სოფ. ძველი სენაკი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სოფელი ძველი სენაკი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს და ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. 150 წელია სკოლა ემსახურება საქართველოს მომავალი თაობის აღზრდას. მან ფუნქციონირება დაიწყო 1874 წელს, პირველად სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. 1884 წლიდან კი გაიხსნა ქართული სკოლა. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებას. სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე და ვარლამ თოფურია. 2018 წლის 23 აგვისტოს სკოლას მიენიჭა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელი. სკოლის მისია: სკოლიის მისიაა აღზარდოს კომპეტენტური და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან წარმატებული ცხოვრებისთვის. სკოლის ხედვა: ჩვენ სკოლა იქნება საგანმანათლებლო შუქურა, რომელიც აღზარდის ცოდნით, უნარებითა და სიბრძნით აღჭურვილ მოქალაქეებს, რომლებიც გახდებიან ხვალინდელი დღის ლიდერები. სკოლის ღირებულებები: • თანამშრომლობა - სისტემატურად ვგეგმავთ, ვნერგავთ და ვაფასებთ ჩვენ საქმიანობას. ყველა ერთად პასუხისმგებელნი ვართ საერთო შედეგზე, რაზე დაყრდნობითაც ვვითარდებით ერთად; • ურთიერთპატივისცემა - სხვათა აზრების, ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებების აღიარება და დაფასება, რასაც საფუძვლად უდევს საპასუხო ურთიერთობების განცდა, სადაც სხვას პატივს სცემენ და იგივეს იღებენ უკან-,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცეს შენ“! • ტოლერანტობა - ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს ჩართულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გუნდურობა - კოორდინირებული, მიზანმიმართული, კონსტრუქციული თანამშრომლობა სკოლის მისიის მისაღწევად; • ინოვაციურობა - სიახლეების, იდეების, მიდგომების დანერგვა სწავლა-სწავლების ხარისხის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (ძლიერი მხარე, სუსტი მხარე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: • სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; • ადამიანური რესურსის განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; • უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; • სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; • მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; • ორგანიზაციული განვითარება. თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით და მოიცავს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების კურიკულუმებს. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური - X-XII კლასებს. სკოლის მისია: სკოლიის მისიაა აღზარდოს კომპეტენტური და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან წარმატებული ცხოვრებისთვის. სკოლის ხედვა: ჩვენ სკოლა იქნება საგანმანათლებლო შუქურა, რომელიც აღზარდის ცოდნით, უნარებითა და სიბრძნით აღჭურვილ მოქალაქეებს, რომლებიც გახდებიან ხვალინდელი დღის ლიდერები. სკოლის ღირებულებები: • თანამშრომლობა - სისტემატურად ვგეგმავთ, ვნერგავთ და ვაფასებთ ჩვენ საქმიანობას. ყველა ერთად პასუხისმგებელნი ვართ საერთო შედეგზე, რაზე დაყრდნობითაც ვვითარდებით ერთად; • ურთიერთპატივისცემა - სხვათა აზრების, ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებების აღიარება და დაფასება, რასაც საფუძვლად უდევს საპასუხო ურთიერთობების განცდა, სადაც სხვას პატივს სცემენ და იგივეს იღებენ უკან -,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცეს შენ“! • ტოლერანტობა - ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს ჩართულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გუნდურობა - კოორდინირებული, მიზანმიმართული, კონსტრუქციული თანამშრომლობა სკოლის მისიის მისაღწევად; • ინოვაციურობა - სიახლეების, იდეების, მიდგომების დანერგვა სწავლა-სწავლების ხარისხის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
სკოლაში ხორცილდება კანონის შესაბაქმისად ფინანსების მართვა. ფინანსების მართვაში იგულისხმება: დაგეგმვა (ანუ ბიუჯეტის შედგენა); განკარგვა (შესყიდვების გეგმის შედგენა), მონიტორინგი (სამეურვეო საბჭოსთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა). სკოლას აქვს ფინანსური რესურსები, შემოსავლების წყაროს წარმოადგენს ვაუჩერული დაფინანსება, ეკონომიკური საქმიანობა (იჯარა). სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეირვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს. სკოლას ემსახურება სახელმწიფო ხაზინა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფინანსური რესურსების მართვა და მონიტორინგი.