Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ხობი · ხობი, სოფელი ქვემო ქვალონი

Register ID#1715
Students187
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
ონისე ცქიტიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
24/11/2023
Authorization end
24/11/2032
First grade admission

Current capacity information

ხობი, სოფ. ქვ.ქვალონი, რუსთაველის ქ. №31

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
11
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

უზრუნველვყოფთ მაღალზნეობრივი, ღვთისმოსავი, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდას, განუვითარებთ გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, შევაიარაღებთ ცხოვრებისათვის აუცილებელი ცოდნით, ჩამოვუყალიბებთ ლიბერალურ და დემოკრატიულ რირებულებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ცნობიერებას ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შევუქმნით უსაფრთხო და ეფექტურ სასწავლო გარემოს, სადაც სწავლება და სწავლა მიმართული იქნება სიღრმისეულ შემეცნებასა და ცოდნის ტრანსფერზე. დავამყარებთ ორმხრივ რეგულარულ და ეფექტურ კომუნიკაციას სკოლასა და ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის. განუვითარებთ 21-ე საუკუნისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა კოლაბორაცია და კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, მედიაწიგნიერება, ლიდერობა, კრეატიულობა და სხვა მოვახდენთ არასაგაკვეთილო დროის სწორ მენეჯმენტს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სკოლა თითოეულ მოსწავლეს მოამზადებს წარმატებული მომავლისათვის. ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც მოსწავლე მოემზადება შემდგომი ცხოვრებისათვის, შეიძენს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავის წიაღში ახალი ნიდეების მომწიფებას და დაეხმარება მას თვითრეალიზებაში, საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენაში. სკოლა შემოქმედებითად და აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში.

Structure
Programs and support servicesText information

1.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 1.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 1.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 1.4. მოსწავლის ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა; 1.5. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 1.6. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 1.7. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 1.8. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 1.9. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 1.10. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 1.11. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა;

Behavior rules and appeal mechanismsText information

მოსწავლის ქცევის წესები მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მოსწავლის განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მოსწავლე მიმართავს სკოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრების მიზნით წერილობით ან ზეპირი ფორმით. 2. მოსწავლეს უფლება აქვს, მიმართოს სკოლას უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით. 3. მოსწავლე საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილია მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით. 4. სკოლა ვალდებულია მოსწავლის მოთხოვნის ან საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე მკაცრად დაიცვას მოსწავლის ანონიმურობა. 5. მოსწავლეს ან მის კანონიერ წარმოამდგენელს უფლება აქვს დისციპლინარული სახდელის შესახებ სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ზოგადი დებულებების შესაბამისად.

Infrastructure
FinancesText information

დირექტორის ფინანსური ანგარიში