Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი განმუხური

Register ID#1516
Students177
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ჯიბლაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფ.განმუხური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
17
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია: აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. სკოლის ხედვა: თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლებით, ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიური და სიღრმისეული ათვისებით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით 7 წლის პერსპექტივაში STEM მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების მუდმივი მზაობა. ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ისეთ ღირებულებებით, როგორიცაა: პროფესიონალიზმი თანამშრომლობა ტოლერანტობა ბავშვთა უფლებების დაცვა ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება ღიაობა უსაფრთხოება გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებით: უპირველესია ბავშვის სიყვარული; მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს; ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; მნიშვნელოვანია, მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.

Behavior rules and appeal mechanismsText information

მოსწავლის ქცევის სასკოლო კოდექსი თავი I.ზოგადი დებულებები. მუხლი I. რეგულირების სფერო. 1.1 მუხლი 3. რეგულირების სფერო. 3.1. „მოსწავლის ქცევის სასკოლო კოდექსი“ ვრცელდება სკოლაში ყველა მოსწავლეზე განურჩევლად მოქალაქეობისა. 3.2. სკოლის ყველა მუშაკი და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეებს „მოსწავლის ქცევის სასკოლო კოდექსის“ დაცვაში. თავი II. მოსწავლის ქცევის წესები. მუხლი 4. მასწავლებლებთან, სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან და მოსწავლეებთან დამოკიდებულება. 4.1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 4.2. მოსწავლე ემორჩილება ადმინისტრაციის, მასწავლებლების, სკოლაში დასაქმებული სხვა პირებისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. 4.3. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობისა და მუქარისაგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 5. მოსწავლის იერსახე და ჩაცმის წესი. 5.1. მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შერჩეული არაგამომწვევი სასკოლო ფორმით. 5.2. გოგონებისათვის დაუშვებელია გაშლილი თმებით, დიდი საყურეებითა და ბეჭდებით სიარული. მუხლი 6. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს. 6.1. მოსწავლე დაუგვიანებლად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 6.2.სისტემატურად ატარებს აუცილებელ სასწავლო ნივთებს, გამოხატავს საკუთარ აზრებსა და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 6.3. მოსწავლე სკოლაში არ ატარებს მობილურ ტელეფონს და არ იყენებს მას სასწავლო პროცესის დროს, ან აუცილებლობის შემთხვევაში დირექტორის ნებართვით მობილურ ტელეფონს გამორთულ მდგომარეობაში აბარებს სკოლის მიერ მის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ვალდებულია ის მოსწავლეს დაუბრუნოს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. 6.4. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.