თბილისი, ვაკე-საბურთალო, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №42
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 64
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 10
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №42
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლის ფილოსოფია. მისია: ,,ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ და სხვათა პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაზე, რათა ჩამოვყალიბდეთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე საზოგადოებად. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვახორციელოთ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რითაც ხელს შევუწყობთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას, ინდივიდის დასაქმებასა და თვითდასაქმებას.“ სკოლის მისია შეესაბამება პროფესიული განათლების მიზნებს. უფრო კონკრეტულად, პროფესიულ სტუდენტთა შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სხვა მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას უპასუხონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შრომის ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიციური კადრების მომზადებით იგი ხელს უწყობს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ მიზანს, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტუდენტის უწყვეტი პროფესიული განათლების მიღება. სკოლის მისიიდან გამომდინარეობს ჩვენი ხედვა და ღირებულებებიც, რომელიც თავსებადია დაწესებულების მისიასთან და ითვალისწინებს მისიით განსაზღვრული მიმართულებების რეალიზებასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრინციპებს. დაწესებულების ხედვაა: მომდევნო 7 წლის განმავლობაში სასკოლო საზოგადოების მთავარი საზრუნავი იქნება: • სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; • სასკოლო გარემოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა; • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; • უსაფრთხო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა; • ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული განათლების უზრუნველყოფა; • მშობელთა ჩართულობის გაზრდა ყველა მიმართულებით. • პროფესიული სტუდენტების დასაქმებასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებულობა სკოლის ღირებულებები კი ითვალისწინებს: • თანამშრომლობა; • ურთიერთპატივისცემა; • ტოლერანტობა;
მხარდაწერის სერვისების პროგრამებიდან პრიორიტეტულია სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების მექანიზმი, რომელიც დამტკიცებულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით კერძოდ 2023 წლის 1 სექტემბრის 2-503 ბრძანებით. ასევე მოიაზრებს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისების მექანიზმს, რომელიც დამტკიცებულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით კერძოდ 2023 წლის 1 სექტემბრის 2-502 ბრძანებით.
აპელაციის მექანიზმად სკოლა მოიაზრებს სკოლის ბაზაზე გასაჩივრების განხილვის დებულებას, რომელიც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცდა 2023 წლის 23 ივნისს ბრძანება N2-366. ასევე სკოლის შინაგანაწესს, რომელიც რევიზირებულია 2023 წლის სექტემბერში.