ამბროლაური, სოფ ლიხეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ამბროლაური · ამბროლაური, სოფელი ლიხეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მისიაა- უზრუნველყოს განათლების ხარისხის მუდმივი ამაღლება და განახლება; უსაფრთხო, პოზიტიური და სწავლისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლე თანაბრად შეძლებს პოტენციალის გამოვლენას და ჩამოყალიბდება მოაზროვნე ადამიანად. პრიორიტეტია მოსწავლეთა ჩართვა არაფორმალურ განათლებაში, ბუნებრივი გარემო-პირობების შენარჩუნება და დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს აღსაზრდელებს მომავალი საგანმანათლებლო და შრომითი საქმიანობის თავისუფლად არჩევაში. ამასთანავე, სკოლა აღზრდის დემოკრატიული ღირებულებების მქონე, შემოქმედებითად მოაზროვნე, ტრადიციების დამცველ, ქვეყნის წარმატებისათვის მებრძოლ პიროვნებებს (ლიდერებს). სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის ხედვა-შექმნას მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი გარემოს მქონე, ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო პირობები, რომელიც იზრუნებს თავისუფალი, ანალიტიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ეკოლოგიური ცნობიერებით გამსჭვალული მოქალაქის აღზრდაზე. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტად ზრუნვით, მათ მიერ ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით ხელი შეუწყოთ მოსწავლეებს შესაძლებლობების გამოვლენაში. სკოლა შექმნის სათანადო პირობებს არაფორმალური განათლებისა და სპორტული აქტივობების ხელშესაწყობად, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ სამომავლოდ საგანმანათლებლო თუ შრომითი საქმიანობის თავისუფლად არჩევნის გაკეთება. ხარისხიანი, თანაბარი, უწყვეტი განათლებით, ციფრული ტექნოლოგიების ათვისებით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით 2031 წლისათვის სკოლა შეძლებს აღსაზრდელებს ჩამოუყალიბოს მუდმივი მზაობა, საჭირო უნარ-ჩვევები და სოციალურად სწორი ორიენტაცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის ღირებულებები: 1) გუნდურობა/თანასწორობა; 2) სამართლიანობა/პასუხისმგებლობა; 3) თანამშრომლობა/ურთიერთპატივისცემა; 4) ტოლერანტობა/პატრიოტიზმი. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.