სენაკი, სოფელი ქვემო ფოცხო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი ქვემო ფოცხო
Open a section to view its text, related links, and document listing.
ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მისია მოსწავლეს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივაწოდოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების , დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს. სკოლის მიზანი ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა. განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება ტექნოლოგიური და და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება აღიზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე. სკოლის ამოცანა შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის #36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება ქართულ ენაზე. სკოლა, სრული ზოგადი განათლების მიხედვით, არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები). დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების განსავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭო; დისციპინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; მოსწავლეთა თვითმართვლობა. დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორის მ/შ და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი;უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი;მუშა;სპეც.მასწავლებლის ;დარაჯი. ბ) საშტატოთი წარმოდგენილია: დირექტორის მოადგილე