38 · 6 MB
კანონიერი უფლებების დაცვის დამტკიცება (1).pdf15/05/2026 11:34:39 · 2 MB
შინაგანა წესი 2025.pdf15/05/2026 11:34:39 · 10 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესისა და მონიტორინგის დამტკიცების შესახებ_0001.pdf15/05/2026 11:34:40 · 7 MB
დან.97 ბრძანება N27 ტრანზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.pdf15/05/2026 11:34:40 · 5 MB
დან. 104 კლასის საათი მე-4 კლასი.pdf15/05/2026 11:34:40 · 1 MB
დან.1 2025-2026 სას.წ.სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf15/05/2026 11:34:40 · 18 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

Documents

შინაგანაწესი 2023-2024 სასწავლო წელი.docx26/01/2024 16:31:02 · 0.06 MB
მოსწავლის ქცევის წესები.docx15/05/2026 11:45:22 · 0 MB
შინაგანა წესი 2025.pdf15/05/2026 11:45:22 · 10 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლა მდებარეობს დაბა ადიგენში ჭავჭავაძის ქ.N10 სკოლა აშენდა 2025 წელს მიმდინარეობსა მისის რეაბილიტაცია , რომელიც დასრულდება 2026 წლის აპრილის ბოლოს, სკოლა გათვლილია 300 მოსწავლეზე. ამჟამად სკოლაში სწავლობს 219 მოსწავლე .სკოლის საკადასტრო კოდი არის-61.05.21.100 მიწის ფართობი 11149 კვ.მ , სასწავლო პროცესის განახლების ლოკაციად განისაზღვრება მხოლოდ ახალი შენობა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. , (ახალი სკოლის შენობის ფართი -1242კმ), სადაც განთავსებული იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორია, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია, გარე და შიდა სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით. სკოლას შენობა-ნაგებობაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. შენობა და ფართი სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ აქვს გადაცემული პირველადი სარგებლობის უფლებით. 2. საერთო სარგებლობის სივრცეები და რესურსები ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის: ახალ შენობაში გარე და შიდა სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური და არამატერიალური რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის. უნდა ავღნიშნოთ , რომ სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები, სადაც გათვალისწინებულია როგორც შშმ პირთა ასევე ყველა სასკოლო საზოგადოებისათვის განკუთვნილი სივრცე. 3. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლის ბიბლიოთეკა განთავსებულია შენობის მე-2 სართულზე. ბიბლიოთეკაში განთავსებულია, როგორც მხატვრული, ასევე მეთოდური და მოსწავლის სახელმძღვანელოები. შესაძლებელია წიგნის როგორც გატანა, ასევე სამკითხველო სივრცის გამოყენება. შემოსული წიგნები ტარდება ბიბლიოთეკის საინვენტარო წიგნში და ენიჭება სათანადო ნომერი. სკოლის ბიბლიოთეკა სისტემატიურად ახლდება ახალი მეთოდური და მხატვრული ლიტერატურით. სკოლას შემოშავებული აქვს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი. 4. ჩვენ სკოლას მიმდინარე ახალი სკოლის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული აქვს 2 ადაპტირებული გარე პანდუსი, ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი. ამ ეტაპზე სკოლას არ აქვს და რესურს ოთახად იყენებს ბიბლიოთეკას, თუმცა უნდა აღვნიშნოთ , რომ რესურს ოთახი განთავსებული იქნება ახალ სკოლაში, რომელიც 2026 წლის მაისის ბოლომდე ჩაბარდება, გვყავს სპეციალური მასწავლებელი. 5. სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სკოლის სოციო კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლას აქვს ნათელი საკლასო ოთახები და დერეფნები, რომელიც ბუნებრივი განათების შესაძლებლობას იძლევა. საკლასო ოთახები აღჭურვილია მოსწავლის ინდივიდუალური მერხებით, სასკოლო დაფით, მასწავლებლის მაგიდით, კარადებით და საკიდებით, რუკებით, თვალსაჩინოებებით, საორგანიზაციო კუთხეებით და მოსწავლის ქცევის წესებით, ასევე სხვა სასკოლო ინვენტარით. სკოლის დერეფნებში გამოფენილია მოსწავლეთა ნამუშევრები. ასევე გამოფენილია მოსწავლეთა წარმატების და აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები. სკოლაში დაცულია უსაფრთხოების ნორმები. დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები. მოსწავლეებს მუდმივად აქვთ ინტერნეტით და კომპიუტერით სარგებლობის, ასევე მოძიების და დაბეჭდვის საშუალება. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების, ინიციატივების, როგორც მატერიალურ ასევე ინსტიტუციურ მხარდაჭერას, მაქსიმალურად ზრუნავს მოსწავლეთა ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

Finances2 additional items

სკოლის ბიუჯეტი შედგება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერული დაფინანსების მასწავლებელთა სტატუსის დანამატების მიზნობრივი პროგრამებისა და ბანკის პროცენტისაგან. სკოლის ფინანსების ძირითადი ნაწილი ხმარდება შრომის ანაზღაურებას. აუცილებელ კომუნალურ ხარჯებს. სკოლის ინფრასტუქტურის განვითარებას. რესურსების განახლებასა და შეძენას. სკოლის ყველა ხარჯი მიმართულია საჭიროებებისა და მოსწავლეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ბიუჯეტის დაგეგმარება ხდება სამეურვეო საბჭოსთან ერთად, რომელშიც გათვალისწინებულია წინა წლის გამოცდილება და ახალი საჭიროებები. სკოლა ბიუჯეტს გეგმავს რაციონალური ხარჯვის პრინციპით, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმით. სკოლა ყოველწლიურად აბარებს ფინანსურ ანგარიშს, წლიურ ბალანს, რომელსაც წარუდგენს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ასევე ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სამეურვეო საბჭოს. სკოლას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განსახორციელებლად. სკოლაში ფინანსური რესურსების დაგეგმვასა და განკარგვაში აქტიურად არის ჩართული სამეურვეო საბჭო, საჭიროებებიდან გამომდინარე კი ახდენს ბიუჯეტის კორექტირებას. წინა წლის გაწეული ხარჯების ანალიზის, შესყიდვების წლიური გეგმის შესრულების, ბაზრის კვლევის და ასევე გამოწვევების მიხედვით მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯავს სკოლის ფინანსურ რესურსებს. სკოლას შემუშავებული აქვს შესყიდვების წლიური გეგმა, დამტკიცებული აქვს შესყიდვების წესი, რომელსაც ტვირთავს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე. ასევე აღნიშნული გვერდის შესაბამის მოდულში წარადგენს ხელშეკრულებას და მისი შესრულების ანგარიშს.

Documents

დირექტორის 10 დეკემბრის ანგარიში.pdf15/05/2026 11:59:21 · 0 MB
2026 წლის ბიუჯეტი.pdf15/05/2026 11:59:21 · 1 MB
Download documents on EMIS