თბილისი, ვაკე-საბურთალო, აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ.
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 60
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 10
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ.
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ თბილისის N-17 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს XXI საუკუნის უნარებით აღჭურვილი თანამედროვე ლიდერი მოქალაქეები. სკოლა ლიდერია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, მისი მიზანია ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემოში შესძინოს მოსწავლეებს თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც მათი ცხოვრების ინტეგრირებაში დიდ როლს შეასრულებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. შექმნას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით, მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობების და პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზების საშუალება. სკოლის მთავარი ამოცანაა ყველა მოსწავლე თანაბრად მოვამზადოთ მომავალი ცხობრებისთვისა და ინტეგრაციისთვის. აქედან გამომდინარე სკოლა, საგნობრივი კურიკულუმების, კონკურსებისა და არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების, ფასეულობების ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სსიპ ქალაქ თბილისის N-17 საჯარო სკოლის ღირებულებებია: ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.
სსიპ ქალაქ თბილისის N-17 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა თავი I. პირების ფუნქციები მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ თბილისის N-17 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენას პედაგოგიური საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მუხლი 3. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები 1. დირექტორის პირველი მოადგილე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 1. 2. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.