Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ მარტვილის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, მშვიდობის ქ. №11

Register ID#1627
Students359
Teachers35
Buildings1
School profile

General information

Principal
ალექსანდრე კვესელავა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/12/2023
Authorization end
20/12/2032
First grade admission

Current capacity information

მარტვილი, მშვიდობის 11

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
21
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სადაც ყველა მოზარდი გამოავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მოემზადება საგანმანათლებლო საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისთვის. -სკოლის ღირებულებები- სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). -სკოლის ხედვა- სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალის, ნიჭის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობაზე. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად.

StructureText information

სკოლა სსიპ ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლის მენეჯმენტი და სტრუქტურა

Strategic planPlan and performance report

Plan

შინაარსი შესავალი 3 სკოლის მისია და ღირებულებები 4 სტრატეგიული ჩარჩო 5 SWOT ანალიზი 19 შესავალი სსიპ ქ. მარტვილის N 1 საჯარო სკოლის 2023-2030 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს ის სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში. სკოლა გაუზიარებს მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს სკოლის მისიას და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. აღნიშნული შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა ამასთანავე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT), საქმიანი გარემოს კვლევისა და შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას , რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს,ეროვნულ სასწავლო გეგმას,ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას. სკოლის მისია სსიპ ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სადაც ყველა მოზარდი გამოავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. სკოლის ხედვა სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალის, ნიჭის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობაზე. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. სკოლის ღირებულებები სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). ინსტიტუციური ღირებულებები სამართლიანობა: სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი– იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროფესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს. რესურსები • სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და საჭიროებებს. • სკოლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ არსებული რესურსების ეფექტურ გამოყენებას, მიწოდებას, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. • სკოლის დირექცია ეხმარება კათედრებს და სკოლაში დასაქმებულ პირებს განავითარონ სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები, რომელიც შეესაბამება ერთიან სასკოლო მიზნებს. სტრატეგიული ჩარჩო სკოლის შესაძლებლობებისა და საქმიანი გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), დეკლარირებული მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების ფარგლებში სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს სამი სტრატეგიული მიმართულებით: 1. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება 2. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია და განვითარება 3. სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება I სტრატეგიული მიმართულება - თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება სტრატეგიული მიზანი (1) - სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა ხდება განვლილი წლის ანალიზის საფუძველზე და განახლდება არსებული გამოწვევების საპასუხოდ. სტრატეგიული მიზანი (2) - სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. სტრატეგიული მიზანი (3) - სასწავლო პროცესის მართვა II სტრატეგიული მიმართულება - სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია და განვითარება სტრატეგიული მიზანი (1) - სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი მატერიალური რესურსით. სტრატეგიული მიზანი (2) - სკოლის ინფრასტრუქტური ოპტიმიზაცია/განახლება სტრატეგიული მიზანი (3) - პერსონალის, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნ

Annual action planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული მიმართულება სტრატეგიული მიზნები სტრატეგიული ამოცანები ვადები პასუხისმგებელი პირები 1 თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა ხდება განვლილი წლის ანალიზის საფუძველზე და განახლდება არსებული გამოწვევების საპასუხოდ. სასკოლო სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს სამივე საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს შესაძლებლობებს და შეიძენენ ესგ-დან გამომდინარე სრულფასოვან ცოდნას. სექტემბერი დირექცია დირექტორის მოადგილე შეფასების სისტემა შესაბამისობაშია ესგ-სთან, კრიტერიუმები გამჭვირვალე და ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის. შეფასების შედეგები გამოიყენება აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. სექტემბერი დირექტორის მოადგილე სსგ - ს შემუშავებისა და შეფასების პროცესში გამოყენებულია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა . დეკემბერი, ივნისი დირექცია, დამრიგებლები სკოლა საჭიროების შემთხვევაში განაახლებს შინაგანაწესს, საქმიანობის დაგეგმვის და წარმართვის პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს. სექტემბერი დირექცია სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. უზრუნველყოფილია სწავლა-სწავლების პროცესში მულტიმედიური ტექნოლოგიების და სხვა თანამედროვე რესურსების ფართოდ გამოყენება. მთელი წელი ინფ. მენეჯერი ხელშეწყობილია მოსწავლეთა განვითარების საჭიროებების გათვალიწინება და საჭირო საკონსულტაციო დახმარებით უზრუნველყოფა. მოსწავლეათა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა. აპრილი-მაისი კლასის დამრიგებლები სკოლა ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების ხელშემწყობი კლუბების ჩამოყალიბებასა და აქტიურად ფუნქციონირებას. მთელი წელი მოქალაქეობის მასწავლებლები სასწავლო პროცესის მართვა სასკოლო სასწავლო გეგმაში მიმდინარე ცვლილებებისა და მათი შესაძლო გავლენის გათვალისწინება მოსწავლეთა მიღწევებზე. იანვარი დირექტორის მოადგილე სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი შეფასების უზრუნველყოფა მათი შედეგების გაუმჯობესების მიზნით, სწავლების ახალი სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენება. მთელი წელი კათედრები დირექტორის მოადგილე 2 სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია და განვითარება სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი მატერიალური რესურსით. განახლებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით. ივლისი-აგვისტო დირექცია მოწესრიგებულია ხანძარსაწინააღმდეგო და სამედიცინო დახმარების მექანიზმები და განახლებულია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვა. ოქტომბერი ექიმი სკოლა უზრუნველყოფილია უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით მთელი წელი მანდატური მნე 3 სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება სკოლის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება/ განვითარება. შიდა და გარე შეფასების გამოყენება სასკოლო გარემოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შედეგების მიღწევების გასაუმჯობესებლად. ივნისი დირექცია მატერიალური რესურსის მართვა და ანაგარიშვალდებულების წამროება კანონმდებლობით დადგენილი წესით მაკონტროლებელ ორგანოებთან ანგარიშვალდებულების განხორციელება. მთელი წელი დირექცია ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭვირვალობის ადვილად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. იანვარი დირექცია

Programs and support servicesText information

სსიპ ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი მარტვილი 2025 წ. სსიპ -ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია:  ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;  გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა;  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;  მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება;  აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში;  ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს შესაბამის ზომებს.

Behavior rules and appeal mechanismsText information

მუხლი1. მოქმედების სფერო დანართი N1 1.წინამდებარე მექანიზმი არეგულირებს -სსიპ ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა)სწავლა/სწავლების, სასწავლო გარემოსა და პროცესის ხარისხის მართვას და ადგენს ხარისხის უზრუნველყოფის და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს. 2.წინამდებარე დოკუმენტის შექმნის მიზანია სწავლების ხარისხის მონიტორინგი და მათი მუდმივი სრულყოფა, აკადემიური და მატერიალური პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და მატი განვითარებისათვის ხელშეწყობა. მუხლი2.ხარისხის უზრუნველყოფა 1.ხარისხის უზრუნველყოფა გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასთან, განხორციელებასთან და შემდგომ მის შეფასებასთან დაკავშირებული აქტივობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობას. 2.ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭიროა პროგრამების, მიმდინარე სასწავლო პროცესის სისტემატური გადახედვა, კონტროლი რათა შენარჩუნებული იქნას ხარისხი და ეფექტურობა. 3. სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, სკოლა მუდმივად ახორციელებს სასწავლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი გაუმჯობესების, ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და სკოლის მატერიალური რესურსების გაუმჯობესებას. მუხლი3.შიდა და გარე შეფასება სკოლაში დანერგილია შეფასების ორი შეფასება: 1.შიდა ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ეფუძვნება ციკლს დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე.P-D-C-A დაგეგმე-გულისხმობს სკოლის საქმიანობის რომელი ასპექტი რა პერიოდულობით, რა თანმიმდევრობით და ვის მიერ უნდა განხორციელდეს. განახორციელე-გულისხმობს სკოლის საქმიანობის ხარისხის შეფასების განხორციელებას წინასწარ დაგეგმილი აქტივობებით. შეამოწმე-გულისხმობს განხორციელებული შემოწმების შედეგების ანალიზს. განავითარე-გულისხმობს სკოლის ადმინისტრაციის მიერ ნაკლოვანებების მიზეზების განსაზღვრას და მათი აღმოფხვრის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას. 2.გარე ხარისხის კონტროლის სისტემა: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ავტორიზაციის გავლა. მუხლი4საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ხარისხი. 1.არსებული სასწავლო პროგრამები/სადამრიგებლო გეგმის მონიტორინგი, მისი გაუმჯობესების მიზნით, ეფუძნება სკოლის დირექციისა და მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას,/კათედრების/დამრიგებლის ანგარიშგებას და ამ ინფორმაციის გამოყენებას სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.. 2.სასწავლო პროგრამების შეფასების შემოწმდება: • სწავლის შედეგების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა; • მოსწავლეთა მიღწევების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების კანონმდებლობასთან შესაბამისობა; • მოსწავლეთა მიღწევების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების კანონმდებლობასთან შეასაბამისობა; • რამდენად რაციონალურადაა შედგენილი საგაკვეთილო ცხრილი; • ადეკვატურად არის თუ არა შერჩეული სწავლების მეთოდები და ფორმატი; • თანხვედრაშია თუ არა სწავლის მიზნები, სასწავლო პროგრამების შინაარსი და მისი შედეგები; • შესაბამისობასია ტუ არა სასწავლო პროგრამის შინაარსი და მითითებული სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა; • როგორ ხდება და რამდენად გამჭვირვალეა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და მითითებული სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა; • როგორ ხდება დარამდენად გამჭვირვალეა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და სხვა მუხლი5. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების დაგეგმვა 1.სასწავლო წლის დასრულებისთანავე განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, ხდება მომდევნო წლის სასკოლო სასწავლო გეგმისათვის მუშაობა; 2.სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე ,კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად,სკოლის მისიის შესაბამისად,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელ ნაწილებს,რომელსაც გასახილველად წარუდგენენ სამეურვეო საბჭოს და დასამტკიცებლად პედაგოგიურ საბჭოს. 4.დირექტორის მოადგილე გასული სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე,სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილების და შესვენებებების ხანგრძლივობას კლასების მიხედვით,მათი შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით,რომელსაც განსახილველად წარუდგენენ სამეურვეო საბჭოს და დასამტკიცებლად პედაგოგიურ საბჭოს. 5.დირექტორი და დირექტორის მოადგილე შეიმუშავებენ სასკოლო საათობრივი ბადის პროექტს.ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე მოდელის მიხედვით საათობრივი ბადის შემუშავების შემთხვევაში, სკოლამ დასაბუთება წარუდგიოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 6.კათედრების ხელმძღვანელები,განსაზღვრავენ საგანმანათლებლო რესურსებს კლასების შესაბამისად. მათ შორის, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს და დამხმარე ლიტერატურას. 7.საჭიროების შემთხვევაში სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტიტ განსაღვრული ისგ ჯგუი,ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის და წარუდგინეს მას პედაგოგიურ საბჭოს განსახილველად.ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ახლად იდენტიფიცირებული მოსწავლის შემთხვევაში ხდება იდენტიფიცირებიდან 1თვის ვადაში.უკვე იდენტიფიცირებული მოსწავლის შემთხვევაში სწავლის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

InfrastructureText information

სკოლა ახალი რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის 20 საკლასო ოთახი და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის. საპირფარეშოები სამივე სართულზე. ორივე სართულზე (ადაპტირებული საპირფარეშო). მოწყობილია პანდუსი და ლიფტი, მინი და სტანდარტული სპორტული მოედნები. მოწყობილია გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. ასევე ფუნქციონირებს არტეზიული ჭა. სასკოლო ავეჯი ძირითადად განახლებულია. ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი. სკოლა აღჭურვილია 40 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. სკოლაში არის ფართი კვების ობიექტისათვის.

Finances2 additional items

Documents

2026 წლის ბიუჯეტი.pdf27/01/2026 15:08:15 · 0.49 MB
2025 წლის ანგარიში.pdf28/01/2026 14:53:07 · 1.87 MB
Download documents on EMIS