Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ლენტეხი · ლენტეხი, სოფელი ხელედი

Register ID#1547
Students27
Teachers19
Buildings3
School profile

General information

Principal
ია თოდუა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
26/12/2023
Authorization end
26/12/2032
First grade admission

Current capacity information

ლენტეხი, სოფელი ხელედი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
35
Available places
34
SEN capacity
4
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

მისია მისია: სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება თითოეული მოსწავლისთვის, ხელი შეუწყოს მათ ყოვლისმომცველ განვითარებას - როგორც აკადემიური, ისე პიროვნული თვალსაზრისით. ჩვენ ვზრდით მომავალ თაობას, რომელიც იქნება მოქალაქეობრივად შეგნებული, პასუხისმგებლობიანი და მზად მომავალი გამოწვევებისთვის, სვანური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემითა და სიყვარულით. ________________________________________ ხედვა ხედვა: ხელედის საჯარო სკოლა იქნება რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ცნობილია აკადემიური სრულყოფილებით, ინოვაციური სწავლების მეთოდებით და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენ შევქმნით მეგობრულ, უსაფრთხო და მზრუნველ სასწავლო გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს თავს დაფასებულად, გაუჩნდება სწავლის სიყვარული და განუვითარდება ის უნარები, რაც საჭიროა წარმატებული ცხოვრებისთვის 21-ე საუკუნეში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ეყვარებათ თავიანთი მხარე და იზრუნებენ მის განვითარებაზე. ________________________________________ ღირებულებები ხელედის საჯარო სკოლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: • აკადემიური სრულყოფილება: ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც აღჭურავს მოსწავლეებს აუცილებელი ცოდნითა და უნარებით. ვახალისებთ ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და სიცოცხლის ბოლომდე სწავლის სურვილს. • პატივისცემა: ჩვენ ვაფასებთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალობას და უნიკალურობას. ვამკვიდრებთ ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და თანასწორობას სკოლის საზოგადოებაში. • პასუხისმგებლობა: ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ სწავლაზე, ქმედებებზე და გარემოზე. ხელს ვუწყობთ დისციპლინასა და ვალდებულებების შეგნებას. • თანამშრომლობა: ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობა არის წარმატების გასაღები. ვახალისებთ თანამშრომლობას მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და საზოგადოებას შორის. • ინოვაცია და განვითარება: ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და უკეთეს გზებს სწავლებისა და სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. ვეხმარებით მოსწავლეებს ადაპტაციაში მუდმივად ცვალებად სამყაროსთან. • ადგილობრივი მემკვიდრეობის დაფასება: ჩვენ ვამაყობთ სვანური კულტურით, ისტორიითა და ტრადიციებით. ვცდილობთ, ეს სიმდიდრე გადავცეთ მომავალ თაობებს და ვასწავლოთ მათ ამ მემკვიდრეობის პატივისცემა და შენარჩუნება. ________________________________________

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა,სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელი.pdf11/10/2023 16:03:08 · 0.42 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურული ერთეულები და პერსონალი შერჩეულია სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე.სკოლის თანამდებობრივი სტრუქტურა შედგება: სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და მასწავლებლებისაგან. დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები განისაზღვრება სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. გარდა ამისა მასწავლებლის უფლება მოვალეობები განისაზღვრება მასწავლებლის პროფსიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. სკოლის დირექცია შედგება დირექტორის და ბუღალტრისაგან. სკოლის ადმინისტრაცია შედგება საქმისმწარმოებლის, ბიბლიოთეკარის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისაგან,ხოლო ტექნიკური პერსონალი შედგება სკოლის ექთნის, ორი დარაჯის და დამლაგებლებისაგან. სკოლის თანამშრომლები შერჩეულნი არიან სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ახორციელებენ მონიტორინგს მოსწავლის პროგრესზე და უზრუნველყოფენ მშობელთა დროულ ჩართულობას.სკოლა ხელს უწყობს პერსონალის განვითარებას,მასწავლებელთა კარიერულს წინსვლას.

Documents

სტრუქტურული-ერთეულები-სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა.pdf30/11/2023 14:19:45 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პრაქტიკა,რომელიც შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ და ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი,რომლებიც გავლენას მოახდენენ,ან შესაძლოა მოახდინონ ,სკოლის განვითარებაზე,მის წინსვლასა და წარმატებაზე. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას,უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნასა და განვითარებას.სასწავლო აღმზრდელობით პროცესში მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა/განვითარებას

Documents

სტრატეგიული-გეგმა,სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა..pdf11/10/2023 15:57:17 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

.სამოქმედო გეგმა დგება ერთი წლისთვის და ბევრად უფრო კონკრეტულია, ვიდრე სტრატეგიული გეგმა. მასში თავს იყრის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების მისაღწევად საჭირო ის აქტივობები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაშია შესრულებადი. სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლა ერთი მხრივ გაითვალისწინებს ახალი სტრატეგიულ გეგმის მიზნებს და ამოცანებს, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს ყოველწლიური თვითშეფასების შედეგებს, რადგან თვითშეფასება ძალიან კარგად ავლენს იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში დგას სკოლის წინაშე. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში უნდა იკითხებოდეს, როგორ ხდება თვითშეფასების დროს იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრა.

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024 სასწავლო წელი..pdf11/10/2023 15:57:58 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

1. სკოლის შიდა რეგულაციებით უზრუნველყოფილია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებები და უნივერსალური უფლებები. სკოლაში არსებობს შინაგანაწესი,რომელშიც გაწერილია მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებები, ასევე ხდება მშობელთა და მოსწავლეთა კლასის კრებებზე შინაგანაწესის გაცნობა.სკოლაში მოქმედებს თვითმმართველობის კომიტეტი,რომელიც აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მოქმედებს დისციპლინური კომიტეტი,რომლის შემადგებლობაში არიან მასწავლებლები,მშობელი და მოსწავლე.სკოლას შემუშავებული აქვს რეფერირების წესი,რომელიც არეგულირებს ბავშვთა მიმართ ფიზიკური,სექსუალური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური ძალადობის შემთხვევაში სკოლის მიერ ჩართულობას. 2. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციების შექმნასა და დაცვაში მონაწილეობს სასკოლო საზოგადოება. დირექცია,ადმინისტრაცია,სამეურვეო საბჭო,,დისციპლინური კომიტეტი,მოსწავლეთა თვითმმართველობა და პედაგოგიური საბჭო.რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთან;სკოლის შინაგანაწესის გაცნობა და გაზიარება ხდება მშობელთა კრებაზე,ის გამოკრულია სასკოლო სივრცეში თვალსაჩინო ადგილას. სამომავლოდ შინაგანაწესი გაზიარდება სკოლის სოციალურ გვერდზე მოხდება მისი გამოქვეყნება.მასწავლებელები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.ყველა მოსწავლესთან კლასის დამრიგებლები განიხილავენ მოსწავლეთა უფლებებს და მოვალეობებს.ყველა კლასში თვალსაჩინოდაა გამოკრული მოსწავლეთა უფლებე-მოვალეობების ამსახველი დოკუმენტი. 3. მოსწავლესთან / მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებულია კანონმდებლობის შესაბამისი გამჭვირვალე და მკაფიო ხელშეკრულება,რომელსაც დამრიგებელი აცნობს მშობლებს სწავლის დასაწყისში მშობელთა კრებაზე და ხელისმოწერით დასტურდება თანხმობა მის შესრულებაზე.ხელშეკრულებაში მკაფიოდაა გაწერილი მუხლები,რომლებიც იცავს მოსწავლის მიერ განათლების მიღების და უსაფრთხო გარემოში სწავლის პროცესს. დოკუმენტი კანონის ფარგლებში არეგულირებს ურთიერთობას მოსწავლესა და სკოლას შორის.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლის სასწავლო სივრცე არის უსაფრთხო,კეთილგანწყობილი,მეგობრული და პოზიტიური.სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არის ურთიერთპატივისცემას,ემპათიასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული დამოკიდებულება,რაც იძლევა საშუალებას მისმა წევრებმა იგრძნონ,რომ მათი აზრი არის მნიშვნელოვანი და მისაღები.სასკოლო საზოგადოების ყოველი წევრის ინიციატივა არის წახალისებული და მისაღები.საკლასო ოთახში გამოკრულია მოსწავლეთა ქცევის წესები,რაც ხელს უწყობს დისციპლინის დაცვას და მშვიდი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.

Documents

სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის შინაგანაწესი.pdf11/10/2023 16:02:01 · 0.26 MB
მოსწავლის ქცევის წესები.pdf18/11/2025 12:16:37 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლას აქვს შენობა-ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო ყველა რესურსს. შენობა არის 3 სართულიანი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია № 87.03.25.003 ხოლო მიწის ფართობი 6738 კვ.მ. ფართი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა მითითებულია როგორც მოსარგებლე, ხოლო მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. სკოლის 2017 წელს გარემონტდა და აღიჭურვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ.სკოლას აქვს ადაპტირებული შესასვლელი და სველი წერტილი. თითოეულ სართულზე განთავსებულია საკლასო ოთახები, ამჟამად სკოლაში არსებობს 12 საკლასო ოთახი, ასევე, შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. თითოეულ სართულზე განთავსებულია სველი წერტილები. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია,რომელიც განთავსებულია პირველ სართულზე და მოსწავლეებს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილების ექსპერიმენტული ნაწილი უტარდებათ ლაბორატორიაში; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში განთავსებულია კოლბები; მულაჟები; მიკროსკოპები; მაგნიტები; პლასტმასის ცილინდრები; კომპასი და სხვა ნივთები, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ პრაქტიკული მუშაობა.სკოლაში მოწესრიგებულია ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა. თითოეულ საკლასო ოთახს აქვს ბუნებრივი განათება, ყველა სასწავლო ოთახს აქვს ორი დიდი ფანჯარა.მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სკოლის გათბობა ხდება შეშის ღუმელებით,მიმდინარე სასწავლო წელს კი სამინისტრომ უზრუნველყო სკოლის ბრეკეტით უზრუნველყოფა,რომელმაც ჩაანაცვლა შეშა. სკოლას აქვს სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია ყველა საგნის გრიფირებული სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი, დამხმარე და მხატვრული ლიტერატურა, ილუსტრირებული მასალები, ინგლისურენოვანი წიგნები, დამხმარე სახელმძღვანელოები, პერიოდიკა და ა.შ. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, რომელშიც განთავსებულია 5 კომპიუტერები და 1 პროექტორი. სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით და ვაიფაი მხარდაჭერით.კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არის შემთხვევები როცა ინტერნეტის მოწოდება წყდება,თუმცა სწრაფი რეაგირების და ემისის თანამშრომლების ჩართულობით პრობლემის აღმოფხვრა მალე ხერხდება.მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მოსწავლეებთან ერთად და მიიღონ ინტერნეტით მათთვის საჭირო ინფორმაცია. სამომავლოდ სკოლა გეგმავს შეიმუშაოს ციფრული განვითარების გეგმა და გააძლიეროს ინტერნეტის ხარისხი დამხმარე ადაპტერებით. საკლასო ოთახებში განთავსებულია შესაბამისი საფეხურის მოსწავლისთვის საჭირო ინდივიდუალური მერხები. სულ ჯამში სკოლას აქვს 80 მერხი. გარდა ამისა, სკოლას აქვს 10 კომპიუტერი. 2 მრავალფუნქციური პრინტერი, 1პროექტორი, ასევე, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, რომლებიც საჭიროა საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად. თითოეული საკლასო ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური სასკოლო დაფით. 2. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, თანამშრომლებისთვის, მშობლებისთვის. სკოლამუშაობს ერთ ცვლაში, შესაბამისად სამუშაო საათებია 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მოსწავლეებისთვის საჭიროებისამებრ ხელმისაწვდომია საკლასო ოთახები და მათში განთავსებული ინვენტარი, სკოლის ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კომპიუტერული ლაბორატორია, საერთო სივრცეები და ეზო. დაწესებულების ყველა წერტილი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის. სკოლის შენობა გარემონტდა სრულად, აღნიშნული რემონტი განხორციელდა 2017 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ.სასკოლო გარემო ადაპტირებულია როგორც ტიპური განვითარების ასევე სსსმ მოსწავლეებისთვის.სკოლის შესასვლელი და ერთი სველი წერტილი ადაპტირდა სსსმ მოსწავლეებისთვის.ჩვენს სკოლას დღემდე არ ჰყოლია და არ ჰყავს სსსმ მოსწავლეები,თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება სკოლის შენობის ადაპტირება დამატებით. სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას, სკოლა პოზიტიური გარემოთი, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო საქმიანობებით ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს. 2017-2018 სასწავლო წლისთვის რეაბილიტაცია მთლიანად სკოლის შენობას,გარემონტდა საკლასო ოთახები,სველი წერტილები,სპორტული დარბაზი და საერთო სარგებლობის სივრცეები.საჭიროებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს იგეგმება სპორტული დარბაზი. სკოლის გარემოში თვალსაჩინო ადგილებზე გამოკრული და განთავსებულია მოსაწავლეთა ნამუშევრები, პროექტები, გამოფენები. რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს თავი იგრძნონ ჯანსაღ გარემოში.სკოლისთვის მნიშვნელოვან სოციო-კულტურულ სივრცეს წარმოადგენს ბიბლიოთეკა,რომელიც შევსებულია წიგნადი ფონდით. მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრები ხშირად იყენებენ ბიბლიოთეკაში დაცულ ლიტერატურას,როგორც საგაკვეთილო პროცესში ასევე დამატებითი აქტივობებისთვის. სკოლის სასწავლო და მატერიალური ბაზა (ტექნიკური აღჭურვილობა, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობა) და ხარისხი შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გამოიყენება მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად. სახელმძღვანელოების და ელექტრონული სასწავლო რესურსების შერჩევა ხდება ყოველწლიურად.

Documents

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.pdf18/11/2025 12:22:05 · 0.03 MB
Download documents on EMIS
FinancesText information

სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის ფინანსურ რესურსს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, სკოლის ექთნის თანამდებობრივი სარგო და მასწავლებლების კუთვნილი დანამატი.ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სკოლაში იქმნება ფინანსური საქმიანობის სამოქმედო გეგმა - საპროგნოზო ბიუჯეტი, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეცვლილი ფინანსური დინამიკის შესაბამისად განიხილება, იცვლება და მტკიცდება სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს მიერ.ბიუჯეტის დაგეგმვა ხდება სკოლის ფინანსური მზაობის და ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით.ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული, ხოლო სასწავლო პროცესი შეუფერხებელი.