ქ. ზუგდიდი, ესებუას 5
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 19
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 4
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქალაქი ზუგდიდი, ესებუას ქუჩა N3
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის ფილოსოფია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის მისიაა: კონკურენტუნარიან, სწავლა/სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე, მრავალპროფილურ საგანმანათლებლო საქმიანობაზე დაფუძნებულ, პროფესიული განათლებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომ, უსაფრთხო, ჯანსაღ, კანონმორჩილ, შემოქმედებით გარემოში, აღზარდოს ეროვნულ/ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად მონაწილე, კვლევა-ძიებისა და თვითდამკვიდრების უნარის მქონე ღირსეული ადამიანი. მაღალი ხარისხის სასწავლო-სამუშაო პირობების შექნით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების ზრდას. სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს რეგიონში მდგრადი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით, სწავლა/სწავლების ინოვაციურ მეთოდების დანერგვით, ხარისხიანი განათლების შეთავაზებით, ხელს შეუწყობს მოსწავლეების, პროფესიული მიმართულების სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ წინსვლას, მაღალგანვითარებულ, მიზანმიმართულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის ღირებულებები • სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ინოვაციური მიდგომებისა, წარმატებული გამოცდილების დანერგვისა და ინტეგრირების ხელშეწყობა; • გამჭვირვალობა; • ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა; • ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა; • მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა; • ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; • პროფესიული ზრდა.
1. სამეურვეო საბჭო; 2. სკოლის დირექორი; 3. პედაგოგიური საბჭო; 4. მრჩეველთა საბჭო; 5. თვითმმართველობა; 6. დისციპლინური კომიტეტი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმის პროექტს, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმა შედგენისას გათვალისწინებულ იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: სკოლის ძირითადი ამოცანაა მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. სკოლა ამზადებს მოზარდს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბწოს მიერ 2023 წლის 05 სექტემბერს, ოქმი N2
1. მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; 2. მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი; 3. უსაფრთხოების პოლიტიკა
1. გასაჩივრების ასევე საჩივრების განხილვის წესი