ამბროლაური, სოფელი ჭრებალო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ამბროლაური · ამბროლაური, სოფელი ჭრებალო
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები 1. პატრიოტიზმი 2. თანამშრომლობა 3. გუნდურობა 4. გამჭვირვალობა 5. დემოკრატია 6. ობიექტურობა 7. განვიტარება და ინოვაციურობა
სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლა აშენდა 1963 წელს , სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2008 წელს, სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2016 წელს, გარე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი , რომელიც აშენდა 2012 წელს და საჭიროებს რეაბილიტაციას, სკოლა განათლების სამინისტროდან უზრუნველყოფილია ახალი მერხებითა და სკამებთ. საკლასო ოთახების გარდა შენობაში არის ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი. ასევე გათვლილია ფართი საბუნებისმეტყველი მეცნიერებების ლაბორატორიისთვის, ამჟამად აღჭურვილია სტემის პროექტით მიღებული რესურსებითა და კომპიუტერით. სკოლას აქვს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით აღჭურვილი 7 სველი წერტილი რომელიც სკოლის შენობაში აშენდა 2020 წელს. სკოლა ჩასმულია რეაბილიტაციის პროგრამაში, სკოლას არ ჰყავს შშშმ პირი, სკოლა ზრუნავს მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფრასტრუქტურულად მოწყობილი და შესაბამისი რესურსით აღჭურვილი სივრცეები.
(ფინანსური საქმიანობის შესახებ) მოგახსენებთ, რომ 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. სკოლის 2024 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 512980,64 ლარი, საიდანაც 391529,40 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, 84391,92 ლარი - დანამატს სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, ხოლო 34053,9 ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების თანხას და სკოლის ექიმის. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 3005,42 ლარი, მათ შორის, იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა 0 ლარი, სხვა შემოსავალმა (ქველმოქმედება)შეადგინა 1450 ლარი, ბანკის პროცენტი 1555,42 ლარი. 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 10 დეკემბერს დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 11630,42 ლარს. 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 512980,64 ლარზე. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად, გაიხარჯა შრომის ანაზღაურებასა (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) და კომუნალურ გადასახადებზე. გარკვეული თანხა გაიხარჯა ოფისის ხარჯებსა (საკანცელარიო, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა) და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებაზე. 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, ასევე, პრემიების მუხლი. თანამშრომელთა წახალისების მიზნით, სკოლის ბიუჯეტიდან პრემიებზე გაიხარჯა 0 ლარი. 2024 წელს სკოლაში ჩატარდა შიდა მიმდინარე სარემონტო სამუშაობიც. კერძოდ 4959,20 ლარით სკოლამ დაზოგილი თანხით შეძლო შიდა კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 2024 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. სკოლის დირექციამ შემოსავლის მიღების კუთხით მნიშვნელოვანი და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღო. რამაც დადებითად იმოქმედა 2024 წელს მიღებულ ეკონომიკური შემოსავლების ოდენობაზე.