ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სოფელი ახალსოფელი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ახალსოფელი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მისიაა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას. თაობების, რომლებიც შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. სკოლის ხედვა: სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე. სწავლა და სწავლება ყველასთვის განსხვავებულია იმისათვის, რომ მოხდეს თითოეული მოსწავლის უნარების, შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარება. სკოლის ძირითადი ღირებულებები: გაცხადებული მისიისა და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით; -პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; -პატიოსნება და კეთილსინდისიერება; -მიუკერძოებლობა; -სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; -ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; -ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; -პროფესიული ზრდა და განვითარება; -გუნდური მუშაობა.
მოკლე ინფორმაცია: 1. სამეურვეო საბჭო; 2. პედაგოგიური საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა; 4. დისციპლინური კომიტეტი; 5. სკოლის დირექტორი; 6. ბუღალტერი; 7. ხარისხის მართვის ჯგუფი; 8. ადმინისტრაცია; 9. მოადგილე; 10. კათედრა; 11. ტეკნიკური პერსონალი.
სტრატეგიული გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
შინაგანაწესი
ბიუჯეტი