სენაკი, სოფ. ახალისოფელი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი ახალისოფელი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია,ხედვა და ღირებულებები სკოლის მისია სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებას და განკუთვნილია I-X კლასის მოსწავლეთა სწავლებისათვის. ჩვენი სკოლის მისიაა აღზრდოს თავისუფალი და ეროვნული ღირებულების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა, მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზებას ,ასევე ღონისძიებებში ჩართვას და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ საშუალო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად, იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულბების ჩამოსაყალიბებლად , რომელიც მას მომავალში დასჭირდება ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოთ სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განვითარებას, განვავითაროთ სკოლის უსაფრთხო კონცეფცია, ეფექტურად გამოვიყენოთ სკოლის მატერიალური რესურსები, სასწავლო პროცესი წარვმართოთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სასკოლო გეგმის შესაბამისად, მივცეთ მოსწავლეებს ხარისხიანი ზოგადი განათლება . სკოლის ხედვა: ჩვენი სკოლა იქნება საგანმანათლებლო შუქურა, რომელიც აღზრდის ცოდნით, უნარებითა და სიბრძნით აღჭურვილ მოქალაქეებს, რომლებიც გახდებიან ხვალინდელი დღის ლიდერები. სკოლის ღირებულებები: • თანამშრომლობა - სისტემატურად ვგეგმავთ, ვნერგავთ და ვაფასებთ ჩვენ საქმიანობას. ყველა ერთად პასუხისმგებელნი ვართ საერთო შედეგზე, რაზე დაყრდნობითაც ვვითარდებით ერთად; • ურთიერთპატივისცემა - სხვათა აზრების, ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებების აღიარება და დაფასება, რასაც საფუძვლად უდევს საპასუხო ურთიერთობების განცდა, სადაც სხვას პატივს სცემენ და იგივეს იღებენ უკან-,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცეს შენ“! • ტოლერანტობა - ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს ჩართულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გუნდურობა - კოორდინირებული, მიზანმიმართული, კონსტრუქციული თანამშრომლობა სკოლის მისიის მისაღწევად; • ინოვაციურობა - სიახლეების, იდეების, მიდგომების დანერგვა სწავლა-სწავლების ხარისხის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის #63/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები)და საბაზო (VII-X კლასები) საფეხურზე დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.