წალენჯიხა, სოფელი ეწერი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 41
- Available places
- 37
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
სამეგრელო-ზემო სვანეთი · წალენჯიხა · წალენჯიხა, სოფელი ეწერი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მისიაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ხედვა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მომავლის ხედვა სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად, • განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; • STEM საგნების გაძლიერებული სწავლების სტანდარტების შემუშავება, მათი უზრუნველყოფისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა. • ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ; • ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე ; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება ; • ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს
სკოლის სტრუქტურა მოიცავს : სამეურვეო საბჭო ; დირეტქორი ; დირექტორის მოადგილე : პედაგოგიური საბჭო - 1.ქართული ენის კათედრა 2.დაწყებითი კლასების კათდრა.3.უცხოური ენების კათედრა 4.მათემატიკისა და მეცნიერების კათედრა .5.საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა. 6. საბუნებისმეტყველო კათედრა. 7. ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა. მოსწავლეთა თვითმართველობა; დისციპლინარული კომიტეტი; ბუღალტერი ; ინფორმაციული მენეჯერი ; საქმისმწარმოებელი; ბიბლიოთეკარი; სკოლის ექიმი ; ტექკინური პერსონალი: დამლაგებელი ,დარაჯი .
სკოლამ შეიმუშავა სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმა , დოკუმენტში გაწერილია ყველა ის საკითხი რაც აუცილებელია სკოლისა და სასკოლოს საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე.
სკოლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აღწერს სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად , ერთწლიან პერიოდში განსახორციელებელ ამოცანებს, დაგეგმილ აქტივობებს, მათი განხორციელების ვადებს, შესრულების მაჩვენებლებს ( ინდიკატორებს ),მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს, ჩართულ მხარეებს, საჭირო რესურსებს ; სამოქმედო გეგმა ადგენს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს . სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი მოხდება სასწავლო წლის ბოლოს, რის საფუძველზეც ცვლილებები და დამატებები შევა სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს არაფორმალურ განათლებას სხხვადასხვა მიმართულებით.შექმნილია სასკოლო კლუბები და წრეები : 1. ლიტერატურის მოყვარულთა , სამოქალაქო კლუბი ლიბერა 3. ლიტერატურული კაფე-ქიმერიონი4. ქიმიის მოყვარულთა კლუბი 5. სკოლას ჰყავს თვითმოქმედი კოლექტივი "ედემიში ბაღი" 6. ქსოვის წრე . კლუბის საჭიროებიდან გამომდინარე სკოლა იღებს გარკვეულ ხარჯებს კლუბის ეფექტრუი ფუნქციონირებისთვის.
ქცევის წესებს თითოეული კლასის დამრიგებელი ადგენს კლასთან შეთანხმებით ,რომელიც გამომდინარეობს სკოლის შინაგანაწესიდან და გამოკრულია საკლასო ოთახებში
სკოლაში არსებობს 12 საკლასო ოთახი ,ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია ,რესურს ოთახი , საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის ოთახი. ბიბლიოთეკა აღჭურვილია სხვადასხვა სახის ლიიტერატურით ,სამივე საფეხურის საგნის მასწავლებლები უთითებენ მოსწავლეებს შესაბამის ლიტერატურით სარგებლობას ,მოსწავლეები ენციკლოპედიებით სარგებლობენ ბიბლიოთეკის სივრცეში ,ხოლო სხვა სახის ლიტერატურა წასაკითხად გააქვთ და დროულად აბრუნებენ. ხდება გატანილი წიგნების აღრიცხვა და დაბრუნების აღნიშვნა. ხშირად იმართება კითხვის საათები ბიბლიოთეკაშ ,გარდა ამისა საბიბლიოთეკო სივრცეში ჩატარდა ჩაის დღესთან მიძღვნილი ღონისძიება -ვისაუბროთ „მრგვალი მაგიდის გარშემო „ 2...სკოლის საერთო ფართობი წარმოადგენს 19 378 მ/2 ,აქვს სპორტული მოედანი ,რეკრეაციული ზონა ,რომლესაც იყნებს სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად (მაგ : დაწყებითი და ქართული ენისა დალიტერატურის კათედრების ერთობლივი აქტივობა „შევქმნათ ზღაპარი „ ჩატარდა სკოლის ეზოს ხეივანში და ის ხელმისაწვდომი იყო სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის .)ასევე თავისუფალ დროს მოსწავლეები თამაშობენ მოძრავ თამაშს, როცა ძალიან დიდი სიცხეებია. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებბი ხშირად ტარდება სკოლის ეზოში,რათა მოსწავლეებმა შეძლონ უშუალოდ ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება . 3. სკოლის ორივე სართულზე არის საპირფარეშო, ვაჟებსა და ქალიშვილებისთვის, ასევე სარდაფში მდებარეობს ერთი საპირფარეშო და ერთი სველი წერტილი, ხუთივე გამართულ მდგომარეობაშია. სკოლამ შეიძინა ინდივიდუალური საჭიროების მერხი,ლიფტი პანდუსი შშმ მოსწავლისთვის. გარდა ამისა ახლად ჩარიცხული მოსწავლეებისთვის კლასის დამრიგებლები ატარებენ ღონისძიებას ,რომელიც ხელს უწყობს მათ ადაპტირებას ახალ გარემოში,უხსნიან როგორ გამოიყენონ საპირფარეშოს ინვენტარი ,ლიფტი ,მოედნები ,რეკრეაციული ზონა . 4. სკოლაში არ არის სააქტო დარბაზი. სკოლა აღჭურვილია ორი სპორტული მოედნით. ბიბლიოთეკაში არსებობს სამკითხველო სივრცე. სადაც სკოლის ტერიტორიაზე არის დიდი სარეკრეაციო სივრცე. დაცულია ბიომრავალფეროვნება. ბიბლიოთეკა აღჭურვილია სხვადასხვა სახის ლიიტერატურით ,სამივე საფეხურის საგნის მასწავლებლები უთითებენ მოსწავლეებს შესაბამის ლიტერატურით სარგებლობას ,მოსწავლეები ენციკლოპედიებით სარგებლობენ ბიბლიოთეკის სივრცეში ,ხოლო სხვა სახის ლიტერატურა წასაკითხად გააქვთ და დროულად აბრუნებენ. ხდება გატანილი წიგნების აღრიცხვა და დაბრუნების აღნიშვნა სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, რომელშიც განთავსებულია 8 კომპიუტერი; 8 პროცესორი. კომპიუტერული ლაბორატორია უზრუნველყოფილია მუდმივი ინტერნეტით. კომპიტერული ლაბორატორია გამოყენებულია მიზნობრივად ,მასზე ხელი მიუწვდება როგორც მოსწავლეს ასევე მასწავლებელს , სკოლას ჰყავს ინფო მენეჯერი ,რომელიც არეგულირებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაკადს,საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ.ადგენს ყოველკვირეულ გრაფიკს , იმის მიხეედვით თუ რომელ მასწავლებელს აქვს დაგეგმილი გავკეთილის ჩატარება კომპიუტერული ლაბორატორიის სივრცეში . ასევე მასწავლებელები კომპიუტერულ ლაბორატორიას იყენებს მოსწავლეთა შეფასებების დასაფიქსირებლად ელ-ჟურნალში,ხოლო მოსწავლეები არასაგაკვეთილო პერიოდში შედიან ლაბორატორიაში,რათა ამოკრიბონ საჭირო ინფორმაცია ,ამობეჭდონ სასურველი მასალა გაკვეთილებზე გამოსაყენებლად .
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის შემოსავალ-გასავლის ყოველთვიური უწყისი .წარმოდგენილია დანართის სახით.