Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი, შოთა რუსთაველის ქუჩა N124; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი, შოთა რუსთაველის ქუჩა N206

Register ID#1512
Students303
Teachers46
Buildings2
School profile

General information

Principal
თამთა აბსავა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/09/2023
Authorization end
27/09/2032
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფელი დარჩელი,რუსთაველის ქ.N124

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
28
Available places
13
SEN capacity
3
Available SEN places
2

ზუგდიდი სოფელი დარჩელი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
10
Available places
4
SEN capacity
1
Available SEN places
1
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values3 additional items

მისია სკოლის მისიაა აღზარდოს ეროვნული ცნობიერების მქონე მოქალაქე. ხელი შეუწყოს უსაფრთხო,პოზიტიური,ზრუნვასა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებას; ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე მოსწავლეთა/სტუდენტთა უწყვეტ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ხედვა სკოლის ხედვაა უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი,მისცეს მოსწავლეებს/სტუდენტებს ზოგადი და პროფესიული განათლების შესაძლებლობა,დაეხმაროს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გამომუშავებაში,მოზარდის ინტელექტუალური,სოციალური და კულტურული უნარების ჩამოყალიბებასა და მისი კრეატიული პოტენციალის გამოვლენა-განვითარებაში. გაუღრმავოს თვითრეალიზაციის სურვილი და მოტივაცია, ადრეულ ასაკშივე მისცეს პროფესიული განათლების მიღების საშუალება. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და ღირებულებებით; • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • სოციალური პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი ცნობიერება – ჩვენ ვაღრმავებთ მოსწავლეებში საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის განცდას და ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემას. ხელს ვუწყობთ დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებასა და თანაცხოვრების უნარების განვითარებას. სკოლის მიზნები • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული, გაცნობიერებული, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტად განმავითარებელი პიროვნება, რომელსაც შეეძლება საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, დემოკრატიული პრინციპების და ეროვნული იდენტობის განვითარებას. • თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში „ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • ინოვაციური გზების დასახვა და განვითარება.

Documents

მისია-ხედვა-სტრატ.გეგმა-მეთოდოლოგია.pdf04/04/2024 15:14:59 · 4.7 MB
დანართები-სტრ.გეგმ.მეთოდოლოგია.pdf04/04/2024 15:15:00 · 0.72 MB
Download documents on EMIS
Structure11 additional items

სსიპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა დირექცია: დირექტორი-თამთა აბსავა, დირექტორის მოადგილე-ია ბერაია, ბუღალტერი-ნაზო ღურწკაია ადმინისტრაცია: მატ.ტექ.უზრუნველყოფის კოორდინატორი - გიული ბერაია, საქმისმწარმოებელი-ნანა ფაცურია, ბიბლიოთეკარი-თეა სამუშია, საინფორმაციო მენეჯერი-გურგენ ცანავა, ექიმი-თეა შენგელია, ინკლუზიის სპეციალისტები-მარინა ხუფენია, მზია დარსანია. მანდატური: ლიკა შველიძე, თამთა ბულია. არასაშტატო ერთეული: დამლაგებლები: რუსიკო კიკვაძე, რუსუდან ბერაია, მანანა ჭანტურია, ელზა როგავა, ჟანა ქობალია. დარაჯები: რომან ქობალია, ბესარიონ ჟიჟბაია, გიმზერ არნანია, რამაზ მიქაია. ცეცხლფარეში: თენგიზ ქაციბაია, რეჯიბ მიქაია. სსსმ მოსწავლის ასისტენტი-ნანი ბერაია. სამეურვეო საბჭოს წევრები: რობინ ზარქუა (მშობელთა წარმომადგენელი), ეკა მიშველიანი (მდივანი), შორენა ცომაია (წევრი,მასწავლებელი), ვახტანგ კორკელია (წევრი,მასწავლებელი),შორენა ცომაია (წევრი,მასწავლებელი). ნია ფეტელავა (მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარე); დისციპლინური კომიტეტის წევრები:მარინა ქადარია - მასწავლებელი, ელისო მაქაცარია-მასწავლებელი, ელენე აკობია-მოსწავლე, ლიზი ჭითანავა-მოსწავლე, თათია მიქანძე-მშობელი, რობინ ზარქუა- მშობელი. პედსაბჭო: მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, თავმჯდომარე-მარინე ქადარია. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, თავმჯდომარე-თამარ წურწუმია. საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა, თავმჯდომარე-ელისო მაქაცარია. უცხო ენების კათედრა, თავმჯდომარე- ეკა ფეტელავა. სპორტისა და ესთეტიკის კათედრა - თავმჯდომარე-ვახტანგ კორკელია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, თავმჯდომარე-ნინო კარბაია. დაწყებითი კლასების კათედრა, თავმჯდომარე-ინდირა მიქავა. მრჩეველთა საბჭო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე-ია ბერაია (დირექტორის მოადგილე). მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე-თამთა ბულია (მანდატური). თამთა აბსავა-დირექტორი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე- რობინ ზარქუა . პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - თამარ წურწუმია. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე- ნია ფეტელავა მრჩეველთა საბჭოს მდივანი-ბელა გურიელი (მასწავლებელი). მანანა ზარანდია-ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. მოსწავლეთა თვითმმართველობა: საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები: ნია ფეტელავა-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე. გეგა გაგუა-საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე. თიკო ჯგუნჯგია-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე. წევრები: თიკო ჯგუნჯგია - XI კლასი,ანანო ჭითანავა - XI კლასი,ნია ფეტელავა - XII კლასი,ნინი თოდუა - XII კლასი,ირაკლი გაგუა- X კლასი,თიკა გვილავა-X კლასი,გეგა ფეტელავა- IX კლასი,ნატა აკობია -IX კლასი,სესილი რევიშვილი-VIII კლასი,მათე მებონია-VIII კლასი,ანი ლუკავა-VII კლასი,ელენე ღულათავა-VII კლასი,საბა ბედუკიძე -Xბ კლასი,სოფია გვილავა- IX ბ კლასი.ლიზი შენგელია-VIIIბ კლასი კლუბები: • ინტელექტუალთა კლუბი • „წიგნის თარო“- წიგნის მოყვარულთა კლუბი; • სამოქალაქო განათლების კლუბი • ეკოლოგთა • ჯანსაღი ცხოვრების წესი • ინგლისური ენის კლუბი 2025-2026 წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები : 1.ნია ფეტელავა 2 ანანო ჭითანავა 3 თიკო ჯგუნჯგია 4 ნინი თოდუა თვითმმართველობის თავმჯდომარე: მარიამ ჭითანავა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე: გოგა ყალიჩავა საბაზო საფეხურის თვითმმართველობის წევრები: 1. ირაკლი გაგუა 2. თიკა გვილავა 3. ნატა აკობია 4. სესილი რევიშვილი 5. მათე მებონია 6. ანი ლუკავა 7. ელენე ღულათავა 8. საბა ბედუკიძე 9. სოფია გვილავა 10. ლიზი შენგელია თვითმმართველობის თავმჯდომარე: ნია ფეტელავა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე: თიკო ჯგუნჯგია

Documents

მისიის,ხედვის,ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია.pdf02/04/2024 15:41:17 · 8.25 MB
სკოლის ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფების დებულება.pdf02/04/2024 15:41:18 · 4.93 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა1.pdf02/04/2024 15:41:18 · 11.73 MB
დანართი N8.1 ინდ გეგმის ნიმუში 1-11 კლასები.pdf02/04/2024 15:41:19 · 0.22 MB
დანართი N8.2 ინდ გეგმის ნიმუში 12 კლასი.pdf02/04/2024 15:41:19 · 0.3 MB
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების რეგულაცია.pdf02/04/2024 15:41:19 · 2.64 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკები.docx02/04/2024 15:41:20 · 0.04 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა-2023-2024 სასწავლო წელი.pdf02/04/2024 15:41:20 · 12.61 MB
ვერიფიკაციის მექანიზმი და მოსწავლეთა შეფასების ინსტრუქცია.pdf03/04/2024 13:31:04 · 1.47 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 წლები

Documents

+შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა+ 2023-2030სასწ.წ.pdf25/11/2025 11:05:19 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

+სამოქმედო-გეგმა-2025-2026 (1).xlsx24/10/2025 12:17:59 · 0.02 MB
+ერთწლიანი სამოწმედო გეგმა.2025-2026წ+..docx25/11/2025 11:05:16 · 0.04 MB
2025-2026წ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf10/07/2026 07:17:38 · 5 MB
Download documents on EMIS
Programs and support services9 additional items

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას ფასიანი წრის სახით სკოლა სთავაზობს თავის მოსწავლეებს ქართული ცეკვის წრეს. ასევე სკოლაში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს უფასო კლუბები:  სპორტის კლუბი (რაგბისა და ფეხბურთის);  ხელოვნების კლუბი;  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბი;  საზოგადოებრივი მეცნიერებების კლუბი;  ლიტერატურის კლუბი.

Documents

სკოლის მეთოდოლოგიები და დებულებები-2023-2024.pdf03/04/2024 13:06:21 · 8.31 MB
სკოლის მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf03/04/2024 13:50:07 · 1.86 MB
სკოლის ბიბლიოთეკის დებულებისა და ბიბლიოთეკის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ.pdf04/04/2024 15:52:49 · 3.51 MB
ციფრული განვითარების გეგმა.pdf04/04/2024 15:52:49 · 6.02 MB
პერსონალის შეფასებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებათა დადგენის მექანიზმები (1).pdf10/06/2024 14:53:25 · 14.03 MB
პერსონალის კარიერული ზრდის გეგმა--.pdf10/06/2024 14:53:32 · 2 MB
სკოლის მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი (2).pdf24/10/2025 13:55:01 · 0.94 MB
+სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026 დარჩელის N1 საჯარო სკოლა+.pdf25/11/2025 14:09:45 · 1.04 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

მუხლი 29. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის შემდეგი ნივთებით გამოცხადება ან/და მათი გამოყენება: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; ო) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; პ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; ჟ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; რ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ს) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; ტ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; უ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ფ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე). 3. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) არასასწავლო მიზნით მობილური ტელეფონით ან/და რაიმე სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური საშუალებით სარგებლობა; გ) ყურსასმენების არასასწავლო მიზნით გამოყენება; დ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისას. ე) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება; ვ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ვ.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ვ.ბ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ვ.გ) სანთებელა ან ასანთი; ვ.დ) აზარტული თამაშის საშუალებები; 4. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) შინაგანაწესის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე. ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები; ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები. თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება. 5.დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზო

Documents

სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის მექანიზმი.pdf02/04/2024 15:46:50 · 4.01 MB
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.pdf05/04/2024 11:36:57 · 4.32 MB
შინაგანაწესი.pdf08/04/2024 08:57:54 · 27.94 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances4 additional items

Documents

ფინანსური ანგარიში-2023 წელი.docx08/04/2024 14:41:02 · 0.01 MB
2023 წლის ბიუჯეტი.pdf08/04/2024 15:22:13 · 1.31 MB
2024 წლის სკოლის ბიუჯეტი.pdf08/04/2024 15:36:02 · 2.28 MB
biujeti 2025.pdf25/11/2025 14:43:01 · 2.07 MB
Download documents on EMIS