სენაკი, სოფ. ნოქალაქევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი ნოქალაქევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ხედვა სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ 7 წლის შემდეგ იგი იყოს მოსწავლეთა პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე ორიენტირებული რათა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი საერთაშორისო შრომის ბაზარზე. 21-ე საუკუნის მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მისია სკოლის მისიაა მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული და აკადემიური განვითარებისათვის ეფექტური, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის ფორმირება, მოზარდთა სულიერი განვითარება, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა ,დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება. ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე, სკოლაში პრიორიტეტია პროექტული სწავლება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები და პროგრამები. პროექტული სწავლების შედეგად, სასწავლო პროცესი არის 21-ე საუკუნის მოსწავლის საჭოროებებზე და უნარებზე მორგებული. იგი ემსახურება კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდა-განათლებას. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ობიექტურობა, კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია კოლეგების მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება;
სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ კომიტეტი.