Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი მეორე ნოსირი

Register ID#1676
Students249
Teachers34
Buildings2
School profile

General information

Principal
მადონა ბოხუა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
01/07/2026
Authorization end
01/07/2035
First grade admission

Current capacity information

სენაკი, სოფ. ნოსირი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
10
SEN capacity
3
Available SEN places
3

სენაკი, სოფელი მეორე ნოსირი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
18
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის მისიაა - უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად; შექმნას მხარდამჭერი, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემო სასკოლო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემთან მჭიდრო თანამშრომლობით. სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის ხედვა -2033 წლისთვის: 2033 წლისთვის სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა იქნება მშვიდი, კომფორტული და სტაბილური სასწავლო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს მიაღწიოს საკუთარ პოტენციალს; მოამზადებს ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებს; იქნება განვითარებაზე ორიენტირებული დაწესებულება, რომელიც პატივს სცემს ტრადიციებს, თუმცა არ დაკარგავს ცვლილებებისა და ინოვაციების სურვილს და მჭიდროდ იქნება დაკავშირებული თემთან და ოჯახთან. სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლა ღირებულებები 1. ხარისხიანი განათლება * სწავლა-სწავლების ხარისხზე მუდმივი ზრუნვა * თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და რესურსების გამოყენება * მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება 2. პიროვნული განვითარება * თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება * კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი პიროვნებების აღზრდა 3. პატივისცემა და ერთობა * ურთიერთპატივისცემა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შორის * ინკლუზიური გარემოს შექმნა * პასუხისმგებლობისა და ერთობის გრძნობის გაძლიერება 4. სამართლიანობა და გუნდურობა * გამჭვირვალე და სამართლიანი მიდგომები ყველა პროცესში * თანამშრომლობითი სასწავლო გარემო * გუნდური მუშაობის კულტურის დამკვიდრება სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლა 5. ტრადიციები და ინოვაცია * ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების დაცვა * თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა * მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესების სურვილი 6. პროფესიული განვითარება * მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა * უწყვეტი სწავლებისა და თვითგანვითარების კულტურა * საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება 7. თემთან პარტნიორობა * მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა * საზოგადოებასთან აქტიური კავშირი * ოჯახის, სკოლისა და თემის ერთობლივი პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდაში

Structure2 additional items

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოს; დისციპინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭოსგან; მოსწავლეთა თვითმართვლობა. დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი; ექიმი; ექთანი; სპეც.მასწავლებლის ასისტენტი; დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი და ბიბლიოთეკარი; მატერიალურ პასუხისმგებელი პირი; ადმინისტრატორი;

Strategic planPlan and performance report

Plan

წარმოდგენილი დოკუმენტი არის 2026 – 2033 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა, რომელიც კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად და უზრუნველყოფს დაწესებულების თანმიმდევრულ განვითარებას. დოკუმენტი გამომდინარეობს სკოლის მისიიდან. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. სკოლის დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით და ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის მოდიფიცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ყველა დაინტერესებულმა პირმა.

Documents

შვიდწლიანი განვითარების გეგმა 7.docx15/04/2026 07:38:36 · 0 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-26.docx.pdf14/04/2026 08:27:33 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support services6 additional items

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შეთანხმებულია, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. აღიარებულია, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყოს მაღალი დონის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: • შემოქმედებითობა • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა; • კომუნიკაცია და თანამშრომლობა. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები; • მედიაწიგნიერება; • ციფრული წიგნიერება. • მოქნილობა და ადაპტაცია; • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები; • ლიდერობა და პასუხიმგებლობა. სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები: 1. ინგლისური ენის წრე - “Little stars” 2. მკითხველთა კლუბი "მწიგნობარი" მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი კლუბურ და საწრეო მუშაობაში, რაც მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს კვლევის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარებს.

Documents

შინაგანაწესი ნოსირის საჯარო სკოლა.pdf14/04/2026 08:53:31 · 0 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი (2).pdf14/04/2026 08:53:31 · 0 MB
დანართი 1 სსსმ მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია (1).pdf14/04/2026 08:53:31 · 0 MB
დანართი 1 მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf14/04/2026 08:53:31 · 0 MB
დანართი 1 მმართველობითი-ძირითადი-და-დამხმარე.pdf14/04/2026 08:53:32 · 0 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთნ.ამისათვის სკოლის შინაგანაწესი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და გამოკრულია თავლსაჩინო ადგილას.ასევე საკლასო ოთახში განთავსებულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. აგრეთვე სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლები აწვდიან ინფორმაციას მშობლებსა და მოსწავლეებს არსებული რეგულაციების შესახებ.

Documents

დანართი_მოსწავლის, მშობლისკანონიერი წარმომადგენლის და მასწავლებლისსხვა დასაქმებულის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.pdf14/04/2026 08:57:09 · 0 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item
Finances1 additional item

მოკლე შინაარსი საშტატო ერთეული დირექცია - დირექტორი 1 დირექცია - ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია - ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი-მასწავლებელი 34 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექმი - 1 სკოლის ექთანი - 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი - 2 სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი - 2 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი - 4 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი - 6 1. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.ნოსირის საჯარო სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული იყვენენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები,კერძოდ: სამეურვეო საბჭოს წევრები. რამაც უზრუნველყო ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება; ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ: 1. მომდევნო წლის პრიორიტეტები; 2. სავარაუდო ხარჯები; ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილება და დაზუსტება. სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით ( ვაუჩერი, ვაუჩერის დანამატი, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება) მომდევნო წლის ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, კერძოდ 25-26 დეკემბერს. წლის განმავლობაში მომხდარი ფინანსური ცვლილებების მიხედვით ხდება ბიუჯეტის კორექტირება. 2025 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2024 წლის დეკემბერის თვეში. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველი წლის დასაწყისში -15 იანვრამდე სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშგებას (წლიურ ბალანსს ) წლიური ანგარიშგების წარდგენამდე ხორციელდება -სკოლაში არსებული ინვენტარის ინვენტარიზაცია . ყოველი წლის ბოლოს დირექტორი გამოცემს ბრძანებას სკოლაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ, კომისიის მიერ ხდება ინვენტარის აღწერა ,რაც შემდგომ გადაეცემა ბუღალტერს , ბუღალტრის მიერ ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა, მიღებული შედეგები აისახება წლიურ ბალანსში. 2. სკოლას აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის .) სისტემა. სკოლაში ყოველი თვის დასაწყისში სკოლის დირექციის მიერ ხორციელდება წინა თვის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის თანხების სწორ განკარგვას. სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვა , რაც ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების წესისა და წლიური გეგმის საფუძველზე. შესყიდვების გეგმის დამტკიცება ხდება წინა წლის ნოემბრის თვეში კერძოდ 17 ნოემბრამდე. დამტკიცებული გეგმა იტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ePLAN-მოდულში. ცვლილების შეტანის შემთხვევაში ხდება გეგმის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. საქონლის შესყიდვას აქვს წინასწარი პროცედურები, რასაც იცავს სკოლა. სკოლა ახორციელებს ბაზრის კვლევას (ინვოისებით)შესყიდვის წესის შესაბამისად. ვდებთ ხელშეკრულებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ორივე მხრიდან ელექტრონულად დამოწმებული ხელმოწერით, შესყიდვის განხორციელების შემდეგ ვაფორმებთ მიღება- ჩაბარების აქტს და ამ ყველაფერს ვტვირთავთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. სკოლის ბუღალტერთან ინახება შესყიდული მასალის დოკუმენტები (მიღება- ჩაბარებები, ანგარიშფაქტურები ან ზედნადებები. )