მესტია, სოფელი ლახამულა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მესტია · მესტია, სოფელი ლახამულა
Open a section to view its text, related links, and document listing.
ხედვა სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ხედვაა, 5 წლის შემდეგ სკოლა იყოს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. მუდმივად ზრუნავდეს თავისუფალი, განათლებული, რეალიზებული და პასუხისმგებლობით გამსჭალული პიროვნების ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული, დემოკრატიული პრინციპებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან და ხარისხიან განათლებას. ასევე იზრუნებს მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებაზე. მისია სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ზოგადი განათლების მისაღებად. მოსწავლეების გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში დახმარება. ჩვენ შევქმნით უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს მოსწავლეთა ზოგადი განათლების მისაღებად. შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობისა და პატივისცემის ატმოსფეროს და ვიზრუნებთ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ მშობლებთან თანამშრომლობით შევძლებთ მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის უპირველესია ჩვენი ქვეყნის წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვიაზრებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ გვესმის , რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ და ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს; • ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას. • ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია მოსწავლის კეთილდღეობასა და წარმატებაზე.
სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა დირექცია: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ნაზი საბანიძე, ბუღალტერი - ვალია ჭკადუა ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი - ნინელი ეჯიბაძე, ექიმი - ვენერა გერლიანი. დარაჯი: ლერი ცინდელიანი სკოლას ჰყავს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი. ფუნქციონირებს შემდეგი კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხო ენების, სპორტისა და ესთეტიკის, დაწყებითი კლასების. ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარების გემა და იგი ხელმისაწვდომია სასკოლო თემისთვის.
წლიური სამოქმედო გეგმა შექმნილია დირექციის, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოების ერთობლივი მუშაობით და იგი ხელმისაწვდომია სასკოლო თემის თითოეული წარმომადგენლისთვის.
სკოლის შენობა ვერ აკმაყოფილებს სასწავლო დაწესებულებისთვის სტანდარტით წაყენებულ მოთხოვნებს და ის საჭიროებს დემონტაჟსა და ახლის მშენებლობას ან სრულ რეკონსტრუქციას. სკოლას აქვს გვერდითა შესასვლელთან პანდუსი სსსმ მოსწავლისთვის. მოწყობილია და ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია. სპორტის პოპულარიზების მიზნით მოწყობილია მინიფეხბურთის ღია მოედანი.
სკოლაში ქცევის წესები განსაზღვრულია სკოლის შინაგანაწესით, რომელიც სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. გამოკრულია ასევე მოსწავლეთა ქცევის წესები, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი და დირექტორის ეთიკის კოდექსი. სადაო საკითხების განხილვისთვის სკოლაში ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი.
სკოლის შენობა ვერ აკმაყოფილებს სასწავლო დაწესებულებისთვის სტანდარტით წაყენებულ მოთხოვნებს და ის საჭიროებს დემონტაჟსა და ახლის მშენებლობას ან სრულ რეკონსტრუქციას. სკოლას აქვს გვერდითა შესასვლელთან პანდუსი სსსმ მოსწავლისთვის. მოწყობილია და ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია. ეზოში მოწყობილია მინიფეხბურთის ღია მოედანი.
სკოლის ფინანსები შედგება ვაუჩერული დაფინანსებისა და დამატებითი პროგრამული დაფინანსებისაგან. სკოლას საიჯარო ან ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი არ გააჩნია. ბიუჯეტი და შესყიდვების გეგმა გამოკრულია სკოლაში თვალსაჩინო ადგილზე.