Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ჭკადუაში

Register ID#1597
Students108
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა კვარაცხელია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფ. ჭკადუაში

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. ვცდილობთ, მოსწავლეთა მიღწევები ვაქციოთ უმაღლეს პრიორიტეტად. სკოლის მისიაა უზრუნველყოს უსაფრთხო და მრავლისმომცველი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. თითოეულ მოსწავლეში იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომელიც გააადვილებს კონკრეტულ გარემოში მათ ადაპტაციას. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლება არის სკოლის უპირველესი პრიორიტეტი. თითოეული მოსწავლე სრულუფლებიანი ინდივიდია, მათ უნდა მიაღწიონ არა მხოლოდ მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს, არამედ გამოიმუშაონ კიდეც პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური განათლება. ჩამოვუყალიბოთ და განუვითაროთ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი, რათა მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით აღვზარდოთ პატრიოტი თაობა. სკოლის მისიის მიღწევაში პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, მშობლებსა და საზოგადოებას.

Structure1 additional item

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლის სტრუქტურა

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf02/04/2024 15:28:54 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა 6 წლიანი.pdf04/04/2024 15:19:54 · 0.11 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო 2023-2024.pdf03/04/2024 11:06:09 · 0.35 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023.pdf04/04/2024 15:24:52 · 0.36 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

Documents

შინაგანაწესი.pdf03/04/2024 10:42:20 · 0.59 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
FinancesText information

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ)მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 8523 ლარს. ჯამურად 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 415800 ლარით. 2023 წლის შემოსავლებმა შეადგინა 415800 ლარი. სკოლის 2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა ვაუჩერულმა დაფინანსებამ ჯამში შეადგინა - 188634 ლარი. სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის - 217546 ; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების თანხა შეადგენს 8400. სულ საბიუჯეტო შემოსავალი- 415800 ; სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 1220 ლარი. მათ შორის საიჯარო ქირა 710 ლარს. სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 510 ლარს. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად გაიხარჯა: დირექციის თანამდებობრივი სარგო 21077 ლარი; ტექ. პერსონალი 11640 ლარი; პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 119331 ლარი; დანამატი 15972 ლარი; სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 217546 ლარი; შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 17484 ლარი ; საკანცელარიო საქონელი 1646 ლარი; ნორმატიული აქტები 239 ლარი; შენობა-ნაგებობის მიმდინარე რემონტის ხარჯი 5820; ელექტროენერგიის ხარჯი 1015; გათბობის ხარჯი (შეშა) 2450; შენობის მოვლა-პატრონბა 181; სოც. უზრუნველყოფა 5471; სამედიცინო ხარჯი 171; ბანკის მომსახურების ხარჯი 23; სხვა ხარჯები 3205. სულ ხარჯი 423270 ლარი; სკოლას მიმდინარე ანგარიშზე ერიცხება ფულადი სახსრები ნაშთის სახით 2023 წლის 31 დეკემბრისათვის 1053 ლარი. 2023 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.