ზუგდიდი, სოფ. დარჩელი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 21
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი დარჩელი
Open a section to view its text, related links, and document listing.
იზრუნოს განათლების ხარისხის მუდმივ ამაღლებაზე, „მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით შექმნას უსაფრთხო, კომფორტული და კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს აკადემიეური განათლება, სადაც წახალისებული იქნება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში თანამშრომლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დამოუკიდებლად, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებს შეუქმნას ყველა პირობა, რათა მომზადებულნი შეხვდენ ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდნენ კანონმორჩილ და ტოლერანტ ადამიანებად. სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პოლიტიკა ეფუძნება თანამედროვე პროგრესული პედაგოგიკის მიდგომებს. დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით მოზარდები ეცნობიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები. მისიის მიზნების მისაღწევად სკოლა მოქმედებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ნორმების დაცვით და სასწავლო პროცესში იყენებს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსწავლე და მისი განვითარების ხელშეწყობა. მეტად მნიშვნელოვანია იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელიც თავისუფლად შეძლებს სოციალური როლების შესრულებას, აღიარებს კანონის უზენაესობას და ხალხთა თანასწორობას, კარგად დაეუფლება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და პატივს მიაგებს საკუთარი ქვეყნის წარსულსა და მის ტრადიციებს. გაითავისებს თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებებს, შეძლებს თვითეფექტურობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას.
• თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს ორგანიზება. • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, პიროვნულად განვითარებული, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი უსაფრთხო და პროდუქტიული გარემოსა და პირობების შექმნა. • მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება. • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. • მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. • სკოლის ფინანსური მართვა, მონიტორინგი და თვითშეფასება.
სკოლაში არის შექმნილი: 1. სპორტული კლუბი ,,მერანი" 2. ეკო კლუბი ,,დაფიონა" 3. ქარტული ცეკვის წრე. 4. კითხვის წრე. 5.სკოლას აქვს გამორმებული მემორანდუმი სხვა სკოლასთან 6. ჭადრაკის წრე
მუხლი 35. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.თ) სანთებელა ან ასანთი; ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) კონფიდენციალურობის დარღვევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით; პ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; რ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; ს) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა; ტ) ფსიქოლოგიური ზეწოლა; უ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; ფ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ქ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ღ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლის ბიუჯეტი შედგება ვაუჩერული დაფინანსების და იჯარით მიღებული შემოსავლებისგან