მარტვილი, სოფელი ნახუნაო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი ნახუნაო
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს აამაღლოს სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურობა, განუვითაროს მოსწავლეს გონებრივი და ფიზიკური უნარ–ჩვევები, აიღოს ორიენტაცია სწავლების საბოლოო კარგ შედეგებზე. სკოლა მიზნად ისახავს თითეულ მოსწავლეს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს ცოდნის მაქსიმუმი და გამოიყენოს ცხოვრებაში პრაქტიკულად, აამაღლოს მოსწავლეთა და მასწავლებლის ავტორიტეტი საზოგადოების თვალში, დაუსახოს მოსწავლეებს ნათელი პრიორიტეტები და განავითაროს თავისუფალი აზროვნება. დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის (7-9 კლასის) მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის (10-12 კლასი) მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. XXI საუკუნეში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ ნახუნაოს საჯარო სკოლის სასწავლო პროცესში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა ხელმძღვანელობს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის შინაგანაწესის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა მდებარეობს მარტვილის სარაიონო ცენტრიდან 5 კმ–ის დაშორებით, მიერთებული აქვს რეორგანიზაციის შედეგაგ მეორე სკოლა, რომელშიც სწავლა მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე (წინაკვერკვეს საჯარო სკოლა (საბაზო საფეხური)). სკოლა მიეკუთვნება მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიცხვს, კლასკომპლექტით. სკოლას გააჩნია სკოლის წესდება, შინაგანაწესი, საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი ორგანოები: სამეურვეო საბჭო-დისციპლინური და სააპელაციო კომიტეტებით, პედაგოგიური საბჭო (8 კათედრით), საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი, ბუღალტერი, არასაშტატო ერთეული (დამლაგებელი, დარაჯი), მრჩეველთა საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, სკოლის ექიმი
სტრატეგიული გეგმა გათვლილია 2020-2026 სასწავლო წლებზე
გათვლილია 2023-2024 სასწავლო წლისთვის და ყოველ წლიურად განახლდება
მოქმედებს 2020 წლიდან
სკოლის შინაგანაწესი მოქმედებს 2020 წლიდან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ, ხოლო მოსწავლის, მშობლის/მეურვის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა 2024 წლიდან
2013 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ძირითადი შენობა ახალი ინფრასტრუქტურით, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად მიერთებულ წინაკვერკვეს საჯარო სკოლას ჩაუტარდა მცირედი რემონტი.
სკოლა 2025 წლის 4 მარტიდან გადასულის სახაზინო მომსახურეობაზე