მესტია, სოფელი ცხუმარი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მესტია · მესტია, სოფელი ცხუმარი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
მოკლე ინფორმაცია შ ე ს ა ვ ა ლ ისსიპ სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის 2022-2029 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში 2023-2024 სასწავლო წლიდან. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს : სკოლის მისიას , ხედვას და ღირებულებებს მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს: სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT)შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისია სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი , წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ძირითადი მიზნებია ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება თანამედროვე სამყაროში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება; სკოლის ღირებულებები ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე; დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას. სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში. კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები. ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად. მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა. ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.
დანართიN2 სსიპ სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება N ამოცანები აქტივობები შესრულების ვადები პასუხისმგებელი პირი/პირები 1. ახალი პროგრამების შემუშავება კურიკულუმების (მატრიცების/შემაჯამებ ელ-კომპლექსური დავალებების/) წლიური პროგრამების შემუშავება/განხორციე ლება 2023-2024 სასწავლო წელი მასწავლებლები, საგნობრივი კათედრები სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება 2023 წლის სექტემბერი დირექტორის მ/შ: დამრიგებელი სადამრიგებლო პროგრამების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობა 2022-2023 სასწავლო წელი დირექტორის მ/შ: 2. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა (პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა); 2023-2024 სასწავლო წელი დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის; 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, კათედრები, საგნის მასწავლებლები საჭიროების შემთხვევაში დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა, გაუმჯობესება და მონიტორინგი; 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, მასწავლებლები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურებების შეთავაზება; 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება; 2023-2024 სასწავლო წელი საგნობრივი კათედრები მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, მისი ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინება, თანმდევი ღონისძიებების განხორციელება 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორის მ/შ: დამრიგებლები 3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, ზოგადი განათლების რეფორმის (ახალი სკოლის მოდელის) ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს საგნობრივ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, შიდა სასკოლო ტრენინგების ორგანიზება კურიკულუმისა და კომპლექსური დავალებების შექმნა/წარმოების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში) 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება 2023-2024 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი კოლეგების ურთიერთდასწრება და საუკეთესი პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება 2023-2024 სასწავლო წელი კათედრები 4. კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა საგნობრივი კათედრების მიერ შესაბამისი მიმართულებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა საკითხების განხილვა 2023-2023 სასწავლო წელი კათედრები კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი 2023-2024 სასწავლო წლის დეკემბერი, ივნისი კათედრები თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება 2023-2024 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭრის ჯგუფი, კათედრები მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ მათთვის საინტერესო საკითხების, პროექტების, ღონისძიებების ინიცირება 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეთა თვითმმართველ ობა მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის ხელშეწყობა და იდეების განხორციელებაში დახმარების გაწევა 2023-2024 სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოება მრჩეველთა საბჭოსა და დიციპლინური კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექცია პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექცია სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება N ამოცანები აქტივობები შესრულების ვადები პასუხისმგებელი პირი/პირები 1. ახალი სასწავლო წლისათვის დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება 2023 წლის სექტემბერი დირექტორი, სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება 2023 წლის სექტემბერი და შემდგომ საჭიროებისამებრ დირექტორი მოსწავლეთა მშობლებთან მომსახურების და წიგნების გადა
მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ: ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში; ექთანი; საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა აშენდა 1985 წელს ,არის ორსართულიანი. 2018-2022 წლებში სკოლას ჩაუტარდა საკუთარი ხარჯებით შიდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის ეზოში სოფლის მხარდაჭერის, გამგეობის და ქეას დახმარებით აშენდა თანამედროვე სტანდარტების მინი სტადიონი. სკოლას აქვს გამართული ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სამედიცინო ოთახი. სპორტული დარბაზი რომელიც მიშენებულია სკოლის ძირითად კორპუსს საჭიროებს რეაბილიტაციას.
ბარათი შემოსავლები: შემომავალი ნაშთი: 54175,81 1) 224330,40-ვაუჩერი 2) 5253,67 -სარგებელი 3) 59803,44- სერთიფიცირების დანამატი 4) 1530- უსაფრთხოება და წესრიგ.დაცა შემოსავლები: 290917,51 სულ შემოსული თანხა:290917,51+54175,81=345093,32 გასავალი-268046,61 232801,41-შრომის ანაზღაურება 1) 211131,41 -პედ ხელფასი 2) 20140-ადმინისტრაცია 3) 1530 -უსაფრთ.დასაზოგად.წესრიგისდაცვა 1324,83- სოციალური უზრუნველყოფა საქონელი და მომსახურება: -30106,88 8480 -შტატგარეშე 21626,88-ოფისის ხარჯი: 1)-425-მივლინება 2)-1077,15საკანცელარიო 3)-216-ეტალონი 4)-707,60-სამეურნეო საქონელი 5)-4000-ბრიკეტი 6)-168-ახალი განათლება 7)-220-ცეცხლმაქრის დატუმბვა 8)-52-მაცნე 9)-164-წიგნები 10) 2000,90 თვალსაჩინოებები 11)-1150- გარე აბრები 12)-4964- დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა 12)-1620- 4კბ/მ შეშის ყიდვა დაჭრა ,დაბინავება-9/ტ ბრიკეტის ჩამოცლა ,გადმოზიდვა,დაბინავება 13)-4862,23-სამედიცინო კაბინეტის მოწყობა სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება-3813,49- 1)ცეცხლის დასანთები საწვავი(დიზელი)ყიდვა-225 2) ჩამოთოვა-600- 3)მხიარული სტარტები-400- 4) 10043კვ/მ სკოლის ეზოს დასუფთავება და ნაგვის გატანა-360- 5) ერთჯერადი კომპიუტერული მომსახურება-150- 7) საახალწლო საჩუქრები-400- 6)ტრანსპორტის მომსახურება-1300 7)ბანკის მომსახურება-378,49 სკოლის დირექტორის მ/შ : ლილი გვარმიანი ბუღალტერი: მზია არღვლიანი