სენაკი, სოფ. უშაფათი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი უშაფათი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მისია არის: ეფექტური, უსაფრთხო, მოდერნიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსწავლეებს კარგად შეასწავლოს თავისი და სხვა ქვეყნების წარსული, სწორად დააკავშიროს მოვლენები აწმყოში და შეძლებისდგავარად გათვალოს მოსალოდნელი შედეგები. აქტიურად ჩართოს მოსწავლეები საქალაქო, რეგიონალურ და სხვა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებით პროგრამებში. იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. სისტემატური კავშირი იქონიოს მოსწავლეთა მშობლებთან, აქტიურად ჩართოს ისინი როგორც სასწავლო, ისე გასართობ პროექტებში და სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ. სისტემატურად იზრუნოს სასწავლო პორგრამებისა და სწავლების ტექნოლოგიების განახლებისათვის. მაღალკვალიფიციური მასწავლებლების საშუალებით გამოუმუშაოს მოსწავლეებს კონკურენტუნარიან გარემოში, თავისუფლად ოპერირებისა და თვითდამკვიდრების უნარჩვევები. სკოლის დანიშნულებაა, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ ფასეულობათა პატივისცემა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება, სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობის პრინციპები პიროვნულ და რელიგიურ ურთიერთობებში. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ხარისხიან საგანმანათლებლო მომსახურებათა გაწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მომავალში დამოუკიდებლად აითვისონ ახალი ცოდნა, შეძლონ წარმატებული კარიერული საქმიანობა. სკოლა მოწოდებულია, შექმნას ხელსაყრელი პირობები ყოველი მოსწავლისა და მასწავლებლის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის, თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისათვის მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
უშაფათის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოს; დისციპინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭოსგან; მოსწავლეთა თვითმართვლობა. დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი;უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი;მუშა;სპეც.მასწავლებლის ასისტენტი;დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი და ბიბლიოთეკარი.
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა (2024-2031 წწ) .ასახავს სკოლის მისწრაფებას- შექმნას განათლებაზე,თანასწორობაზე,თანადგომასა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე. დოკუმენტი ეფუძნება განახლებულ მისიას,ხედვასა და ღირებულებებს და წარმოადგენს სტრუქტურირებულ გზამკვლევს,თუ როგორ უნდა განვითარდეს სკოლა შვიდი წლის განმავლობაში.. სტრატეგიული გეგმის საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სწავლება, ინკლუზიური გარემო, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული გზა, თემთა თანამშრომლობის კულტურა, სკოლა განიხილავს საკუთარ რესურსებს- ადამიანურს, მატერიალურ-ტექნიკურს და ფინანსურს, როგორც განვითარებისა და მდგრადობის მნიშვნელოვან ბერკეტებს. დოკუმენტი მოიცავს SWOT ანალიზს, რომლის მეშვეობითაც იდენტიფიცირებულია შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სკოლის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო განვითარებაზე სტრატეგიაში დეტალურადაა გაწერილი სასწავლო ორგანიზების პრინციპები. საზოგადოებასთან ურთიერთობის მოდელები შეფასების სისტემები და კადრების განვითარების მექანიზმები. გეგმა გულისხმობს პროცესების პერიოდულ გადახედვას მონიტორინგსა და შეფასებას. სასკოლო საზოგადოება-ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები თანაბრად მონაწილეობენ გეგმაში განსაზღვრული ამოცანის შესრულებასა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაში. სტრატეგიული გეგმის მთავარი მიზანია სკოლამ წარმატებით უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას.
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შეთანხმებულია, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. აღიარებულია, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყოს მაღალი დონის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: • შემოქმედებითობა • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა; • კომუნიკაცია და თანამშრომლობა. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები; • მედიაწიგნიერება; • ციფრული წიგნიერება. • მოქნილობა და ადაპტაცია; • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები; • ლიდერობა და პასუხიმგებლობა. სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები: 1. სასპორტო კლუბი "უშა" 2. მკითხველთა კლუბი "მწიგნობრები" 3.მათემატიკის მოყვარულთა კლუბი "ვექტორი" მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი კლუბურ მუშაობაში, რაც მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს კვლევის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთნ.ამისათვის სკოლის შინაგანაწესი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და გამოკრულია თავლსაჩინო ადგილას.ასევე უმრავლეს საკლასო ოთახში განთავსებულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. აგრეთვე სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლები აწვდიან ინფორმაციას მშობლებსა და მოსწავლეებს არსებული რეგულაციების შესახებ.
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია 2024წელს.
თანამდებობის ტიპი თანამდებობა მოკლე შინაარსი საშტატო ერთეული დირექცია დირექტორი 1 დირექცია ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი მასწავლებელი 24 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექთანი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი 2 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი 2 1. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.უშაფათის საჯარო სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული იყვენენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები,კერძოდ: სამეურვეო საბჭოს წევრები. რამაც უზრუნველყო ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება; ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ: 1. მომდევნო წლის პრიორიტეტები; 2. სავარაუდო ხარჯები; ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით ( ვაუჩერი, მასწავლებელთა სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება) მომდევნო წლის ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, კერძოდ 25-26 დეკემბერს. წლის განმავლობაში მომხდარი ფინანსური ცვლილებების მიხედვით ხდება ბიუჯეტის კორექტირება. 2025 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2024 წლის დეკემბერის თვეში. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველი წლის დასაწყისში -15 იანვრამდე სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშგებას (წლიურ ბალანსს ) წლიური ანგარიშგების წარდგენამდე ხორციელდება -სკოლაში არსებული ინვენტარის ინვენტარიზაცია . ყოველი წლის ბოლოს დირექტორი გამოცემს ბრძანებას სკოლაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ, კომისიის მიერ ხდება ინვენტარის აღწერა ,რაც შემდგომ გადაეცემა ბუღალტერს , ბუღალტრის მიერ ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა, მიღებული შედეგები აისახება წლიურ ბალანსში. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია დაგეგმილია მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე. 2. სკოლას აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის .) სისტემა. სკოლაში ყოველი თვის დასაწყისში სკოლის დირექციის მიერ ხორციელდება წინა თვის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის თანხების სწორ განკარგვას. სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვა , რაც ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების წესისა და წლიური გეგმის საფუძველზე. შესყიდვების გეგმის დამტკიცება ხდება წინა წლის ნოემბრის თვეში კერძოდ 17 ნოემბრამდე. დამტკიცებული გეგმა იტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ePLAN-მოდულში. ცვლილების შეტანის შემთხვევაში ხდება გეგმის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. საქონლის შესყიდვას აქვს წინასწარი პროცედურები, რასაც იცავს სკოლა. სკოლა ახორციელებს ბაზრის კვლევას (ინვოისებით)შესყიდვის წესის შესაბამისად. ვდებთ ხელშეკრულებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ორივე მხრიდან ელექტრონულად დამოწმებული ხელმოწერით, შესყიდვის განხორციელების შემდეგ ვაფორმებთ მიღება- ჩაბარების აქტს და ამ ყველაფერს ვტვირთავთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სკოლის ბუღალტერთან ინახება შესყიდული მასალის დოკუმენტები (მიღება- ჩაბარებები, ანგარიშფაქტურები ან ზედნადებები. )