Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი დიდინეძი

Register ID#1514
Students102
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ლარისა ქირია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფ. დიდინეძი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
15
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის მისია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, კრიტიკულად მოაზროვნე, პატრიოტი თაობის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლება-მოვალეობები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი, იყოს მდგრადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი , კომპეტენტური, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული იდენტობის მოქალაქის აღზრდაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო , კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარებ: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ვიაზრებთ, რომ სასწავლო პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გაზიარება. • ობიექტურობა და სამართლიანობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. ყველა ზემოთ დასახელებული მიმართულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მზადაა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებებზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს , რომ ამ ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისთვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპითა და მიდგომებით. ❖ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო. ❖ ჩვენთვის უპირველესია მოსწავლის / ბავშვის სიყვარული ❖ ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე. ❖ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი ❖ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა ❖ ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას ❖ ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას

Structure2 additional items

სკოლის თანამდებობრივი სტრუქტურა შედგება სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის და მასწავლებლებისაგან. სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია სტრუქტურული ერთეულების დებულებები. სკოლაში დასაქმებულების უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები განისაზღვრება სკოლასა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით.

Documents

სტრუქტურა.pdf02/04/2024 14:50:19 · 0.05 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.pdf26/03/2026 06:27:50 · 0.76 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს მისია, საკუთარი სტრატეგიული განვითარების ხედვა, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების, თემის და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს. სკოლას შემუშავებული აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც გამოკვეთილია პრიორიტეტული მიმართულება, სკოლის მისია და ხედვა. სკოლის განვითარების გეგმის შემუშავება ხდება სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულებისა და სამეურვეო საბჭოს ჩართულობით.

Documents

დანართი N5... ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf26/03/2026 06:42:57 · 0.46 MB
დანართი N4... შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2030.pdf26/03/2026 06:42:57 · 0.5 MB
Download documents on EMIS

Performance report

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2020-2026 წწ.) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2020-2026 წწ.) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სკოლას მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

Documents

სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf01/04/2024 13:09:12 · 0.46 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა -2023--2024 სასწავლო წელი.pdf02/04/2024 13:57:38 · 0.15 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი.pdf12/04/2024 10:31:45 · 0.74 MB
Download documents on EMIS
Programs and support services8 additional items

სკოლს აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმა, ასევე დამტკიცებულია მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები, მოსწავლეთა ტრანზიციისა და რემედიაციის წესები, მოქმედებს სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფრიდამი", მკითხველთა კლუბი, წიგნის კლუბი, სტემ კლუბი.

Documents

N22 ბრძანების დანართი- სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდამჭერი ინიც.pdf03/04/2024 12:06:29 · 0.06 MB
კლუბის ,,ფრიდამ დებულება და სამოქმედო გეგმა.pdf03/04/2024 13:59:55 · 0.11 MB
მკითხველთა-კლუბი-მე მიყვარს კითხვა.pdf03/04/2024 13:59:56 · 0.18 MB
წიგნის კლუბის წესდება. არაფორმალური განათლება , სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა.pdf03/04/2024 14:05:09 · 0.06 MB
გასაჩივრების მექანიზმის დამტკიცება.pdf26/03/2026 10:40:32 · 0.7 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა.pdf26/03/2026 10:40:33 · 0.62 MB
ტრანზიციის და რემედიაციის წესის დამტკიცება.pdf26/03/2026 10:40:33 · 0.86 MB
სსსმ მოსწავლისთვის. სერვის. მიწოდება.pdf26/03/2026 10:40:33 · 1.61 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms10 additional items

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სკოლას ასევე აქვს დამტკიცებული მოსწავლის ქცევის კოდექსი.

Documents

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის გასაჩივრების მექანიზმის შეს.pdf03/04/2024 12:54:51 · 0.13 MB
რემედიაცია.pdf04/04/2024 10:46:12 · 0.11 MB
ტრანზიცია.pdf04/04/2024 10:46:12 · 0.16 MB
პერსონალური მონაცემების დაცვის წესი.pdf05/04/2024 13:13:59 · 0.12 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა.pdf26/03/2026 05:25:52 · 0.68 MB
დანართი N168...მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა.pdf26/03/2026 05:25:52 · 0.62 MB
დანართი N165...სსსმ მოსწავლისთვის. სერვის. მიწოდება.pdf26/03/2026 05:25:52 · 1.61 MB
დანართი N160...2-65, თვითმ. არჩ. ჩატ,. წესი.pdf26/03/2026 05:25:52 · 3.08 MB
დანართი N157...სკოლის შინაგანაწასი, 2025-2026 სასწავლო წელი.pdf26/03/2026 05:25:53 · 0.55 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. შენობა 1974 წელს აშენდა, გამოიცვალა მხოლოდ სახურავი და გარე კარ-ფანჯრები.

Finances3 additional items

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.

Documents

დანართი N217...2-76, შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცებაზე.pdf26/03/2026 06:40:12 · 0.27 MB
დანართი N221...დამტკიცებული ბიუჯეტი.pdf26/03/2026 06:40:12 · 1.5 MB
დანართი N220...ბიუჯეტის დამტკიცების ოქმი 2026 წლის.pdf26/03/2026 06:40:12 · 0.76 MB
Download documents on EMIS