Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ლენტეხი · ლენტეხი, სოფელი ჟახუნდერი

Register ID#1541
Students35
Teachers16
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო აფრასიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
16/12/2024
Authorization end
16/12/2033
First grade admission

Current capacity information

ლენტეხი, სოფელი ჟახუნდერი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
15
Available places
14
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მისიაა • მოსწავლეთათვის შეიქმნას კეთილმეგობრული, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებზე დაფუძნებული უსაფრთხო სასწავლო გარემო, რათა ხელი შეუწყოს მათი ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას. • არაფორმალური განათლების გაძლიერების ხარჯზე მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში, განავითაროს ციფრული კომპეტენციები, რათა აღზარდოს სიახლის შეცნობის მსურველი, განათლებული, ტოლერანტი, ემპათიის მქონე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოქალაქეები“. სკოლის ხედვაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იდეების განხორციელება. . 2024-2031 წლებში სსიპ ალ.ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა გააგრძელებს საკუთარი მიზნების მიღწევას, რათა აღზარდოს რაც შეიძლება მეტი აქტიური, კონკურენტუნარიანი, განათლებული, სოციალურად და პიროვნულად ჩამოყალიბებული მოქალაქე. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალეობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025 (1)ჟახუნდერის საჯარო სკოლა.pdf20/09/2024 13:42:43 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქცია მოვალეობების აღმწერი დოკუმენტი

Documents

სტრუქტურული ერთეულები ჟახუნდერის საჯარო სკოლა.pdf20/09/2024 13:46:44 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის 2024-2031 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმა.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა ჟახუნდერის საჯარო სკოლა ..docx20/09/2024 15:06:27 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს”, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ და ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, პასუხობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას – შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025 (1)ჟახუნდერის საჯარო სკოლა.pdf20/09/2024 13:51:26 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.