Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი, პუშკინის ქ. №163

Register ID#1579
Students220
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
ირმა ქობალია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/12/2023
Authorization end
05/12/2032
First grade admission

Current capacity information

ქ. ზუგდიდი, პუშკინის ქ. №157

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
12
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის მთავარი მისია არის თავისუფალი, მრავალმხრივ განვითარებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ტოლერანტი, მორალურ-ზნეობრივად სრულყოფილი მოქალაქის აღზრდა-ჩამოყალიბება. სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, თანამშრომლობითი, ურთიერთ პატივისცემასა და თანადგომაზე აგებული გარემოს შექმნა. ხედვა სკოლის თითოეულ მოსწავლეს მოვამზადებთ იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსწავლეებს გამოვუმუშავებთ საჭირო უნარ-ჩვევებს, რათა თავიანთი ცოდნა გამოიყენონ პირადი და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ავამაღლებთ თანამშრომლობით კულტურას, ვიზრუნებთ თითოეული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. ავამაღლებთ სწავლების ხარისხს, რათა ჩვენის სკოლის მოსწავლეებმა მეტ წარმატებას მიაღწიონ. ვიზრუნებთ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. ღირებულებები ტოლერანტი, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთ პატივისცემისა და ზნეობრივი მხარდაჭერის პრინციპებით თანამშრომლობა წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობის ზრდა

Structure
Strategic planPlan and performance report

Plan

2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა სსიპ ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, ასევე, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სკოლის სტრუქტურული ერთეულებისა და თემის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ჯგუფმა შეფასება მდგომარეობა და განსაზღვრა საჭიროებები (SWOT ) ანალიზის საფუძველზე. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჭიროებათა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა ჩატარებული გამოკითხვები, როგორც სკოლის საერთო მდგომარეობის, ისე სკოლის საზოგადოების კმაყოფილების შესახებ. სკოლის, თემისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით გადაიხედა სკოლის მისია და ხედვა. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. სკოლის სტრატეგიული გეგმის და 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით, ჩატარდა პირისპირ და ონლაინ შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან. ჩატარებული მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა, რაც აისახა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში. ზოგადი მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა.

Documents

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf09/11/2023 17:50:19 · 5.97 MB
2024-2031 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა.docx07/04/2026 13:02:39 · 0 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა

Documents

1 წლიანი სამოქმედო გეგმა - სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი N5 (2).pdf12/10/2023 20:44:16 · 0.32 MB
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის სასკოლო-სასწავლო გეგმა.pdf09/11/2023 17:53:32 · 0.52 MB
2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx07/04/2026 13:02:08 · 0 MB
2024-2025 სასწავლო გეგმა.pdf07/04/2026 14:41:16 · 15 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 ანგარიში სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების.docx07/04/2026 13:15:27 · 0 MB
2024-2025 სასწავლო წლის პრეზენტაცია....pdf07/04/2026 14:41:17 · 9 MB
Download documents on EMIS
Programs and support services6 additional items

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით არასავალდებულო ხასიათის საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურებას კლუბების სახით. აღნიშნულში მოსწავლეთა ჩართულობა ნებაყოფლობითია. ამ ეტაპზე სკოლაში ფუქნციონირებს ეკო კლუბი - " ბუნების მკურნალი", სპორტული კლუბი „მეგობრობა, სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“, ლიტერატურული სალონი „დიდი ჯიბე“ და ხელოვნების წრე „ფერთა სამყარო“. სკოლაში მუშაობს მოსწავლის აკადემიურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამა - რემედიაცია, რომელიც ითვალისწინებს სწავლაში არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას ხელახლა და/ან სწავლების გზით, კონკრეტული აქტივობების საშუალებით. სკოლაში მუშაობს მოსწავლის ადმინისტრაციული მხარდაჭერის პროგრამა - ტრანზიცია, რომელიც გულისხმობს მოსწავლის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ტრანზიციის პროგრამას იყენებს სკოლის დაწყების ხელშესაწყობად მომავალი პირველკლასელებისთვის და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დამატებითი/გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;

Documents

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო-კლუბის-დებულება.pdf08/11/2023 18:44:49 · 0.12 MB
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის კლუბი-მეგობრობის დებულება.pdf08/11/2023 18:44:50 · 0.2 MB
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის ეკო კლუბის - ბუნების მკურნალის დებულება.pdf08/11/2023 18:44:50 · 0.15 MB
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის ტრანზიცია.pdf09/11/2023 10:03:54 · 0.17 MB
მოსწავლის მხარდამჭერი პროგრამა-რემედიაცია.pdf09/11/2023 13:26:36 · 2.44 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის

Documents

სკოლის შინაგანაწესი.pdf07/11/2023 17:28:59 · 15.53 MB
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები.pdf08/11/2023 12:22:15 · 0.06 MB
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ_0001.pdf08/11/2023 12:22:15 · 7.85 MB
გასაჩივრების მექანიზმები.pdf08/11/2023 12:24:41 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის შენობა განთავსებულია ქ. ზუგდიდი, პუშკინის №157-ში, 2019 წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამის ფარგლებში. საკლასო ოთახები სრულად არის აღჭურვილი სასკოლო ინვენტარით. სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკა-ბიოლოგიისა და კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, ასევე ფუნქციონირებს სასკოლო ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სკოლას აქვს 9 სველი წერტილი ( აქედან 1 ადაპტირებული საპირფარეშო), სადაც სრულად არის დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, ექიმის კაბინეტი, სადაც მომარაგებულია პირველადი დახმარების მედიკამენტები და საჭიროების შემთხვევაში სკოლის ექიმი უზრუნველყოფს პირველადი დახმარების გაწევას, შენობას აქვს პანდუსი. სკოლაში ყოველწლიურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ინვენტარიზაცია. კომპიუტერების ლაბორატორიაში არის პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები. ლაბორატორია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად. სკოლაში ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებს სამკითხველო, სადაც არის წიგნების კატალოგი, მეთოდური ლიტერატურა, ატლასები და კლასიკური ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სივრცე ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის, განკუთვნილია როგორც ღონისძიებებისათვის , ასევე კლუბური მუშაობისათვის.

Finances5 additional items

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის დირექტორი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს ბიუჯეტის პროექტი სკოლის სამეურვეო საბჭოს. ბიუჯეტის მომზადება იწყება სექტემბრის თვეში, შეიქმნას ბიუჯეტზე მომუშავე ჯგუფი და თავიდანვე უნდა განისაზღვროს ყველა სავარაუდო შემოსავლები და სავარაუდო ხარჯები. ბუჯეტის დაგეგმვისას ასევე გათვალისწინებულია გასული წლების გამოცდილება. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული არიან სასკოლო საზოგადოება, რაც უზრუნველყოფს ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებას; საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს: ვაუჩერი, გრანტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფინანსები, კერძო შემოწირულობებიდან მიღებული თანხა. სახელმწიფო ან/ და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები და სხვ. დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსდგეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და გააცნოს ანგარიში ფინასური საქმიანობის შესახებ. სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობს სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა ხორციელდება წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.

Documents

2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტი.pdf09/11/2023 15:37:40 · 1.69 MB
2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი.pdf09/11/2023 15:37:40 · 1.77 MB
ფინანსების მართვა.pdf09/11/2023 15:37:40 · 0.14 MB
2025 წლის ბიუჯეტი.pdf07/04/2026 12:20:06 · 1 MB
2024 წლის ბიუჯეტი.pdf07/04/2026 12:20:07 · 1 MB
Download documents on EMIS
სსიპ - ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა