ადიგენი, დაბა აბასთუმანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 15
- Available places
- 9
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, დაბა აბასთუმანი, რუსთველის ქ.№40
Open a section to view its text, related links, and document listing.
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მისია, ხედვა, მიზნები და ღირებულებები სკოლაში ისეთი ჯანსაღი, მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ შესაძლებელი გახდეს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლისშემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, კონკურენტუნარიანი, წარმატებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. დაწყებითისაფეხურისმისიასწარმოადგენს: ა) მოსწავლისთვის საბაზისო უნარების განვითარება, კერძოდ წესების დაცვა, დამოუკიდებელი წიგნიერების ჩამოყალიბება, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება; ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა, სხვადასხვა მეთოდით/სწავლებით მათი ინტერესის გაღვივება, გონებრივ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთის. საბაზო საფეხურის მისიას წარმოადგენს: ა) მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარება, ისეთიუნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება დამოუკიდებლად ინტერესისა და მიდრეკილებების გამოვლენაში. ბ) საგანთა საფეხურებრივი მიწოდებით, კონსტრუქციული აზროვნების ჩამოყალიბება, შრომისუნარიანობის ზრდა და თავდაჯერებული მოქალაქის ფორმირების პროცესში მონაწილეობა; გ) არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა, მოსწავლეთა სრული მომზადება სოციალურ-შრომითი პირობების ასათვისებლად. საშუალო საფეხურის მისიას წარმოადგენს: ა) საბაზო საფეხურზე გამოვლენილი ინტერესების გაღრმავება, მათი დეტალიზებული სწავლება; ბ) მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება; გ) ისეთი მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია, საკუთარი აზრის მკაფიოდ, თავდაჯერებულად გამოხატვა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ახალი მატერიალურ-ინტელექტუალური ღირებულებების შექმნა. სკოლის ხედვა: სკოლა უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონის სკოლათა შორის; ამ მიზნით სკოლისსაქმიანობის ძირითადიმ იმართულებები იქნება: • სკოლის ყველა საფეხურებზე, განათლების მაღალი ხარისხის სასკოლოკურიკულუმების შეთავაზება; • თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. სკოლის ძირითადი მიზანია: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის გაუმჯობესობაზე, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირებით, ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს: • საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა, სწავლების მეთოდებისა, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით. • სწავლები სხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა; • სასწავლო–საინფორმაციო ბაზის განვითარება. • სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა. • მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; • ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა. • სკოლის ღირებულებები სკოლის მისიის ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • სკოლისთვის მნიშვნელოვანია: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული • სკოლა ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას;
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამისად .სკოლას ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემარება საქართველოს კანონს"ზოგადი განათლების სესახებ" ,საჯარო სკოლის წესდებას,განათლების ეროვნულ მიზნებს,ეროვნულ სასწავლო გეგმას,სკოლის შინაგანაწესესსა და სამართლებრივ აქტებს.
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030წ
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.
1.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიასა და სსიპ-ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას შორის. 2.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ- კოლეჯი "ოპიზარი" და სსიპ-ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას შორის. 3.სასკოლო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა "ქვათა ღაღადი". 4.სასკოლო პროექტი კულტურული მრავალფეროვნება აღწერა "კულტურა ადამიანის გამოღვიძებაა“. 5. Intel-ის მიერ მოწოდებული პროექტის .პროექტის სახელწოდება "ტყის ხანძრების გამოძიება." 6.სსიპ-ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა და მეორე მხრივ ეტალონი-განათლება წლების მამძილზე არის თანამოაზროვნე სკოლა.ამ ურთიერთობამ სკოლას და მოსწავლეებს საკმაოდ დიდი გამოცდილება შესძინა ინტელექტუალური განათლების კუთხით. 7.ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა 8.ციფრული განვითარების გეგმა 9.საქმის წარმოების ერთიანი წესი 10.ტრანზაქციის გეგმა 11.ადამინური რესურსების მართვის პოლიტიკა 12.პერსონალური მართვის პოლიტიკა და მონიტორინგის დაცვის წესი 13.მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის,დაძლევის,მობილობის, სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის წესი 14.მატერიალური რესურსებით სარგებლობა 15.მოსწავლის ადაპტაციის წესი 16.2023 წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობის აღსანიშნავად, განიჭებთ Etaloni.ge-ს მთელი გუნდისგან უკვე ტრადიციად ქცეულ საპატიო დიპლომს! მადლობას გიხდით ჩართულობისა და თანამოაზრეობისათვის. იმედი გვაქვს, 2024 წელსაც უწყვეტად გაგრძელდება ჩვენი ნაყოფიერი ურთიერთობა. საუკეთესო სურვილებით, სალომე ჯანგავაძე 17.დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის ლოგო
1.სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წელი 2.სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა 3.სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა
სსიპ დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის ბიუჯეტი