ზუგდიდი,სოფელი ჭაქვინჯი თავისუფლების N3
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ჭაქვინკი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად სკოლის მიზანია, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ღირებულებები: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია: • სკოლის ინსტიტუციური განვითარება; • მართვის და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია; • სკოლის ყველა წარმომადგენლის წარმატება; • პროფესიული ზრდა; • მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა; • შესაძლებლობების თვითრეალიზება; • უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო; • სასწავლო გარემო; • სამუშაო გარემო; • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება; • შიდა სასკოლო პარტნიორობა; • გარე პარტნიორული ურთიერთობები;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმათველობას, მრჩეველთა საბჭოს
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სკოლის შენობა აშენებულია 1957-1969წ. სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა 2008წ. სკოლის შენობა არ აკმაყოფილებს თანამედროვე სასკოლო სტანდარტებს.
სკოლის ბიუჯეტი, რომელიც მტკიცდდება სამეურვეო საბჭოს შეთანხმებით