Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ხობი · ხობი, სოფელი შავღელე

Register ID#1708
Students83
Teachers19
Buildings1
School profile

General information

Principal
ზაირა ბოლქვაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/11/2023
Authorization end
27/11/2032
First grade admission

Current capacity information

ხობი, სოფ. პატარა ფოთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
40
Available places
40
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური, სწავლის მასტიმულირებული გარემოს შექმნა ,სადაც ყველა ბავშვი ლაღი , მოაზროვნე, მაძიებელი, თავდაჯერებული, მიღებული და დაფასებულია სადაც ყველა სწავლა სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით სავსე პროცესია წარმატების მისაღებად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. პრიორიტეტულად ვსახავთ არაფორმალურ ანათლებას, პროექტულ სწავლებას, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვას, დემოკრატიული ღირებულებების ამაღლებას. სკოლის ხედვა სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობებიი განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნდარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სკოლის ღირებულებებია : უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და კარგი ურთიერთობები მშობლებთან, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა სწავლებაში, კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა, გლობალურ პროცესში ინტეგრაცია, საზოგადოების მაღალი ჩართულობა. სკოლის მისია ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური, სწავლის მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი ლაღი, მოაზროვნე, მაძიებელი, თავდაჯერებული, მიღებული და დაფასებულია, სადაც სწავლა სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით სავსე პროცესია წარმატების მისაღწევად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბებთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის მისიაა ამ ეტაპზე ზოგადია, თუმცა მომავალი 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის გავხდით მას უფრო კონკრეტულს და ფორმალურთან ერთად პრიორიტეტად ვსახავთ არაფორმალურ განათლებას, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ პროექტულ სწავლებას, ხელს შევუწყობთ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვას, დემოკრატიული ღირებულობების ამაღლებას. სკოლის ხედვაა სასკოლო საზოგადოების კონსტრუციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სკოლის ღირებულებებია: უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და კარგი ურთიერთობები მშობლებთან, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა სწავლებაში, კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა, გლობალურ პროცესში ინტეგრაცი, საზოგადოების მაღალი ჩართულობა.

Structure
Programs and support servicesText information

.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 1.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 1.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 1.4. მოსწავლის ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა; 1.5. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 1.6. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 1.7. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 1.8. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 1.9. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 1.10. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 1.11. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა;

Behavior rules and appeal mechanismsText information

მოსწავლის ქცევის წესები მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მოსწავლის განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მოსწავლე მიმართავს სკოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრების მიზნით წერილობით ან ზეპირი ფორმით. 2. მოსწავლეს უფლება აქვს, მიმართოს სკოლას უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით. 3. მოსწავლე საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილია მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით. 4. სკოლა ვალდებულია მოსწავლის მოთხოვნის ან საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე მკაცრად დაიცვას მოსწავლის ანონიმურობა. 5. მოსწავლეს ან მის კანონიერ წარმოამდგენელს უფლება აქვს დისციპლინარული სახდელის შესახებ სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ზოგადი დებულებების შესაბამისად.

Infrastructure