Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი,ზ. გამსახურდიას გამზირი ქ. №9

Register ID#1572
Students1,219
Teachers82
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ბულია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ქ. ზუგდიდი,ზ. გამსახურდიას გამზირი ქ. №7

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
100
Available places
0
SEN capacity
10
Available SEN places
9
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის ფილოსოფია სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მისია სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მისიაა- აღზარდოს მოსწავლე ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებულ, კრიტიკულად მოაზროვნე, კანონმორჩილ, კონკრეტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე, განათლებულ ადამიანად. მოამზადოს იგი ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებისათვის. სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ხედვა • სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ხედვაა-იყოს უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლისთვის უმნიშვნელოვანესია მდგრადობა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მიდგომებისა და გამოწვევების შესაბამისად, თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნებების აღზრდა და წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. • სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს, ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ განავითარონ პოზიტიური უნარ-ჩვევები, შეძლონ მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენება განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ სწორად აზროვნებას, ადაპტაციასა და თვითდამკვიდრების უზრუნველყოფას საზოგადოებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, სკოლა უზრუნველყოფს მიზანდასახული, მაღალგანვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას. • სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა ათწლიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიმყარებს ლიდერის პოზიციას საგანმანათლებლო სივრცეში. სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველესად ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების (სასკოლო საზოგადოება) საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: უზრუნველყოფილია, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: სკოლა ღიაა თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განიხილავს სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულია პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ფასდება საქმიანობა და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, იგეგმება განვითარების გზები. სკოლა მუდმივად მზადაა სიახლეების დასანერგად.

Structure12 additional items

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა 2. სამეურვეო საბჭო 3. სკოლის დირექტორი 4.მრჩეველთა საბჭო 5. მოსწავლეთა თვითმმართველობა 6. დისციპლინური კომიტეტი

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024.pdf08/04/2024 15:26:15 · 0.31 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკები.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.14 MB
დანართი N8.1 ინდ გეგმის ნიმუში 1-11 კლასები.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.22 MB
დანართი N8.2 ინდ გეგმის ნიმუში 12 კლასი.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.3 MB
დანართი წიგნები.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.2 MB
დღის რეჟიმი.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.08 MB
საათობრივი ბადე 2023-2024 სასწავლო წელი.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.09 MB
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა 2023-2024.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.11 MB
შინაგანაწესი.pdf08/04/2024 15:26:16 · 0.25 MB
თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf08/04/2024 15:26:16 · 8.7 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf08/04/2024 15:26:17 · 0.15 MB
სკოლის სტრუქტურა..pdf08/04/2024 15:27:55 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა განხილულია სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 07 სექტემბრის სხდომაზე და დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 07 სექტემბრის სხდომაზე. დოკუმენტი წარმოადგენს 2023 –2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმას, რომელიც მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს, განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf08/04/2024 14:51:26 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2023 წლის 07 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს N3 ოქმით.

Documents

2023-2024 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf05/04/2024 13:53:36 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მოკლე ინფორმაცია სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაშიგასაჩივრების, საჩივრის განხილვის წესი

Documents

საჩივრების განხილვის წესი.pdf10/04/2024 14:33:51 · 0.08 MB
Download documents on EMIS