მარტვილი, სოფელი გაჭედილი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 41
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი გაჭედილი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მისია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაცული, უსაფრთხო გარემოს შექმნით თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა და სწავლების მაღალი დონის მიღწევა. სსიპ გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ხედვა სსიპ გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლა არის სოფლის სასწავლო კულტურული და სათემო განვითარების ცენტრი, რომელმაც უნდა აღზარდოს ყოველმხრივ განვითარებული თაობა. ღირებულებები : პატრიოტიძმი, თანამშრომლობითი კულტურის განვითარება; ჰუმანიზაცია და ტოლერანტობა, პროფესიონალიზმი. სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.