სენაკი, სოფ. ზემო ფოცხო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი ზემო ფოცხო
Open a section to view its text, related links, and document listing.
ჩვენი სკოლის მისიაა მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარებაა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა საქართველოს მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად, რაც პირდაპირ გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან. ამის მისაღწევად სკოლა ცდილობს, მოსწავლეებისთვის შესწავლის, აღმოჩენის, ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლების პროცესი იყოს სასიამოვნო როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჩვენი სკოლის ხედვაა მივაღწიოთ მისიით დასახულ მიზნებს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. • დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩამოყალიბდნენ კრიტიკულად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოების განვითარებას საქართველოში. • ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ განათლების მიღება კონკურენტული გარემოს პარალელურად, უახლესი მეცნიერული მიღწევების ფონზე. • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავონ დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევა, განივითარონ თვალსაწიერი, რათა მომავალში სხვებთან ერთად თუ დამოუკიდებლად შეძლონ ახალი ცოდნის შეძენა და გაღრმავება, შემდეგ კი მისი პრაქტიკული გამოყენება. • დავეხმაროთ მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გამბედავ და ინიციატივის მქონე ადამიანებად, რომლებიც მიაღწევენ წარმატებას კარიერაში და სხვებსაც დაეხმარებიან მათი საქმიანობით. • განუვითაროთ მოსწავლეებს თვალსაწიერი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვენება, რაც დაეხმარება მათ მომავალში დაძლიონ ნებისმიერი ცხოვრებისული გამოწვევა. • მოსწავლეებს მივცეთ მოტივაცია, არ შეწყვიტონ ცხოვრების განმავლობაში სწავლა. გააცნობიერონ, რომ სწავლა უწყვეტი პროცესია და გახდნენ მრავალფეროვანი უნარების მქონე ადამიანი, რომლებიც გამუდმებით ორიენტირდებიან თვიგანვითარებაზე. • მოსწავლეებმა განივითარონ ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტირების უნარები, რათა მოახერხონ თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლა/სწავლების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის ინტერესები. სკოლის თითოეულ თანამშრომელს ცხადად აქვს გააზრებული, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სასწავლო გარემოთი, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. მასწვლებლები საგაკვეთილო პროცესში იყენებენ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს, ისინი ორიენტირებულნი არიან მოსწავლის პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენაზე. სკოლა თავისი საქმიანობით ამკვიდრებს ხელსაყრელ გარემოს სკოლის თითოეული წევრის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის: ზრუნავს სკოლის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შორის თანამშრომლური გარემოს შექმნაზე. მოსწავლეთა პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველმყოფი სისტემის ჩამოყალიბებისათვის, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისას თანამშრომლობს მათთან, ითვალისწინებს მათ მიღწევებსა და სურვილებს, მართვისას იყენებს ისეთ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის ამაღლებას სკოლის ცხოვრებაში. სკოლა ქმნის კეთილგანწყობილ, უსაფრთხო გარემოს ყველა თანამშრომელთა და აღსაზრდელთათვის: მართვისას შეიმუშავებს ისეთ სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს სკოლის წარმომადგენელთა შორის ურთიერთთანამშრომული კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას. სკოლის ყველა წევრი იცნობს სკოლის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის დაცვას. ემოციურად უსაფრთხო გარემოსთან ერთად ჩვენი სკოლა ზრუნავს სასკოლო საზოგადოების წევრებს შეუქმნას უსაფრთხო ფიზიკური გარემო, ამისათვის სკოლას ჰყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას სკოლაში, გარდა ამისა სკოლა აღჭურვილია კამერებთ, რომელიც განთავსებულია სკოლის მთელს ტერიტორიაზე. მოსწავლეების სწორი და ჰარმონიული განვითარების უზრუნველსაყოფად სკოლა და სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ცდილობს დაიცვას ბალანსი. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ დიფერენცირებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების მიდგომებს, რომლითაც ვუზრუნველვყოფთ თითოეული მოსწავლის თანაბარ ჩართულობას სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ და ვაძლიერებთ როგორც ტექნიკურ ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებს: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეები თანაბრად მოვამზადოთ მომავალში გამოწვევების გასამკლავებლად, როგორც აკადემიურ სფეროში ასევე ცხოვრებისეულადაც.
სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება: დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭო; დისციპლოინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; მოსწავლეთა თვითმმართველობა; დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წარმოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით: ა) საშტატოში წარმოდგენილნი არიან: საქმის მწარმოებელი, ბიბლიოთეკარი და სპეც-მასწავლებელი; ბ) არასაშტატოში შემავალი რგოლებია: დამლაგებელი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ექთანი და დარაჯი;
მოსწავლის მხარდაჭერის მექანიზმები ( ამონარიდი შინაგანაწესიდან ) მუხლი 11. მოსწავლის წახალისების ფორმები და გამოყენების წესი 1. დაწყებითი და საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის ეროვნულ ან და საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით მონაწილეობისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოცენისათვის, სანიმუშო სწავლისათვის ან სხვა გარემოების არსებობისას დირექტორის გადაწყვეტილებით სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება ბ) სიგელით დაჯილდოება გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება 2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
მოკლე ინფორმაცია სოფ: ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი ქმედება რეგულირდება სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინებით. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. ამისათვის იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის და გამოკრულია ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას.
სკოლის შენობა აშენებულია 1980 წელს და უზრუნველყოფილია საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით. სკოლას (2020-2021 წელი) გაუკეთდა სრული რეაბილიტაცია. არის უწყვეტი ელექტრო-ენერგია, 15 საკლასო ოთახი,.დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის ასაკზე მორგებული ინდივიდუალური მერხებით და სასკოლო დაფებით. . თითოეულ კლასში არის მასწავლებლის მაგიდა და კარადა. ლაბორატორიები 3 ( 1 კომპიუტერული , 1 ფიზიკა, 1 ქიმია ) რომლებიც აღჭურვილი არ არის სათანადო ინვენტარით, 10 კომპიუტერი; ადმინისტაცია იყენებს 3 კომპიუტერს. მასწავლებლებისათვის გადაცემულია 2 ლეპტოპი, ყველა კომპიუტერი მიერთებულია ინტერნეტ ქსელში. ასევე სკოლას გაჩნია 4 პროექტორი; 4 პრინტერი, არის ცენტრალური გათბობა, რომელიც არ ფუნქციონირებს, ვინაიდან სოფელში არ არის გაზიფიცირება; რესურსოთახი; ექიმის კაბინეტი; ბიბლიოთეკა; სააქტო დარბაზი, 1 სპორტული დარბაზი ; 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი; სამასწავლებლო; დირექტორისა და ბუღალტერის კაბინეტი; დაცვის ოთახი; სასადილო 5 მაგიდა 20 სკამი; საქვაბე, რომელიც არ ფუნქციონირებს, ვინაიდან არ არის გაზი სკოლაში. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სასკოლო გარემო ხელმისაწვდომია ნებისმიერი საჭიროების მოსწავლეთათვის, სკოლაში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით რესურსოთახი. სკოლას აქვს ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ირიცხება 1 სსსმ მოსწავლე, რომელის განვითარების მხარდასაჭერად შექმნილია ისგ ჯგუფი, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შედგენილი ინდ. გეგმები. გვყავს სპეც მასწავლებელი. სსსმ მოსწავლე წელს ამთავრებს სკოლას და სკოლა მზაობას გამოთქვამს მიიღოს სსსმ მოსწავლე მომავალში. შენობის შემოსასვლელი აღჭურვილია პანდუსებით. ფუნქიონირებს ადაპტირებული საპირფარეშოები. შენობაში არის ლიფტი, სააქტო დარბაზი და კომპიუტერული ლაბორატორია რომლით სარგებლობა სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის არის ხელმისაწვდომი. მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად აქვთ როგორც ღია მოედნები ასევე დახურული სპორტული დარბაზი. ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია ინვენტარით, ფუნქციონირებს სააქტო დარბაზიც.
1. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. სოფ: ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული იყვენენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები,კერძოდ: საგნობრივი კათედრები, სპეც.მასწავლებელი,სამეურვეო საბჭოს წევრები. რამაც უზრუნველყო ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება; ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ: 1. სავარაუდო შემოსავლები; 2. მომდევნო წლის პრიორიტეტები; 3. სავარაუდო ხარჯები; ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით ( ვაუჩერი, მასწავლებელთა სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება და ასევე ბანკის სარგებლით.) მომდევნო წლის ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, კერძოდ 25-26 დეკემბერს. წლის განმავლობაში მომხდარი ფინანსური ცვლილებების მიხედვით ხდება ბიუჯეტის კორექტირება. 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2022 წლის 26დეკემბერს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველი წლის დასაწყისში -15 იანვრამდე სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშგებას (წლიურ ბალანსს ) წლიური ანგარიშგების წარდგენამდე ხორციელდება -სკოლაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ინვენტარიზაცია . ყოველი წლის ბოლოს დირექტორი გამოცემს ბრძანებას სკოლაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ, კომისიის მიერ ხდება ძირითადი და მცირეფასიანი ინვენტარის აღწერა ,რაც შემდგომ გადაეცემა ბუღალტერს , ბუღალტრის მიერ ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა, მიღებული შედეგები აისახება წლიურ ბალანსში. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს. 2. სკოლას აქვს ფინასური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) სისტემა. სკოლას აქვს ფინანსური რესურსის მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ) ეფექტიანი სისტემა. სკოლაში ყოველი თვის დასაწყისში სკოლის დირექციის მიერ ხორციელდება წინა თვის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის თანხების სწორ განკარგვას. სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვა , რაც ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვის წესისა და წლიური გეგმის საფუძველზე. შესყიდვის გეგმის დამტკიცება ხდება წინა წლის ნოემბრის თვეში კერძოდ 20 ნოემბრამდე. დამტკიცებული გეგმა იტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ePLAN-მოდულში. ცვლილების შეტანის შემთხვევაში ხდება გეგმის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. საქონლის შესყიდვას აქვს წინასწარი პროცედურები, რასაც იცავს სკოლა. ვახორციელებთ ბაზრის კვლევას (ინვოისებით)შესყიდვის წესის შესაბამისად. ვდებთ ხელშეკრულებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ორივე მხრიდან ელექტრონულად დამოწმებული ხელმოწერით, შესყიდვის განხორციელების შემდეგ ვაფორმებთ მიღება ჩაბარების აქტს , და ამ ყველაფერს ვტვირთავთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში CMR- 37 მოდულში. სკოლის ბუღალტერთან ინახება შესყიდული მასალის დოკუმენტები (მიღება- ჩაბარებები, ანგარიშფაქტურები ან ზედნადებები. )