Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ონი · ონი, სოფელი გლოლა

Register ID#1549
Students20
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
მაია გრიგოლიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
02/12/2024
Authorization end
02/12/2033
First grade admission

Current capacity information

ონი, სოფელი გლოლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
60
Available places
58
SEN capacity
6
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

სკოლის მისია სსიპ-ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, ტოლერანტი, წარმატებული, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თავისუფალი მოქალაქეები; მისცეს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რითაც ხელს შეუწყობს სოციუმში მათ ადაპტირებას; შექმნას შესაბამისი გარემო კომუნიკაციის ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად ათვისების უნარის განვითარებისათვის; მოსწავლეებში დანერგოს სახელობო განათლება და პროფესიული განვითარების მიმართულებით მისცეს ალტერნატიული არჩევანი. ხედვა 1. სკოლა თემში არის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი; 2. სკოლაში არის წამახალისებელი და უსაფრთხო გარემო; 3. სკოლის კურსდამთავრებული ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და შეძენილ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში; 4. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე განათლების მიღების და მასწავლებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სკოლაში მოსწავლეები მოდიოდნენ სიხარულით, სწავლობდნენ ხალისით, სკოლას ამთავრებდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და მაღალი სააზროვნო უნარებით. იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ეროვნულ და მსოფლიო ღირებულებებს. შეძლონ საკუთარი ცოდნისა და ქცევის მართვა, პროფესიული არჩევანის გაკეთება; 5. მასწავლებლები საქმიანობდნენ ენთუზიაზმით, მშობლებთან ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები; 6. ყოველწლიურად იზრდებოდეს ლიდერ მასწავლებელთა რიცხვი. ღირებულებები • პროფესიონალიზმი- საქმის სიყვარული და ერთგულება, მუდმივად ზრუნვა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე; • გუნდურობა - განვითარების სწრაფი ტემპისა და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად, სასკოლო საზოგადოებაში გუნდურობის პრინციპის დამკვიდრება და წახალისება; • სიახლეების მიმღებლობა- თანამედროვე მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პასუხისმგებლიანობა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათავისება და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა;

Documents

გლოლის საჯარო სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf19/06/2024 15:50:49 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Structure3 additional items

ინფორმაცია სკოლის შესახებ სსიპ-ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფელ გლოლაში. იგი აშენდა 1926 წელს. სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, 2020-2021: 2021-2022 წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლას აქვს ნაწილობრივ ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის(მხილოდ სველი წერტილებით). სკოლა არის ორსართულიანი და გათვლილია 200 მოსწავლეზე. აქვს მოწესრიგებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა შეძლებისდაგვარად. სკოლაში დასაქმებულია 19 თანამშრომელი, აქედან 14 პედაგოგი (11 უფროსი და 3 უსტატუსო). ამჟამად ირიცხება 20 მოსწავლე.

Documents

სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების აღწერა - გლოლის საჯარო სკოლა.pdf27/06/2024 12:12:19 · 0.74 MB
სკოლის სტრუქტურის გრაფიკული სქემა.pdf10/07/2024 14:14:00 · 0.02 MB
გლოლის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ფოტოები.docx15/07/2024 15:35:01 · 2.65 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა-გლოლის საჯარო სკოლა - Copy.pdf24/06/2024 16:09:07 · 0.27 MB
Download documents on EMIS

Performance report

Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს შემუშავებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

Documents

სასკოლო-სასწავლო გეგმა 2024-2025.pdf02/10/2024 13:49:11 · 0.83 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2024-2025ს.წ.გლოლის საჯარო სკოლა.pdf02/10/2024 13:49:11 · 0.14 MB
Download documents on EMIS

Performance report

სკოლას აქვს შემუშავებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - გლოლის საჯარო სკოლა.pdf24/06/2024 16:47:59 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

1. სკოლა ანხორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს: ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; 2. სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მი ერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზ ებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

Documents

ხარისხის-უზრუნველყოფის-პოლიტიკა.pdf27/06/2024 12:18:04 · 0.18 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf15/07/2024 16:23:39 · 0.25 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი

Documents

შინაგანაწესი-გლოლის საჯარო სკოლა.pdf28/06/2024 15:16:05 · 0.37 MB
განცხადებებისა და საჩივრების წარდგენის შიდა წესი.pdf15/07/2024 16:23:49 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სკოლა არის ორ სართულიანი, სკოლაში არის გარესველი წერტილები ადაპტირებული ტუალეტებით, გარე სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, კომპიუტერების კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები, სამასწავლებელო, დირექტორის კაბინეტი.

Documents

შენობის სართულების სქემა.pdf27/06/2024 17:11:54 · 0.59 MB
გლოლის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ფოტოები.docx15/07/2024 16:25:54 · 2.65 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

Documents

დირექტორის ანგარიში, 10 დეკემბერი,2023წ..pdf28/06/2024 11:25:47 · 1.49 MB
2024 წლის ბიუჯეტი გლოლის სკოლა -ცვლილება ივლისი დაფინანსების ცვლილება (1).xlsx02/10/2024 13:53:31 · 0.03 MB
Download documents on EMIS