Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ურთა

Register ID#1594
Students96
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ზაქარაია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფელი ურთა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისიაა ხარისხიანი განათლების მეშვეობით, სასკოლო საზოგადოებასთან და თემთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობით აღზარდოს უკეთესი მომავალი თაობა. სკოლის ხედვა: სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას, რომლებიც მსოფლიო საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებიან. ღირებულებები: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა.

Documents

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები.docx04/04/2024 17:04:46 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმათველობას, დისციპლინურ კომიტეტს, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, სკოლის ექიმს და სხვადასხვა კლუბებს, როგორიცაა: პოეზიის მოყვარულთა კლუბი - "პარნასი" , ეკო-კლუბი - "ჯეგეთა" და ხელოვნების მოყვარულთა კლუბი - "artclub"

Documents

სკოლის სტრუქტურა - ურთის საჯარო სკოლა.docx03/04/2024 18:05:45 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა.pdf03/04/2024 17:31:26 · 2.56 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მოსწავლეთა ქცევის წესები: თავი 1. ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების საგანი მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, „ქცევის კოდექსი") არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ- ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. სკოლა ვალდებულია მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი • ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას. მუხლი 3. რეგულირების სფერო ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში. თავი II. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი · მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს · მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. . მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. • მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

Documents

შინაგანაწესი.pdf04/04/2024 17:36:31 · 11.89 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

Documents

ბიუჯეტი - 2024.pdf03/04/2024 17:51:53 · 1.63 MB
Download documents on EMIS