ქ. ზუგდიდი, 9 მაისის 12
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 27
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 5
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი, 9 მაისის ქ. №12
Open a section to view its text, related links, and document listing.
1. სკოლის მისია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი; სკოლის მისიაა სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლებისა და არაფორმალური განათლების წარმატებულად შერწყმის ხარჯზე, აღვზარდოთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი სამოქალაქო ცნობიერების მქონე თაობები, რომლებიც მუდმივ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. □ ხედვა სსიპ ქალაქ ზუგდიდის N 12 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე, კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტაციას ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად შერწყმის ხარჯზე. ღირებულებები სამართლიანობა; თანასწორუფლებიანობა; ინოვაციურობა; ურთიერთპატივისცემა; გუნდურობა; პროფესიონალიზმი.
მოკლე ინფორმაცია: 1. სამეურვეო საბჭო; 2. პედაგოგიური საბჭო; 3. მრჩეველთა საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 5. დისციპლინური კომიტეტი; 6. სკოლის დირექტორი; 7. დირექტორის მოადგილე; 8.ბუღალტერი; 9. ხარისხის მართვის და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; 10. ადმინისტრაცია; 11. დირექციის დამხმარე პერსონალი (საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი). 12. ტეკნიკური პერსონალი ( მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, დარაჯი, დამლაგებელი, ცეცხლფარეში). 13. საგნობტივი კათედრები.
1. სასკოლო კლუბები; 2. ქორეოგრაფიული წრე; 3. კარატეს წრე.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია და უზრუნველყოფილია თანამედროვე ინვენტარით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, რესურს ოთახით, სპორტული მოედნით, სპორტული დარბაზით, ქიმიის, ფიზიკა-ბიოლოგიისა და კომპიუტერული ლაბორატორიები, კომპიუტერული ლაბორატორია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის . სკოლას აქვს 6 სველი წერტილი (6 ადაპტირებული საპირფარეშო), სადაც სრულად არის დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შენობას აქვს პანდუსი, ღამის განათებები და ა.შ
სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის, 2023 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით და 2023 წლის ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს დამტკიცდა სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 357 546 ლარზე. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 8 633 ლარს. 2023 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 387 322,00 ლარი, საიდანაც 164 460 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, 173 153 ლარი - დანამატს სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, 11 900 ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების თანხას, ხოლო 4 894 ლარი სკოლის ექიმის დაფინანსების თანხას. ასევე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან, სკოლამ მიიღო გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის 29 452 ლარი, საიდანაც მიზნობრივად მოხდა 29 290 ლარის ათვისება, ხოლო აუთვისებელი თანხის ნაწილი - 161 ლარი დაუბრუნდა სახელმწიფო ხაზინას. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 3 483 ლარი, მათ შორის: იჯარიდან მიღებულi შემოსავლები - 2181 ლარი, ბანკის სარგებელი - 1 282 ლარი. წლის განმავლობაში, 2023 წლის ბიუჯეტში საჭირო გახდა ცვლილების შეტანა ვაუჩერული დაფინანსების გაზრდისა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსების გამო, როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში.